ახალგაზრდული ნაკრები ბაქოში მიემგზავრება

დღეს ბაქოში მიემგზავრება ორი ქართული გუნდი – ახალგაზრდული  ნაკრები და საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“. 9-11 მაისს ისინი ითამაშებენ პრეზიდენტ გეიდარ ალიევის თასზე, სადაც მათი მეტოქე ორი აზერბაიჯანული კლუბი იქნება.

ახალგაზრდული ნაკრები, გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით, ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 20-29 ივლისს გაიმართება მონტენეგროში. ბაქოში მიმავალ გუნდში 14 მოთამაშეა 6 სხვადასხვა კლუბიდან. 4-6 აპრილს, თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სწორედ ამ გუნდის ბირთვი წარმოადგენდა საქართველოს მეორე ნაკრებს, აზერბაიჯანში კი კიდევ ერთ საშეჯიბრო პრაქტიკას მიიღებს მნიშვნელოვანი  ოფიციალური ტურნირის წინ. 

თბილისის ტურნირთან შედარებით, 1998 წელში დაბადებულთა შემადგენლობას აკლია ტრავმირებული გოგავა, ეროვნული ნაკრებიდან  ემატება რუსტამოვი, ხოლო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება დაემატოს რამდენიმე ხელბურთელი ასაკით უმცროსი, ჭაბუკთა ნაკრებიდან. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელი, მერაბ მეტრეველი, ავადმოყოფობის გამო ბაქოში ვერ მიემგზავრება, რის გამოც, ალიევის თასზე გიორგი გვაზავასთან ერთად იმუშავებს გიორგი ხელისუფალი (ხკ სამტრედია).

რაც შეიძლება თვრამეტწლამდელებს, 2000 წელში დაბადებულთა გუნდს, მათ ევროპის ჩემპიონატი 10-19 აგვისტოს, თელავში აქვთ. ამ გუნდს ხელმძღვანელობს ტიტე კალანდაძე, ხოლო ახლახან სამწვრთნელო სტაფს დაემატა ეროვნული ნაკრების ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი. 

ხელბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანში (9-11 მაისი, 2018)

GK: სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი (იმედი თელავი)

LB: დავით ყორიაული (იმედი თელავი), ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი)

CB: გიგა ზარნაძე (პეგასი), გიგა ბაინაზიშვილი (იმედი თელავი)

RB: ლუკა ბულბულაშვილი (BSB ბათუმი), გიორგი ტიელიძე (გორი)

RW: გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), დავით ნიაზაშვილი (გორი)

P: გიორგი მიქავა (იმედი თელავი), ლევან კორსანტია (იმედი თელავი)

გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ხელისუფალი (მწვრთნელი)

გივი შარანგია (გუნდის უფროსი), ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. 11 გუნდი, პოდგორიცა, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

20 ივლისი. მონტენეგრო-საქართველო, 21 ივლისი. საქართველო-სლოვაკეთი

23 ივლისი. ლატვია-საქართველო, 24 ივლისი. თურქეთი-საქართველო

28 ივლისი, ნახევარფინალი. 29 ივლისი, ფინალი

ჩემპიონატი მაკედონიაში. 11 გუნდი, 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გადის ნახევარფინალში

20 Euro, სლოვენიაში. 16 გუნდი, 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი – B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი –  D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

Leave a Reply