ოთხეულის ერთი წევრი ცნობილია
საქართველოს ჩემპიონატზე ქალთა შორის მორიგი 4 მატჩი გაიმართა. ლიდერმა, ყვარელმა 34-31 მოუგო აჭარას, ფოთმა დაამარცხა პეგასი 28-19, სამტრედიამ – მამული 35-23, ქარიშხალამ – წყალტუბო 47-20.
სათამაშოა კიდევ 2 ტური. ყვარელმა მეხუთე მოგებით ფინალურ ოთხეულში გავლა გაინაღდა. ლიდერს კვალში უდგანან ქარიშხალა, ფოთი და სამტრედია 8-8 ქულით. ოთხეულში მოხვედრის შანსი დარჩა აჭარის გუნდსაც, ოღონდ ორივე დარჩენილი მატჩი მოსაგები აქვს და მეტოქეების შედეგზეცაა დამოკიდებული.
აჭარამ დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ყვარელს მინიმუმამდე შეუმცირა სხვაობა (31-32), მაგრამ მაინც დამარცხდა. შანსები დაკარგა პეგასმა. თბილისელები პირველ ტაიმში წინააღმდეგბას უწევდნენ ფოთის ოქროს ვერძს (8-12), მაგრამ გოგონათ ნაკრების სამმა მოთამაშემ (ჯგერენაია, გოგია, ბჟალავა) ჯამში 26 გოლი გაიტანა და ფოთმა 28-19 მოიგო.
ხვალ, 12 საათიდან არენაში ითამაშებენ: ფოთი – ქარიშხალა, მამული – წყალტუბო, სამტრედია – ყვარელი, აჭარა – პეგასი. რეგულარული სეზონი 11 აპრილს დასრულდება. ნახევარფინალი 22 მაისსაა, ფინალი – 23 მაისს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 9 აპრილი
მამული – სამტრედია 23-35
მამ: გორჯოლაძე – შახულოვი 8, ბერიკაშვილი 5, იაშვილი 3, ქობალია 3, ველიჯანაშვილი 3, ჩუხატურიანი 1, მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე
სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი – რუსია 10, ბურკაძე 9, ესაკია 5, ფოცხვერია 4, ტყეშელაშვილი 3, ცირეკიძე 3, ჩოგოვაძე 1, კარტოზია, ჩხაიძე
აჭარა – ყვარელი 31-34
აჭ: ქარჩავა – დვალიშვილი 10, ქამაშიძე 8, აიოზბა 6, კომახიძე 3, ცივნარიძე 2, კოჩალიძე 2 , საფარიძე
ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 13, თეთრაშვილი 11, სურამლიშვილი 5, მ. ტეტოშვილი 3, ფუღიაშვილი 1, სმოიანი 1, თავღორიშვილი, აფციაური, იოსებაშვილი, კოკორაშვილი, მიხელიძე
წყალტუბო – ქარიშხალა 20-47
წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე – კეკუტია 5, ლაღაძე 5, ფანცხავა 4, ხეცურიანი 2, ჯიშკარიანი 2, დარსაველიძე 2, ბენდელიანი
ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი – ა. ჩხაიძე 15, მ. ცინცაძე 11, ხმელაძე 8, ი. ჩხაიძე 8, ქ. ცინცაძე 3, ბიძინაშვილი 1, კაკაბაძე 1, ციცქიშვილი, შერგელაშვილი, კირვალიძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი, რაზმაძე, ქარჩავა
პეგასი – ფოთი 19-28
პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ჩხაიძე 8, ქებაძე 3, სვანიძე 3, კორძაია 2, საბაშვილი 2, ნეფარიძე 1, ლუკავა, დადვანი, პაპუაშვილი
ფოთ: ჯავახია, ფიფია – ჯგერენაია 13, გოგია 7, ბჟალავა 6, სურგულაძე 1, ნ. რურუა 1, კობახია, კუპრიევა, თ. რურუა, ბაირამიდი
მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი
9 აპრ. | თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | |||||||||||
ყვარელი | 5 | 5 | 0 | 0 | 202-160 | 10 | |||||||||||
ქარიშხალა | 5 | 4 | 0 | 1 | 208-162 | 8 | |||||||||||
ფოთი | 5 | 4 | 0 | 1 | 115-81 | 8 | |||||||||||
სამტრედია | 5 | 4 | 0 | 1 | 121-94 | 8 | |||||||||||
აჭარა | 5 | 2 | 0 | 3 | 114-116 | 4 | |||||||||||
პეგასი | 5 | 1 | 0 | 4 | 154-180 | 2 | |||||||||||
მამული | 5 | 0 | 0 | 5 | 143-200 | 0 | |||||||||||
წყალტუბო | 5 | 0 | 0 | 5 | 92-156 | 0 |
10 აპრილი
12:00 ფოთი – ქარიშხალა
13:30 მამული – წყალტუბო
15:00 სამტრედია – ყვარელი
16:30 აჭარა – პეგასი
11 აპრილი
12:00 სამტრედია – ქარიშხალა
13:30 ფოთი – ყვარელი
15:00 აჭარა – მამული
16:30 წყალტუბო – პეგასი
ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი