ბრაზილიამ ქვიშაზე ჰეგემონია დაკარგა

ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში. ქალთა ფინალში ესპანეთმა 2-1 დაამარცხა ბრაზილია, ხოლო კაცებში ხორვატიამ მოსაგებად ორი სეტიც იკმარა იმავე ქვეყნის გუნდთან 2-0. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნორვეგიელმა ქალებმა და ყატარის კაცთა გუნდმა. 

ევროპულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატი აღარ მოეგო 2010 წლის შემდეგ, როდესაც ნორვეგიის ქალთა გუნდმა გაიმარჯვა, კაცებში ბოლოს 2008 წელს მოიგეს ხორვატებმა, შუალედებში კი ყველა ტიტული ბრაზილიის ნაკრებების იყო. შეჯიბრების მასპინძელმა, უნგრეთმა, ბოლო დღეს ორივე ბრინჯაოს ფინალი წააგო.

პლაჟის ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2016. ბუდაპეშტი, უნგრეთი, 12-17 ივლისი

ქალები. ფინალი. ესპანეთი-ბრაზილია 2-1, მესამე ადგილისთვის: ნორვეგია-უნგრეთი 2-1, 5. იტალია 6. ტაივანი 7. არგენტინა 8. ავსტრალია 9. თაილანდი 10. პოლონეთი 11. ურუგვაი 12. ტუნისი

კაცები. ფინალი. ხორვატია-ბრაზილია 2-0, მესამე ადგილისთვის: ყატარი-უნგრეთი 2-1, 5. ესპანეთი 6. უკრაინა 7. ომანი 8. ეგვიპტე 9. ბაჰრეინი 10. ურუგვაი 11. აშშ 12. ავსტრალია

მსოფლიო ჩემპიონები. ქალები: 2004 რუსეთი, 2006 ბრაზილია, 2008 ხორვატია 2010 ნორვეგია 2012 ბრაზილია 2014 ბრაზილია 2016 ესპანეთი კაცები: 2004 ეგვიპტე, 2006 ბრაზილია, 2008 – ხორვატია, 2010 ბრაზილია, 2012 ბრაზილია 2014 ბრაზილია 2016 ხორვატია

Leave a Reply