gnhf-rrr

ოთხეული გარკვეული და დასაწყვილებელია  

საქართველოს ჩემპიონატზე ქალთა შორის ქარიშხალამ დაამარცხა ფოთს ოქროს ვერძი 38-24, პეგასმა მოუგო აჭარას 36-27, ყვარელმა – სამტრედიას 30-24, მამულმა – წყალტუბოს 30-25. ყვარელმა, ქარიშხალამ, სამტრედიამ და ფოთმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.

ხვალ, 12 საათიდან არენაში 4 მატჩია, რის შემდეგაც საბოლოოდ განაწილდება ადგილები და შედგება ნახევარფინალური წყვილები.  ნახევარფინალი 22 მაისსაა, ფინალი – 23 მაისს.  

დღის პირველივე მატჩში ქვეყნის ჩემპიონმა ქარიშხალამ მოულოდნელად იოლად დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი. თბილისელები თავიდანვე 12-2 დაწინაურდნენ და საქმე ბოლომდე მიიყვანეს, 38-24. პირველი გამარჯვება მოიპოვა მამულმა, რომელმაც დაამარცხა წყალტუბო, 30-26.  ყვარელმა 30-24 აჯობა სამტრედიას, მეექვსე მატჩი მოიგო და რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა.

ბოლო მატჩის წინ ცნობილი იყო ნახევარფინალის 2 მონაწილე, ყვარელი და ქარიშხალა. აჭარას მოგება სჭირდებოდა პეგასთან, რათა შანსები დაეტოვებინა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერს გადაწყვეტდა ბოლო ტური – ვინ დარჩებოდა ზედმეტი ფოთი-სამტრედია-აჭარის სამეულიდან.

პირველი ტაიმი პეგასმა ერთი ბურთით, 17-16 მოიგო, მეორის დასაწყისში კი მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო აჭარელმა კომახიძემ, რის შემდეგაც თბილისელების უპირატესობა გამოიკვეთა. პეგასმა 36-27 გაიმარჯვა, ფოთსა და სამტრედიას ფინალურ ოთხეულში გასვლა გაუნაღდა და თავად მეხუთე ადგილზე გადავიდა აჭარასთან პირადი მოგების წყალობით.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 10 აპრილი

ფოთი – ქარიშხალა 24-38

ფოთ: ჯავახია, ფიფია – ჯგერენაია 13, გოგია 6, ბჟალავა 2, სურგულაძე 1, კობახია 1, ნ. რურუა 1, კუპრიევა, ბაირამიდი, თ. რურუა

ქარ: არაბაჯევი – ა. ჩხაიძე 13, ქ. ცინცაძე 8, მ. ცინცაძე 6, ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 5, ციცქიშვილი 1, კირვალიძე, ბიძინაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი

მამული – წყალტუბო 30-25

მამ: გორჯოლაძე – შახულოვი 9, იაშვილი 7, ველიჯანაშვილი 5, ჩუხატურიანი 4, ქობალია 3,  მურჯიკნელი 2, ბერიკაშვილი

წყ: ჩავჩიძე – დარსაველიძე 9, ლაღაძე 5, კეკუტია 5, ხეცურიანი 4, ფანცხავა 1, ბენდელიანი 1

სამტრედია – ყვარელი 24-30

სამ: კოპალეიშვილი – ბურკაძე 12, ესაკია 5, ტყეშელაშვილი 2, რუსია 2, ფოცხვერია 1, კარტოზია 1, ცირეკიძე 1, ჩოგოვაძე, ჩხაიძე

ყვ: ამონაშვილი – თეთრაშვილი 8, ქიტესაშვილი 6, ფუღიაშვილი 5, მიხელიძე 5, სურამლიშვილი 4, ტეტოშვილი  2, სმოიანი, თავღორიშვილი, აფციაური

აჭარა – პეგასი 27-36

აჭ: ქარჩავა – ქამაშიძე 11, კომახიძე 6, დვალიშვილი 6, ცივნარიძე 4, აიოზბა, კოჩალიძე

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი – ჩხაიძე 12, კორძაია 9, საბაშვილი 5, სვანიძე 5, ნეფარიძე 3, ქებაძე 1, ლუკავა 1, პაპუაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი

10 აპრ.         გატ-გაშ  
ყვარელი 6     6   0   0 232-184 12  
ქარიშხალა 6     5   0   1 246-186 10  
სამტრედია 6     4   0   2 145-124 8  
ფოთი 6     4   0   2 139-119 8  
პეგასი 6     2   0   4 190-207 4  
აჭარა 6     2   0   4 141-152 4  
მამული 6     1   0   5 173-226 2  
წყალტუბო 6     0   0   6 118-186 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 11 აპრილი

12:00 სამტრედია – ქარიშხალა

13:30 ფოთი – ყვარელი

15:00 აჭარა – მამული

16:30 წყალტუბო – პეგასი

ფინალური ოთხეული: 22-23 მაისი

Leave a Reply