პორტუ და სოკოლი – ბათუმისა და მამულის მეტოქეები

ვენაში გაიმართა სახელბურთო ევროტურნირების წილისყრა. კაცებში, EHF თასზე, საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის შავი ზღვის ბიჭების მეტოქე პირველ წრეში იქნება პორტუგალიის პორტუ, ხოლო ქალთა ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალში თბილისის მამული ჩეხეთის სოკოლ პორუბას შეხვდება. 

ბათუმის გუნდი შეჯიბრებას სექტემბერშვე იწყებს და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ მეორე ევროტურნირზე, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება. მეტოქეს, პორტუს ორჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მათ შორის – წინა სეზონში. პორტუ ქვეყნის 20-გზის ჩემპიონია, 2009-15 წლებში ზედიზედ მოიგო 7 ტიტული, თუმცა, ბოლო სეზონში პირველობა ბრაგას დაუთმო.

უკვე გარკვეულია ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე მეორე ეტაპზე – სლოვენიის კოპერი. სამი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ 16 გუნდი ბრძოლას ჯგუფურ სტადიაზე გააგრძელებს, მეოთხედფინალიდან კი ბრძოლა ისევ პლეიოფის ფორმატით გაგრძელდება.

ქალთ ჩელენჯ კაპი თავიდან ბოლომდე ოლიმპიური სისტემით იმართება. საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, თბილისის მამული პირველ ეტაპიდან თავისუფალი იყო და ბრძოლას ნოემბერში, მეთქვსმეტედფინალიდან იწყებს. პირველი მატჩი ჩეხეთში უნდა გაიმართოს 12 ან 13 ნოემბერს, მეორე – თბილისში, ერთი კვირის შემდეგ. სოკოლმა ქვეყნის ბოლო ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა მიხალოვჩეს, პრაღის სლავიისა და მოსტის ბანიკის შემდეგ, ხოლო ჩელენჯ კაპზე საუკეთესო შედეგი 2014-15 სეზონში ჰქონდა, როცა მეოთხედფინალამდე გააღწია. კლუბი ქალაქ ოსტრავას პორუბის უბანს წარმოადგენს. კლუბი ჩეხეთის 2012 წლის ჩემპიონია, 2013 და 2015 წლებში მეორე ადგილი დაიკავა,  2014 წელს – მესამე. ჩეხეთის თასის ოთხგზის ფინალისტია.

სოკოლის ვებგვერდი უკვე გამოეხმაურა წილისყრის შედეგებს. კლუბის მენეჯერი ლიბორ ადამეკი: – ევროთასებზე გავრცელებულია პრაქტიკა, რომ ურთიერთშეთანხმებით, ორივე თამაში ერთი გუნდის მოედანზე იმართება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული გუნდი ოსტრავაში ორჯერ თამაშს შემოგვთავაზებს.

მწვრთნელი პეტრ ოლშანსკი: – სიმართლე გითხრათ, საქართველო არ მახსენდება, სადაა, და იქაურ ხელბურთზეც ბევრი არაფერი გამიგია, თუმცა, ინფორმაციის შესაგროვებლად დრო საკმარისი გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვმართებს მეტოქის შეუფასებლობა, თუმცა, ცხადია, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. კარგი იქნებოდა, ორივე მატჩი შინ რომ გაგვემართა, თუმცა, ეს მომავალი მოლაპარაკების საგანია.

მამულის გამოსვლა ქალთა ევროტურნირებზე ქართული კლუბისთვის პირველი არაა. 1994-2001 წლებში ხუთ ქართულ კლუბს უთამაშია სხვადასხვა შეჯიბრებაში – EHF თასზე, თასების მფლობელთა თასზე და ქალაქთა თასზე – თბილისს, მართვეს, ქუთაისს, უნივერსიტეტსა და ფოთის გუნდს. ბოლოს, 2000-01 სეზონში თბილისის მართვემ ითამაშა EHF თასზე.

თბილისის მამული ახალგაზრდული გუნდია, რომლის ბირთვსაც საქართველოს გოგონათა ნაკრების ხელბურთელები შეადგენენ. დადასტურებული ინფორმაციით, მამული ნამდვილად არ აპირებს ორივე მატჩის ჩეხეთში თამაშს და 19 ან 20 ნოემბერს მეტოქეს თბილისში მიიღებს.

