ukr

ორივე ლიდერმა მოიგო

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში ორ-ორი ქულით წაიწიეს წინ ლიდერებმა – თბილისის მამულმა 25-13 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, ხოლო ქარიშხალამ მოუგო აჭარას, 23-17. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 3 ტურია. 

ლიდერები ერთმანეთში აღარ თამაშობენ და დარჩენილ მატჩებში ქულების დაკარგვის უფლება არა აქვთ. თუ ორივემ თანაბარი ქულებით დაასრულა შეჯიბრება, ჩემპიონად გამოცხადდება ქარიშხალა, ვისაც მამულთან უკეთესი პირადი ბალანსი აქვს (24-19, 19-22).

დღესვე სამტრედიამ დაამარცხა ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონი პეგასი, 17-12, ხოლო ჩემპიონატის შარშანდელმა გამარჯვებულმა ყვარელმა, მოუგოს წყალტუბოს – 15-11.

ხვალ სპორტკომპლექს არენაში თამაშობენ: მამული – სამტრედია, აჭარა – ყვარელი, წყალტუბო – ქარიშხალა, პეგასი – ფოთი. ჩემპიონატი 12 მაისს დასრულდება.

ხელბურთისაქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2017-18

მეორე წრის საერთო ტური, 11-14 მატჩები. არენა 2

9 მაისი. ქარიშხალა – აჭარა 23-17

ქარ: არაბაჯევი – ქ. ცინცაძე 11, ა. ჩხაიძე 5, ი. ჩხაიძე 2, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 2, მ. ცინცაძე 1, ბიძინაშვილი, თათარაშვილი, კეკუტია, კერესელიძე, ლობჟანიძე

აჭ: ქარჩავა, საფარიძე – ქამაშიძე 9, კომახიძე 3, დვალიშვილი 3, ცივნარიძე 1, მეგი მურუსიძე 1, მარიამ მურუსიძე, ხოხბა, კოჩალიძე, ძნელაძე, აიოზბა, ირემაძე, გაბეჩავა

სამტრედია – პეგასი 17-12

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი – ბურკაძე 9, რუსია 3, ფოცხვერია 2, მ. ჯოჯუა 2, კარტოზია 1, ტყეშელაშვილი, ცირეკიძე

პეგ: ჯიქურაშვილი, ბარამიძე – ე. ჩხაიძე 8, ქებაძე 2, კორძაია 1, ტარტარაშვილი 1, ქ. ჩოგოვაძე, ბაღაშვილი, კაპანაძე, საბაშვილი, ასიტაშვილი, პაპუაშვილი, სვანიძე

ყვარელი – წყალტუბო 15-11

ყვ: ამონაშვილი – ფუღიაშვილი 5, სურამლიშვილი 4, მიხელიძე 3, მ. ტეტოშვილი 2, სმოიანი 1, საზანიშვილი, თავღორაშვილი, იოსებაშვილი

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – ჩირგაძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, დარსაველიძე 2, ჯიშკარიანი 1, მამარდაშვილი 1, ხეცურიანი, ნიკოლეიშვილი, ფანცხავა, ლაღაძე, ბენდელიანი

ფოთი – მამული 13-25

ფოთ: ფიფია – გოგია 4, გვათუა 3, სურგულაძე 3, ბჟალავა 2, რიჟამაძე 1, ბაირამიდი, გორგაძე, თ. რურუა, გეგენავა

მამ: ვარდიშვილი, გორჯოლაძე – ყველაშვილი 10, იაშვილი 6, შახულოვი 5, ჯავახიშვილი 3, დანელია 1, ე. ბერიკაშვილი, ველიჯანაშვილი, ჩუხატურიანი, ქობალია

მსაჯები: თ. კევლიშვილი-ნ.კევლიშვილი, ი. ჭკუასელი-გ.გველესიანი

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

ქარიშხალა–11—9—1—1–259-193–19

მამული——11—9—1—1–251-160–19

ფოთი——–11—6—2—3–169-167–14

წყალტუბო–11—6—0—5–144-165–12

სამტრედია–11—3—5—3–163-168–11

აჭარა———11—2—2—7–138-171—6

ყვარელი—–11—2—0—9–170-198—4

პეგასი——–11—1—1—9–144-216—3

10 მაისი
12:00 მამული – სამტრედია
13:00 აჭარა – ყვარელი
14:00 წყალტუბო – ქარიშხალა
15:00 პეგასი – ფოთი

11 მაისი
12:00 ფოთი – ქარიშხალა
13:00 მამული – წყალტუბო
14:00 სამტრედია – ყვარელი
15:00 აჭარა პეგასი

12 მაისი
12:00 სამტრედია – ქარიშხალა
13:00 ფოთი – ყვარელი
14:00 აჭარა – მამული
15:00 წყალტუბო – პეგასი

Leave a Reply