საფრანგეთი, პორტუგალია და შვედეთი მეორე ეტაპს 4 ქულით დაიწყებენ

მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, დღეს პირველი რაუნდი სრულდება.  ჩემპიონობისთვის ბრძოლას 24 გუნდი გააგრძელებს.

გუშინდელი 8 მატჩიდან E ჯგუფში  საფრანგეთმა მძიმე მატჩი მოუგო შვეიცარიას, 25-24 და მეორე ეტაპზე 4 ქულით, ანუ შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან მოგებებით გავიდა. ნორვეგიამ 38-29 აჯობა ავსტრიას და ბოლო ადგილზე დატოვა. მეორე რაუნდში ეს სამეული F ჯგუფის საუკეთესო გუნდებს, პორტუგალიას, ისლანდიასა და ალჟირს შეხვდება 2 მეოთხედფინალისტის გამოსავლენად. 

პორტუგალიამ 26-19 სძლია ალჟირი და მთავარ რაუნდს 4 ქულით იწყებს, ხოლო ისლანდიამ 31-23 მოუგო მაროკოს.

G ჯგუფში მესამე საგზურისთვის მატჩში მაკედონიამ 32-29 აჯობა ჩილეს,  ხოლო შვედეთმა 24-23 მოუგო მასპინძელ ეგვიპტეს და 4 ქულით გავიდა მეორე რაუნდში, სადაც რუსეთის ფედერაციის გუნდს, სლოვენიასა და ბელარუსს ეთამაშება.

H ჯგუფში რუსეთისა და კორეის მატჩი არაფერს წყვეტდა, სლოვენიამ კი 29-25 დაამარცხა ბელარუსი და ეს ორი ქულა თან გაიყოლა მეორე ეტაპის მე-4 ჯგუფში. 3 ქულა აქვთ რუსებს, 1- ბელარუსს.

გუშინვე შინ გაემგზავრა კაბო ვერდეს გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში 9 ხელბურთელი დარჩა. პირველი ეტაპის მატჩში ურუგვაისთან, ასევე პრეზიდენტის თასის ყველა მომდევნო შეხვედრაში აფრიკის დასავლეთი სანაპიროს ამ კუნძულოვანი ქვეყნის გუნდს 0-10 წაგება ჩაეთვლება.

დღეს დასრულდება წინასწარი ეტაპი A-D ჯგუფებში და სრულად დაკომპლექტდება მთავარი რაუნდი. დარჩენილია 5 თავისუფალი ადგილი: იაპონია ან ანგოლა, ბაჰრეინი ან კონგო; და B ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი: ესპანეთი/პოლონეთი/ბრაზილია/ტუნისი.  ჯგუფებში მე-4 ადგილზე დარჩენილები პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 18 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

E ჯგუფი. საფრანგეთი 6 ქულა, ნორვეგია 4, შვეიცარია 2 – ავსტრია 0

საფრანგეთი – შვეიცარია 25-24

მაე 7, მემი 4 – შმიდი 10, სიდოროვიჩი 5

ნორვეგია – ავსტრია 38-29

საგოსენი 9, ბლონცი 7, სევერასი (13 მოგერება) –  ვებერი 6, ვაგნერი 6

14 იანვარი. ავსტრია – შვეიცარია 25-28, ნორვეგია – საფრანგეთი 24-28

16 იანვარი. ავსტრია – საფრანგეთი 28-35, შვეიცარია – ნორვეგია 25-31

F ჯგუფი. პორტუგალია 6, ისლანდია 4, ალჟირი 2 – მაროკო 0

პორტუგალია – ალჟირი 26-19

პორტელა 4 – ბერკუსი 7, აიუბი 5

ისლანდია – მაროკო 31-23

კრისტიანსონი 6, გუდმუნდსონი 6 – ზაროილი 5

14 იანვარი. ალჟირი – მაროკო 24-23, პორტუგალია – ისლანდია 25-23

16 იანვარი. მაროკო – პორტუგალია 20-33, ალჟირი – ისლანდია 24-39

მთავარი რაუნდი. 20, 22, 24 იანვარი

3 ჯგუფი. საფრანგეთი 4 ქულა, პორტუგალია 4, ისლანდია 2, ნორვეგია 2, შვეიცარია 0, ალჟირი 0

G ჯგუფი. შვედეთი 6, ეგვიპტე 4, მაკედონია 2 – ჩილე 0

ჩრდ. მაკედონია – ჩილე 32-29

ლაზაროვი 8, მიტრევსკი (11) – რ. სალინასი 7, ე. ფოიხტმანი 7,  სებალოსი 7

შვედეთი – ეგვიპტე 24-23

პერსონი 8, ვანე 5 – სანადი 8, ომარი 6, ჰენდავი 10

13 იანვარი. ეგვიპტე – ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი – ჩრდ. მაკედონია 32-20

16 იანვარი. ეგვიპტე – ჩრდ. მაკედონია 38-19, ჩილე – შვედეთი 26-41

H ჯგუფი. რხფ 5, სლოვენია 4, ბელარუსი 3 – კორეა 0

კორეა – რხფ 26-30

კიმ იუნი 8 – ანდრეევი 5, კორნევი 5, ტრეტინკო (17)

სლოვენია – ბელარუსი 29-25

იანცი 8, დოლენეცი 7 – კარალეკი 7, კულეში 4

14 იანვარი. ბელარუსი – რხფ 32-32, სლოვენია – კორეა 51-29

16 იანვარი. ბელარუსი – კორეა 32-24, რხფ – სლოვენია 31-25

მთავარი რაუნდი. 20, 22, 24 იანვარი

4 ჯგუფი. შვედეთი 4, რუსეთი 3, ეგვიპტე 2, სლოვენია 2, ბელარუსი 1, მაკედონია 0

A ჯგუფი. გერმანია 4 ქულა, უნგრეთი 4, ურუგვაი 2 – კაბო ვერდე 0

19 იანვარი. ურუგვაი – კაბო ვერდე 10-0, 23:30 გერმანია – უნგრეთი

15 იანვარი. გერმანია – ურუგვაი 43-14, უნგრეთი – კაბო ვერდე 34-27

17 იანვარი. კაბო ვერდე – გერმანია 0-10, უნგრეთი – ურუგვაი 44-18

B ჯგუფი. ესპანეთი 3, პოლონეთი 2, ბრაზილია 2, ტუნისი 1

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი – ტუნისი, 23:30 ბრაზილია – პოლონეთი   

15 იანვარი. ესპანეთი – ბრაზილია 29-29, ტუნისი – პოლონეთი 28-30

17 იანვარი. ტუნისი – ბრაზილია 32-32, პოლონეთი – ესპანეთი 26-27

C ჯგუფი. ყატარი 4, ხორვატია 3, იაპონია 1, ანგოლა 0

19 იანვარი. 18:30 იაპონია – ანგოლა, 21:00 ხორვატია – ყატარი

15 იანვარი. ყატარი – ანგოლა 30-25, ხორვატია – იაპონია 29-29

17 იანვარი. ყატარი – იაპონია 31-29, ანგოლა – ხორვატია 20-28

D ჯგუფი. დანია 4, არგენტინა 4, ბაჰრეინი 0, დრ კონგო 0

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი – დრ კონგო, 23:30 დანია  – არგენტინა

15 იანვარი. არგენტინა – დრ კონგო 28-22, დანია – ბაჰრეინი 34-20

17 იანვარი. არგენტინა – ბაჰრეინი 24-21, დრ კონგო – დანია 19-39