პირველი ეტაპი დღეს და ხვალ სრულდება

ეგვიპტეში, მსოფლიო ჩემპიონატზე, კიდევ 6 ხუთი გუნდი გავიდა მეორე ეტაპზე: გერმანია, უნგრეთი, დანია, არგენტინა, ყატარი და ხორვატია. 

A ჯგუფიდან ესენი არიან უნგრეთისა და გერმანიის ნაკრებები. გერმანიას 10-0 მოგება მიენიჭა კაბო ვერდეს წინააღმდეგ. ამ აფრიკული სახელმწიფოს გუნდმა ჯგუფური რუნდის პირველი მატჩი 11 ხელბურთელით ითამაშა, ამის შემდეგ კი ორს კოვიდ-ვირუსი დაუდასტურად. ბოლო ტურის მატჩში, ურუგვაის წინაღმდეგ, კაბო ვერდეს იმ შემთხვევაში ექნებ თამაშის უფლება, თუ ათ ჯანსაღ მოთამაშეს შეკრებს.   

B ჯგუფში ბრაზილიამ მე-60 წუთზე ორი გოლი გაუტანა ტუნისს და ზედიზედ მეორე მატჩი დასრულა ფრედ – 32-32. ესპანეთმა 27-26 მოუგო პოლონეთს და 3 ქულით დაწიინაურდა, თუმცა, ამ ჯგუფში ყველაფერი 19 იანვარს, ბოლო ტურში გადაწყდება.

C ჯგუფში ყატარმა მძიმე თამაში მოუგო იაპონიას, 31-29, 4 ქულა მოაგროვა და მთავარ რაუნდში გავიდა. ხორვატიაც მერე ეტაპზეა ანგოლის დამარცხების შემდეგ: 28-20.

D ჯგუფში არგენტინასა და დანიას 4-4 ქულა აქვთ და ბოლო ტურში ერთმანეთში თამაშობენ „ოქროს“ ქულებისთვის, მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა კი ბაჰრეინ-კონგოს მატჩში გაირკვევა.

მომდევნო ორი დღეში მსოფლიო ჩემპიონატზე წინასწარი რაუნდი დასრულდება. დღეს 8 თამაშია E-H ჯგუფებში. მეორე რაუნდში უკვე გასულები არიან ეგვიპტე, შვედეთი, რუსეთის ხელბურთის ფედერაციის გუნდი, ბელარუსი და სლოვენია.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 17 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)დ

A ჯგუფი. გერმანია 4 ქულა, უნგრეთი 4, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0

კაბო ვერდე – გერმანია 0-10

უნგრეთი – ურუგვაი 44-18

მათე 8, სეკელი (11 მოგერიება), ბორბეი (12) – მორანდეირა 4

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი – კაბო ვერდე, 23:30 გერმანია – უნგრეთი

15 იანვარი. გერმანია – ურუგვაი 43-14, უნგრეთი – კაბო ვერდე 34-27

B ჯგუფი. ესპანეთი 3, პოლონეთი 2, ბრაზილია 2, ტუნისი 1

ტუნისი – ბრაზილია 32-32

დარმული 8, რგიზი 7, ჰარბაუი (12) – ლანგარო 6, ჰაკბარტი 6

პოლონეთი – ესპანეთი 26-27

სიცკო 6, მორავსკი (17) – ენტრერიოსი 5, კორალესი (10)

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი – ტუნისი, 23:30 ბრაზილია – პოლონეთი     

15 იანვარი. ესპანეთი – ბრაზილია 29-29, ტუნისი – პოლონეთი 28-30

C ჯგუფი. ყატარი 4, ხორვატია 3, იაპონია 1, ანგოლა 0

ყატარი – იაპონია 31-29

მარზო 11, აბიდი (11) – დოი 7, აგარიე 6

ანგოლა – ხორვატია 20-28

ფერეირა 4 – ჩუპიჩი 6, მარტინოვიჩი 5

19 იანვარი. 18:30 იაპონია – ანგოლა, 21:00 ხორვატია – ყატარი

15 იანვარი. ყატარი – ანგოლა 30-25, ხორვატია – იაპონია 29-29

D ჯგუფი. დანია 4, არგენტინა 4, ბაჰრეინი 0, დრ კონგო 0

არგენტინა – ბაჰრეინი 24-21

პისარო 6, მოსკარიელო 5, მასიელი (11) – აჰმედი 5

დრ კონგო – დანია 19-39

მვუმბი 4 – ი. ჰანსენი 8, ჰოლმი 6, ნილსენი (13)

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი – დრ კონგო, 23:30 დანია  – არგენტინა

15 იანვარი. არგენტინა – დრ კონგო 28-22, დანია – ბაჰრეინი 34-20

E ჯგუფი. საფრანგეთი 4, ნორვეგია 2, შვეიცარია 2, ავსტრია 0

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი – შვეიცარია, 23:30 ნორვეგია – ავსტრია

14 იანვარი. ავსტრია – შვეიცარია 25-28, ნორვეგია – საფრანგეთი 24-28

16 იანვარი. ავსტრია – საფრანგეთი 28-35, შვეიცარია – ნორვეგია 25-31

F ჯგუფი. პორტუგალია 4, ისლანდია 2, ალჟირი 2, მაროკო 0

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია – ალჟირი, 23:30 ისლანდია – მაროკო

14 იანვარი. ალჟირი – მაროკო 24-23, პორტუგალია – ისლანდია 25-23

16 იანვარი. მაროკო – პორტუგალია 20-33, ალჟირი – ისლანდია 24-39

G ჯგუფი. ეგვიპტე 4, შვედეთი 4, ჩილე 0, მაკედონია 0

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია – ჩილე, 23:30 შვედეთი – ეგვიპტე

13 იანვარი. ეგვიპტე – ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი – ჩრდ. მაკედონია 32-20

16 იანვარი. ეგვიპტე – ჩრდ. მაკედონია 38-19, ჩილე – შვედეთი 26-41

H ჯგუფი. ბელარუსი 3, რხფ 3, სლოვენია 2, კორეა 0

18 იანვარი. 18:30 კორეა – რხფ, 21:00 სლოვენია – ბელარუსი

14 იანვარი. ბელარუსი – რხფ 32-32, სლოვენია – კორეა 51-29

16 იანვარი. ბელარუსი – კორეა 32-24, რხფ – სლოვენია 31-25