ბრძოლაში ყველა გუნდი ჩაება

შვედეთში, ევროპის ქალთა ჩემპიონატის მეორე დღეს დანიამ დაამარცხა მონტენეგრო (22-21), ნორვეგიამ – რუმინეთი (23-21), ჩეხეთმა – უნგრეთი (27-22), ხოლო რუსეთმა – ხორვატია (32-26). დღეს ჯგუფური ტურნირის მორიგი 4 მატჩია.

ჩეხეთმა ოფიციალურ ტურნირზე პირველად დაამარცხა უნგრეთი. გადამწყვეტი გამოდგა 47-52 წუთების ინტერვალი, რომელიც ჩეხებმა 6-2 მოიგეს და 23-20 დაწინაურდნენ. რუსეთის ნაკრებში რიოს ოლიმპიადის სულ 7 ჩემპიონი თამაშობს, თუმცა, ხორვატია მათ უპრობლემოდ დაამარცხეს. რამდენიმე მოთამაშე აკლია რუმინეთს, ლიდერი, ქრისტინა ნიაგუ კი ტრავის გამო საუკეთესო ფორმაში არაა. ნორვეგია ჰაიდი ლოკეს გარეშეც ფავორიტი იყო მათთან და მოიგო კიდეც, თუმცა, რუმინელებმა სერიოზული წინააღმდეგობა გასწიეს და თამაშის ბოლოსკენ 2 ბურთამდე შეამცირეს სხვაობა.

ყველაზე დრამატული იყო მონტენეგრო-დანიის მატჩი. მონტენეგროს მწვრთნელი დრაგან აძიჩი მომავლის გუნდს ქმნის და შინ დატოვა ლიდერი, კატარინა ბულატოვიჩი. დანია დამაჯერებლად იგებდა პირველ ტაიმში (13-7), მაგრამ 42-ე წუთზე მილენა რაიჩევიჩმა პირველად გაიყვანა წინ მონტენეგრო – 17-16. ანგარიში უკანასკნელად 59-ე წუთზე გაათანაბრა ბულატოვიჩის შემცვლელმა ჯურჯინა მალოვიჩმა, მაგრამ მეტოქის საპასუხო შეტევისას მანვე შვიდმეტრიანი მიიღო და სტინე იორგენსენმა (10 დარტყმა, 9 გოლი, 4/4 შვიდმეტრიანი) დანიას მოაგებინა – 22-21.

ჯგუფური ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპზე 3-3 გუნდი გადის ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. ყველა მატჩის ნახვა შესაძლებელია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

5 დეკემბერი. C ჯგუფი. მალმო

უნგრეთი – ჩეხეთი 22-27

კოვაჩი 7, გორბიცი 2+7პ – ჰრბკოვა, მალა 5, ადამკოვა 4

მონტენეგრო – დანია 21-22

კნეზევიჩ-რაიჩევიჩი 8, მეჰმედოვიჩი 5 –  ს. იორგენსენი 9

7 დეკ: 19:30 ჩეხეთი-მონტენეგრო 23:45 დანია-უნგრეთი

9 დეკ: 19:30 მონტენეგრო-უნგრეთი 23:45 დანია-ჩეხეთი

D ჯგუფი ჰელსინგბორგი

რუსეთი – ხორვატია 32-26

ბობროვნიკოვა, ჟილინსკაიტე 6, ვიახირევა 5 – პენეზიჩი 8

ნორვეგია-რუმინეთი 23-21

მორკი 7, ჰერემი, კრისტიანსენი 5 – ნიაგუ 6, კიპერი 6, ბუჩესკი 4

7 დეკ: 19:30 რუმინეთი-რუსეთი 23:45 ხორვატია-ნორვეგია

9 დეკ: 19:30 რუმინეთი-ხორვატია 23:45 ნორვეგია-რუსეთი

A ჯგუფი. სტოკჰოლმი

4 დეკ. სერბეთი-სლოვენია 36-34, შვედეთი-ესპანეთი 25-19

6 დეკემბერი

21:30 ესპანეთი – სერბეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-06-spain-serbia

23:45 სლოვენია – შვედეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/slovenia-sweden

8 დეკ.  21:30 ესპანეთი – სლოვენია, 23:45 შვედეთი-სერბეთი

B ჯგუფი. კრისტიანსტადი

4 დეკ. ჰოლანდია – გერმანია 27-30, საფრანგეთი-პოლონეთი 31-22

6 დეკემბერი

21:30 პოლონეთი – ჰოლანდია

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-06-poland-netherlands

23:45 გერმანია – საფრანგეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-06-germany-france

8 დეკ. 21:30 გერმანია-პოლონეთი, 23:45 ჰოლანდია-საფრანგეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი (A, B) – 10, 12, 14 დეკემბერს

2 ჯგუფი (C, D) – 11, 13, 14 დეკემბერს

ნახევარფინალი 16 დეკემბერს

ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply