პეგასი დაწინაურდა
სპორტკომპლექს არენაში გრძელდება ხელბურთელთა ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატი უფროს ასაკში, 2000-01 წლებში დაბადებულთა შორის, ხოლო დღეს დაიწყო ამავე ასაკის გოგონათა ტურნირი.
მეორე გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონმა, თბილისის პეგასმა, რომელმაც დაამარცხა იმედი 2, 51-9, ხოლო რუსთავმა მოუგო იმედის პირველ გუნდს, 36-8. თითო მოგება აქვთ რუსთავსა და ქარიშხალას.
გოგონათა ტურნირზე თბილისური გუნდების მატჩში ქარიშხალამ 20-9 მოუგო პეგასს, ხოლო მამულმა 32-3 დაამარცხა დებიუტანტი, გორის გუნდი.
ჭაბუკებში გუნდები პირველ ეტაპზე სამ რეგიონულ ზონად (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი) არიან დაყოფილები და 2 წრედ ითამაშებენ, ხოლო საუკეთესოები გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენენ. გოგონებში ერთიანი ჩათვლა იქნება აღმოსავლეთისა და დასავლეთის (აჭარა, ფოთი, წყალტუბო, სამტრედია) გუნდებს შორის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. 2016-17
ბიჭები, 2000-01. თბილისი, პირველი ტური – არენა 1
3 დეკემბერი
იმედი 1 – რუსთავი 8-36, იმედი 2 – პეგასი 9-51
2 დეკემბერი. ქარიშხალა – იმედი 2 36-20, პეგასი – იმედი 1 47-10
4 დეკემბერი. 14:00 ქარიშხალა-იმედი 1, 15:15 პეგასი – რუსთავი
5 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-იმედი 2, 16:15 ქარიშხალა-პეგასი
6 დეკემბერი. 15:00 რუსთავი-ქარიშხალა, 16:15 იმედი 2 – იმედი 1
აღმოსავლეთი, 24-25 დეკემბერს, თელავში. დასავლეთი – 21-25 დეკემბერს.
გოგონები, 2000-01. აღმოსავლეთი, პირველი ტური – არენა 1
3 დეკემბერი
ქარიშხალა-პეგასი 20-9, მამული-გორი 32-3
4 დეკემბერი. 11:00 პეგასი-მამული, 12:00 გორი-ქარიშხალა
5 დეკემბერი. 12:00 პეგასი – გორი, 13:00 მამული-ქარიშხალა
დასავლეთი – 14-17 დეკემბერს, ხელვაჩაურში. საერთო ტური – 16-19 იანვარი, თბილისი
ქალები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (აღმ) 10-12 დეკემბერი, თბილისი; (დას) 24-26 დეკემბერი
კაცები. ეროვნული ჩემპიონატი. პირველი ტური (დას) 15-17 დეკემბერი, (აღმ) 18-20 დეკემბერი, თბილისი
კაცები. საქართველოს თასი. 18-21 იანვარი, თბილისი