ხელბურთი. ჩელენჯ კაპი 2016-17. ქალები. 1/16 ფინალი (12-13/19-20 ნოემბერი)

სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ)

შტოკერაუ (ავს)- ელბლაგი (პოლ)

ცუგი (შვც) – ოლიმპია (ბრი)

არდაშენი (თურ) – დანილოვგრადი (მნტ)

ვირტო კინტუსი (ჰოლ) – მირა პრიედორი (ბოს)

ჰიფკ (ფინ) – გრან კანარია (ესპ)

ჰაუკარი (ისლ) – სალერნო (იტა)

ჰოორსი (შვდ) – სუასო (ესპ)

სვილენგრადი (ბულ) – ვარდარ ჯუნიორი (მკდ)

ფემინა ვიზე (ბელ) – აბუ ბაქო (აზე)

აიდოვშჩინა (სლნ) – ილიძა(ბოს)/ზაგნოსპორი (თურ)

კარპატი (უკრ) – ფერარა (იტა)/თიუნი (შვც)

დორბირნი (ავს)/მადეირა (პორ)

დორბირნი (ავს)/მადეირა (პორ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ)

მაკაბი რამათ-განი (ისრ) – შჩიპონა (კოს)

კუმანოვო (მკდ)/ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) – კოლეჟიო დე გაია (პორ)

დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) – ატლეტიკო გარდესი (ესპ)

EHF თასი 2016-17. კაცები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი (3-4/10-11 სექტემბერი)

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ) – პორტუ (პორ)

კერიენი (ლუქ) – ვოივოდინა (სრბ)

კრეტეი (საფ) – ზამეტი (ხორ)

ალფა ჰარდი (ავს) – ლაიონსი (ჰოლ)

მაკაბი რიშონი (ისრ) –  ლონდონი (ბრი)

შამბერი (საფ) – ვოლენდამი (ჰოლ)

ვარაზდინი (ხორ) – ანკარასპორი (თურ)

ჰაუკარი (ისლ) – არგოსი (საბ)

ბესა ფამილია (კოს) – დუკლა პრაჰა (ჩეხ)

ჩურგოი (უნგ) – ბოდო (ნორ)

პოლი ტიმიშოარა (რუმ) – პოლვა სერვიტი (ესტ)

ოლიმპუსი (მლდ) – ზტრ ზაპოროჟიე (უკრ)

პრილეპი (მკდ) – ვინტერტური (შვც)

მეტალოპლასტიკა (სრბ) – დინამო ასტრახანი (რუს)

ფილიპოს ვერიასი (საბ) – ბუდვანსკა (მნტ)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი (8-9/15-16 სექტემბერი)

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ)/პორტუ (პორ) – კოპერი (სლნ)

ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  კაცებიჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: ვესპრემი (უნგ), ბარსელონა (ესპ), პსჟ (საფ), სილკებორგი (დან), ვისლა პლოცკი (პოლ) ფლენზ

ბურგი (გერ), შაფჰაუზენი (შვც), კილი (გერ)

B ჯგუფი: დრაინ ნეკარი (გერ), კელცე (პოლ), ვარდარ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), მეშკოვ ბრესტი (ბლრ), სეგედი (უნგ), ცელიე (სლნ), კრისტიანსტადი (შვდ)

ჯგუფის გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეტალურგი (მკდ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), მონპელიე (საფ), ელვერუმი (ნორ), კვალიფიკაცია 1

D ჯგუფი: ნანტი (საფ), ჰოლსტებრო (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), ბეშიქთში (თურ), დინამო ბუქურეშტი (რუმ), კვალიფიკაცია 2

2-2 გამარჯვებული ჯვარედინად (C1-D2, D1-C2) ეთამაშება ერთმანეთს, მერვედფინალში გასასვლელად.

კვალიფიკაცია 1 (3-4 სექტემბერი, სლოვაკეთში): ტატრან პრეშვი (სლკ) – დიფერდანჟი (ლუქ), გორენიე (სლნ)-კოქსი (ფინ)

კვალიფიკაცია 2 (3-4 სექტემბერი, ავსტრიაში): ბრეგენცი (ავს)- ბოშოლი (ბელ)ბრაგა (პორ)-მაკაბი თელ ავივი (ისრ)

ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (მნტ), ტიურინგერი (გერ), მეცი (საფ), კვალიფიკაცია 1

B ჯგუფი: ვარდარი (მკდ), ასტრახანოჩკა (რუს), ფერენცვაროში (უნგ), კვალიფიკაცია 2

C ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ), ბუქურეშტი (რუმ), მიდტიულანდი (დან), როსტოვი (რუს)

D ჯგუფი: ლარვიკი (ნორ), ესბიერგი (დან), სევეჰოფი (შვდ), კვალიფიკაცია 3

3-3 გუნდი გადის მეორე ჯგუფურ ეტაპზე

კვალიფიკაცია 1 (10-11 სექტემბერი, ნორვეგიაში): გლასვერკეტი (ნორ) – ანკარა (თურ), პოდრავკა (ხორ) -დალფსენი (ჰოლ)

კვალიფიკაცია 2 (10-11 სექტემბერი, გერმანიაში): ლაიპციგი (გერ) – გომელი (ბლრ), ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – ბერა ბერა (ესპ)

კვალიფიკაცია 3 (10-11 სექტემბერი, სლოვენიაში): კრიმ მერკატორი (სლნ) – მიხალოვჩე (სლკ), ლუბლინი (პოლ) – კონვერსანო (იტა)

 

Leave a Reply