gnhf-rrr

პირველი წრე პეგასმა და მამულმა მოიგეს

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკში, 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის. პირველი წრე მოიგეს პეგასის ჭაბუკთა და მამულის გოგონათა გუნდებმა.

ჭაბუკებში, თბილისის ზონის პირველობაზე პეგასმა დღეს მეოთხე მატჩი მოიგო, ხოლო ქარიშხალა და რუსთავი ხვალ გაარკვევენ, ვინ შეხვდება მეორე წრეს მეორე ადგილზე. ჭაბუკთა გუნდები პირველ ეტაპზე სამ რეგიონულ ზონად (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) არიან დაყოფილები და 2 წრედ ითამაშებენ, ხოლო საუკეთესოები გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენენ.

გოგონათა ტურნირზე განსხვავებული ფორმატია და ყველა ყველას ეთამაშება. აღმოსავლეთის ოთხეულის მთავარ მატჩში მამულმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ქარიშხალას, 14-13 და პირველ ადგილზეა. 14-17 დეკემბერს ითმაშებენ დასავლეთის გუნდები – აჭარა, ფოთი, წყალტუბო და სამტრედია, ხოლო 16-19 იანვარს პირველი წრე თბილისში დასრულდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17

ბიჭები, 2000-01. თბილისი, პირველი ტური – არენა 1

5 დეკემბერი

რუსთავი-იმედი 2 29-10, ქარიშხალა-პეგასი 23-42

2 დეკ. ქარიშხალა – იმედი 2 36-20, პეგასი – იმედი 1 47-10

3 დეკ. იმედი 1 – რუსთავი 8-36, იმედი 2 – პეგასი 9-51

4 დეკ. ქარიშხალა-იმედი 1 10-0, პეგასი – რუსთავი 42-25

პეგასი 8 ქულა (4 თამაშიდან), რუსთავი 4 (3), ქარიშხალა 4 (3), იმედი-2 0 (3), იმედი-1 0 (3)

6 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-ქარიშხალა, 16:15 იმედი 2 – იმედი 1

აღმოსავლეთი (გორი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) 24-25 დეკემბერს, თელავში.

დასავლეთი (ბათუმი, ფოთი, წყალტუბო, აჭარა, სამტრედია, ქუთაისი) – 21-25 დეკემბერს.

გოგონები, 2000-01. აღმოსავლეთი, პირველი ტური – არენა 1

5 დეკემბერი

პეგასი – გორი 10-8, მამული-ქარიშხალა 14-13

3 დეკ. ქარიშხალა-პეგასი 20-9, მამული-გორი 32-3

4 დეკ. პეგასი-მამული 6-22, გორი-ქარიშხალა 3-13

პირველი წრის შემდეგ: მამული 6 ქულა, ქარიშხალა 4, პეგასი 2, გორი 0

დასავლეთი (წყალტუბო, ფოთი, აჭარა, სამტრედია) – 14-17 დეკემბერს, სენაკში .

საერთო ტური – 16-19 იანვარს, თბილისში

Leave a Reply