ხელბურთის დღეები ბათუმში, თბილისში და თელავში

ევროპის ხელბურთის ფედერაცია სექტემბრის ბოლოს ტრადიციულად მართავს ევროპის სახელბურთო დღეებს. ამასთან დაკავშირებით, ბავშვთა სახელბურთო ფესტივალები მოეწყო ბათუმსა და თბილისში. 

ბათუმში აჭარისა და ფოთის 10 საჯარო სკოლის გუნდები შეიკრიბნენ და ქვიშის ხელბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ხოლო თბილისში სასკოლო ხელბურთის ფესტივალს სპორტკომპლექსმა არენას დარბაზმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 8 გუნდი: 59, 62, 80, 120, 140, 141, 173 და 175 საჯარო სკოლებისა. ამ სკოლების სპორტის მასწავლებლები მონაწილეობენ ხელბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში.

სასკოლო ხელბურთის მორიგი ფესტივალი თელავში გაიმართება.

Leave a Reply