პლაჟის პირველი ეტაპი ბათუმმა მოიგო

ყვარელში, ილიას ტბაზე დასრულდა საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპი პლაჟის ხელბურთში. გაიმარჯვა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა, მეორე ადგილზეა ქუთაისი, მესამეზე – საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები. 

ეროვნული პირველობა უკვე ზედიზედ მესამედ ტარდება. პირველ ეტაპზე 5 გუნდი შეიკრიბა. ყველა მატჩი მოიგო ფავორიტმა, ბათუმმა, რომელმაც შარშან ოთხივე ეტაპზე გაიმარჯვა. საპლაჟო ტურის მეორე შეჯიბრება ივლისში გაიმართება ურეკში, ბოლო ორ ეტაპს კი აგვისტო-სექტემბერში წყალტუბო და ბათუმი უმასპინძლებს.

შეჯიბრების გარდა ყვარელში გაიმართა მწვრთნელთა სასერტიფიკაციო-სასწავლო სემინარის მეორე ეტაპი. რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, მწვრთნელის ლიცენზია შვიდმა მწვრთნელმა მიიღო, ხოლო ყვარელში ამ შვიდეულს კიდევ 13 ლიცენზირებული მწვრთნელი დაემატა. სემინარს ხელბურთის ფედერაციის საპლაჟო კომიტეტის შეფი, ლევან გელაშვილი და ნაკრების მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე უძღვებოდნენ.

პირველ ტურში უკონკურსოდ ითამაშა ჭაბუკთა ნაკრებმაც, რომელსაც 8-10 ივლისს პორტუგალიის სანაპირო ქალაქ ნაზარეში თექვსმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი უწევს. მწვრთნელებმა უკვე გააგზავნეს ევროპის ფედერაციაში 15-კაციანი განაცხადი, საიდანაც ტურნირის წინ 10 საუკეთესოს შეარჩევენ. ნაკრები 8-9 ივნისს გლდანში გამართავს ორდღიან წვრთნას, შემდეგ კი ურეკში გაემგზავრება შეკრებაზე.

პლაჟის ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურიყვარლის ტბაკაცები4-5 ივნისი

1. ბათუმი 8 ქულა, 2. ქუთაისი 4, 3. ჭაბუკთა ნაკრები 4, 4. ყვარელი 2, 5. გორი 2

პირველი დღე: გორი – ქუთაისი 2-0, ბათუმი – ყვარელი 2-0, გორი – ჭაბუკთა ნაკრები 1-2, ქუთაისი – ყვარელი 2-0, ბათუმი – ჭაბუკთა ნაკრები 2-0, მეორე დღე: ყვარელი – გორი 2-1, ბათუმი-ქუთაისი 2-0, ყვარელი – ჭაბუკთა ნაკრები 1-2, ბათუმი-გორი 2-0, ჭაბუკთა ნაკრები – ქუთაისი 0-2

ჭაბუკთა (2000-01) ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის: ირაკლი დიხამინჯია, გიორგი კაჭკაჭაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, გიორგი კუხალაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, გიორგი ქათამაძე, ლუკა კახოშვილი (პეგასი), თორნიკე ბერიძე (ბათუმი), გიორგი ხელაძე (წყალტუბო), ლუკა ლორთქიფანიძე, რევაზ დიდია, ილია ნოღაიდელი (ფოთი), ნიკა მეტრეველი, მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი), დავით ნიაზაშვილი (გორი) მწვრთნელები: მამუკა მჟავანაძე, გიორგი წივწივაძე

პლაჟის ხელბურთიევროპის 16  ჩემპიონატინაზარეპორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016
A ჯგუფი: პორტუგალია, საქართველო, საბერძნეთი, სლოვაკეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, რუსეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი
C ჯგუფი: ესპანეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა
D ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია,გერმანია, იტალია

Leave a Reply