gnhf-rrr

ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრიაში დამარცხდა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში  სამი ტურის შემდეგ 1 A და B ჯგუფებს 6-6 ქულით ლიდერობენ წინა სეზონის ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი და უნგრეთის ვესპრემი, ქალთა ხელბურთში კი დაიწყო ევრო 2018-ის შესარჩევი ტურნირი.

3 ტური. ვიდეომიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-10-01-rewind-episode-03

ტურში ორი ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება გაიმართა. გერმანიის ფლენზბურგმა რაზმუს ლაუგეს (11 გოლი) და ჰოლგერ გლანდორფის (8) ლიდერობით 33-29 დაამარცხა შარშანდელი ფინალისტი პარი სენ-ჟერმენი, ხოლო ნანტმა, ახალი ლიდერის, 37 წლის კირილ ლაზაროვის 6 გოლით შინ ფრეს მიაღწია გერმანიის ჩემპიონ რაინ-ნეკართან, 26-26.

ამ კვირაში მეოთხე ტურია და ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპს იწყებენ ქალთა გუნდებიც. ქალებმა წინა კვირაში ევრო 2018-ის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტური ითამაშეს სანაკრებო დონეზე. დაფიქსირდა ორი სენსაცია: ლიტვა სტუმრად ფრედ ეთამაშა გერმანიას (26-26), ხოლო ავსტრიამ შინ 27-25 მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონ რუსეთს. ევრო 2018-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშობდა. ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული კოსოვო პირველ 2 ტურში დამარცხდა უნგრეთთან (12-37) და მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონ ჰოლანდიასთან (12-40). შესრჩევი ტურნირი 2018 წლის მარტში გაგრძელდება და ივნისში გამოვლინდება 15 ფინალისტი. ევროპის ჩემპიოანტის მეთექვსმეტე მონაწილე მასპინძელი, საფრანგეთია. 

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი.

მესამე ტური, 27 სექტემბერი – 1 ოქტომბერი

A ჯგუფი: ვარდარი 6, ბარსელონა 5, სეგედი 4, რაინ-ნეკარი 4, ნანტი 3, კრისტიანსტადი 1, ზაგრები 1, ვისლა 0

ნანტი (საფ) – რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) 26-26

ლაგარდი 6, კ. ლაზაროვი 6 – შმიდი 8

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ზაგრები (ხორ) 28-21

ბოროზანი, მაკედა 4 – მანდალინიჩი 9

სეგედი (უნგ) – კრისტიანსტადი (შვდ) 36-27

ბოდო 7, ბანჰიდი 6 – ჰალენი 7

ვისლა პლოცკი (პოლ) – ბარსელონა (ესპ) 30-27

დუარტე, გიონეა 4 – ჟალუზი 6, მემი, რივერა 4

B ჯგუფი: ვესპრემი 6, ფლენზბურგი 4, პსჟ 4, კელცე 2, ოლბორგი 2, მეშკოვ ბრესტი 2, ცელიე 2, კილი 2

კილი (გერ) – ოლბორგი (დან) 27-26

ზარაბეცი 5, დისინგერი, ვუინი 4 – პ.ლარსენი 7

მეშკოვ ბრესტი (ბლრ) – ვესპრემი (უნგ) 26-29

ჯორჯიჩ 7 იგროპულო 6 – ლეკაი 8, ილიჩი 5

ფლენზბურგი (გერ) – პარი სენ-ჟერმენი (საფ) 33-29

ლაუგე 11, გლანდორფი 8, სვანი 6 – გენსჰაიმერი 9, საგოსენი 6, მ. ჰანსენი 6

ცელიე (სლნ)  – კელცე (პოლ) 31-27

მარგუცი 7, დ. დუიშებაევი 5 – ჯუკიჩი 6, აგინაგალდე, ა დუიშებაევი, შტრლეკი 4

AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ველენიე 6, სკიერნი 4, შაფჰაუზენი 2, ლეონი 2, ელვერუმი 2, დინამო ბუკურეშტი 2

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – შაფჰაუზენი (შვც) 29-28

ლეონი (ესპ) – ელვერუმი (ნორ) 26-30

ველენიე (სლნ) – სკიერნი (დან) 31-29

D ჯგუფი: მონპელიე 6, მოტორი 4, ბეშიქთაში 4, სპორტინგი 2, მეტალურგი 2, ჩეხოვსკიე მედვედი 0

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – ბეშიქთაში (თურ) 27-29

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – სპორტინგი (პორ) 28-27

მონპელიე (საფ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 28-20 (პორტი 6 – პაჩკოვსკი 6)

CD: 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2

4 ტური: 4-8 ოქტომბერი

ხელბურთი. ევრო 2018 (საფრანგეთში). შესარჩევი ტურნირი

1 ჯგუფი: ნორვეგია 4 ქულა, ხორვატია 2, უკრაინა 2, შვეიცარია 0

2 ჯგუფი: პოლონეთი 4, მონტენეგრო 4, სლოვაკეთი 0, იტალია 0

3 ჯგუფი: შვედეთი 4, სერბეთი 4, მაკედონია 0, ფარერები 0

4 ჯგუფი: რუმინეთი 4, რუსეთი 2, ავსტრია 2, პორტუგალია 0

5 ჯგუფი: დანია 4, ჩეხეთი 3, სლოვენია 1, ისლანდია 0

6 ჯგუფი: ესპანეთი 4, გერმანია 3, ლიტვა 1, თურქეთი 0

7 ჯგუფი: ჰოლანდია 4, უნგრეთი 4, ბელარუსი 0, კოსოვო 0

ფინალში გადის ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე

Leave a Reply