ოთხეულის ერთი წევრი ცნობილია

საქართველოს ჩემპიონატზე ქალთა შორის მორიგი 4 მატჩი გაიმართა. ლიდერმა, ყვარელმა 34-31 მოუგო აჭარას, ფოთმა დაამარცხა პეგასი 28-19, სამტრედიამ – მამული 35-23, ქარიშხალამ – წყალტუბო 47-20. 

სათამაშოა კიდევ 2 ტური. ყვარელმა  მეხუთე მოგებით ფინალურ ოთხეულში გავლა გაინაღდა. ლიდერს კვალში უდგანან ქარიშხალა, ფოთი და სამტრედია 8-8 ქულით. ოთხეულში მოხვედრის შანსი დარჩა აჭარის გუნდსაც, ოღონდ ორივე დარჩენილი მატჩი მოსაგები აქვს და მეტოქეების შედეგზეცაა დამოკიდებული.

აჭარამ დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ყვარელს მინიმუმამდე შეუმცირა სხვაობა (31-32), მაგრამ მაინც დამარცხდა. შანსები დაკარგა პეგასმა. თბილისელები პირველ ტაიმში წინააღმდეგბას უწევდნენ ფოთის ოქროს ვერძს (8-12), მაგრამ გოგონათ ნაკრების სამმა მოთამაშემ (ჯგერენაია, გოგია, ბჟალავა) ჯამში 26 გოლი გაიტანა და ფოთმა 28-19 მოიგო.  

ხვალ, 12 საათიდან არენაში ითამაშებენ: ფოთი – ქარიშხალა, მამული – წყალტუბო, სამტრედია – ყვარელი, აჭარა – პეგასი. რეგულარული სეზონი 11 აპრილს დასრულდება.  ნახევარფინალი 22 მაისსაა, ფინალი – 23 მაისს.  

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 9 აპრილი

მამული – სამტრედია 23-35

მამ: გორჯოლაძე – შახულოვი 8, ბერიკაშვილი 5, იაშვილი 3, ქობალია 3,  ველიჯანაშვილი 3, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი – რუსია 10, ბურკაძე 9, ესაკია 5, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 3, ცირეკიძე 3, ჩოგოვაძე 1, კარტოზია, ჩხაიძე

აჭარა – ყვარელი 31-34

აჭ: ქარჩავა – დვალიშვილი 10, ქამაშიძე 8, აიოზბა 6, კომახიძე 3, ცივნარიძე 2, კოჩალიძე 2 , საფარიძე

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 13, თეთრაშვილი 11, სურამლიშვილი 5, მ. ტეტოშვილი  3, ფუღიაშვილი 1, სმოიანი 1, თავღორიშვილი, აფციაური, იოსებაშვილი, კოკორაშვილი, მიხელიძე

წყალტუბო – ქარიშხალა 20-47

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე – კეკუტია 5, ლაღაძე 5, ფანცხავა 4, ხეცურიანი 2, ჯიშკარიანი 2, დარსაველიძე 2, ბენდელიანი

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი – ა. ჩხაიძე 15, მ. ცინცაძე 11, ხმელაძე 8, ი. ჩხაიძე 8, ქ. ცინცაძე 3, ბიძინაშვილი 1, კაკაბაძე 1, ციცქიშვილი, შერგელაშვილი, კირვალიძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი, რაზმაძე, ქარჩავა

პეგასი – ფოთი 19-28

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ჩხაიძე 8, ქებაძე 3, სვანიძე 3, კორძაია 2, საბაშვილი 2, ნეფარიძე 1, ლუკავა, დადვანი, პაპუაშვილი

ფოთ: ჯავახია, ფიფია – ჯგერენაია 13, გოგია 7, ბჟალავა 6, სურგულაძე 1, ნ. რურუა 1, კობახია, კუპრიევა, თ. რურუა, ბაირამიდი

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი

9 აპრ.         გატ-გაშ  
ყვარელი 5     5   0   0 202-160 10  
ქარიშხალა 5     4   0   1 208-162 8  
ფოთი 5     4   0   1 115-81 8  
სამტრედია 5     4   0   1 121-94 8  
აჭარა 5     2   0   3 114-116 4  
პეგასი 5     1   0   4 154-180 2  
მამული 5     0   0   5 143-200 0  
წყალტუბო 5     0   0   5 92-156 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 10 აპრილი

12:00 ფოთი – ქარიშხალა

13:30 მამული – წყალტუბო

15:00 სამტრედია – ყვარელი

16:30 აჭარა – პეგასი

11 აპრილი

12:00 სამტრედია – ქარიშხალა

13:30 ფოთი – ყვარელი

15:00 აჭარა – მამული

16:30 წყალტუბო – პეგასი

ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი

Leave a Reply