პირველი ლიგის ტურნირი იწყება

13 აპრილს სპორტკომპლექს არენაში დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში, პირველი ლიგის გუნდებს შორის. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც შეჯიბრება ორ დონეზე, უმაღლეს და პირველ ლიგებში იმართება.

მოგროვდა 5 გუნდი – აჭარა, გორი, თელავი, რუსთავი და წყალტუბო. ორწრიანი ტურნირის შემდეგ პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ხოლო მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ, კიდევ ერთი საგზურისთვის საბრძოლველად.

უმაღლესი ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება, მაგრამ ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი ვალდებული იქნება, თავისი ადგილი სწორედ ამ გადასასვლელ ტურნირში დაიცვას. ამ ოთხგუნდიანი შეჯიბრებიდან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მხოლოდ ერთი გუნდი მიიღებს.

უმაღლეს ლიგაში ჯერჯერობით 9 ტურია ნათამაშები თოთხმეტიდან. ბოლო ორ ადგილზე ჯერჯერობით თელავის იმედი და ფოთის ოქროს ვერძი არიან. ტურნირი 21 აპრილს განახლდება. მას შემდეგ, რაც ორი წრე მოთავდება, ოთხი საუკეთესო ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს, ხოლო ბოლო ორი გუნდი გადათმაშებაში ჩაერთვება.

სეზონი მაისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, სათამაშოა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე და ფინალური ოთხეული, ასე რომ, საკმაოდ დაძაბული, ინტენსიური და საინტერესო დაბოლოება გველის.

საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა, კაცები

პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2

13 აპრილი

12:00 გორი – წყალტუბო

13:30 რუსთავი – თელავი

14 აპრილი

12:00 წყალტუბო – აჭარა

13:30 თელავი – გორი

15 აპრილი

12:00 აჭარა – რუსთავი

13:30 თელავი – წყალტუბო

16 აპრილი

12:00 აჭარა – თელავი

13:30 რუსთავი – გორი

17 აპრილი

12:00 წყალტუბო – რუსთავი

13:30 გორი – აჭარა

Leave a Reply