ნახევარფინალში ბელგიას ვეთამაშებით

IHF/EHF ქალთა თასის ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა იოლად დაამარცხა ალბანეთი 44-6, ფარერის კუნძულებმა მოუგო ბელგიას – 21-14, ლატვიამ – კვიპროსს, 31-17, ესტონეთმა – სომხეთს, 38-9. შაბათს, ნახევარფინალში, 18 საათზე ითამაშებენ საქართველო და ბელგია, 20 საათზე კი – ფარერები-ლატვია.

 

ჯგუფისაქართველო-ალბანეთი 44-6

საქ: ვარდიშვილი, ჯავახია, ჩაჩუა – ქიტესაშვილი 15, ღვალაძე 11, გადელია 6, ჯავახაძე 3, ჩირგაძე 3, კუნელაშვილი 2, ბერიძე 2, ყველაშვილი 1, ვენეცკი 1 (ჩოხელი, ჩოგოვაძე)

ალბ: ჰ. ზაიმი – ალიაი 2, გოჟდარი 2, კონინი 1, ზავაიანი 1, მუჟა, დელია, ბეჩო, ს. ზაიმი

მსაჯები: ჰესე, მარტინი (უნგ), დელეგატი: ასგაროვი (აზე), ზედამხედველი: ფეგირი (უკრ)

საქართველოს ნაკრებმა კარგად ივარჯიშა ნახევარფინალის წინ, მწვრთნელმა ჩოგოვაძე და ჩოხელიც დაასვენა და ათამაშა ყველა, მათ შორის – ჯავახია და გადელია, რომლებსაც ტრავმის გამო აქამდე ზოგავდა. ორმა მოთამაშემ, თინა ქიტესაშვილმა (მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი) და ქრისტინე ღვალაძემ ათგოლიანი ზღვარი გადალახა, ხოლო ალბანეთმა ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა ამ ტურნირზე. მათ შორის საუკეთესოდ აღიარეს ენჯი ალიაი.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?list=PLG-zNXHlZvUNJ-Yz2j_LeL7nVcYtXJkkT&v=alAeH3vOFbc

ჯგუფი. კვიპროსი – ლატვია 17-31

მესამე დღის პირველ მატჩში ლატვიის გუნდმა 31-17 დაამარცხა კვიპროსი, A ჯგუფში საქართველოს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა. თავის მხრივ, კვიპროსსაც შეეძლო ამ მატჩის მოგებით მეორე ადგილზე გასვლა, და 22-ე წუთისთვის სულ 2 ბურთით აგებდა, მაგრამ ლატვიამ მალე გაზარდა სხვაობა, ტაიმი 15-9 მოიგო და უპრობლემოდ მიიყვანა თამაში ბოლომდე.

ლატვიელთა გუნდში ისევ გამოირჩეოდა სიმონა არმანეს (11 გოლი) და დინია პურვინას (10) წყვილი. მათ შორის საუკეთესოდ ამჯერად არმანე დასახელდა, ხოლო კვიპროსში ჯილდო მიიღო მალვინა ელიამ (7).

მალვინა ელია, კვიპროსი: – ჩვენ კარგად ვითამაშეთ. უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით. გვინდოდა დავწეოდით მეტოქეს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დიდი სურვილი მაქვს, რომ სხვა თამაშებში უკეთ ვითამაშოთ და გამოვავლინოთ ჩვენი თავი.

სიმონა არმანე, ლატვია: – შესანიშნავი თამაში იყო, იმიტომ რომ ჩვენ მოვიგეთ! ჩვენი მწვრთნელი გახარებულია რადგან ბოლომდე დავიხარჯეთ. ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ და შევასრულეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეგვიძლია. შაბათს ძალიან რთული თამაში გველის და ჩვენ სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. ჩემს გუნდს სურს გამარჯვება, დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში და გამოჩნდება, რა შეგვიძლია.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-10-03CypLat.pdf

ჯგუფი. ესტონეთი-სომხეთი 38-9

ესტონეთს ერთადერთი ამოცანა ჰქონდა – მაქსიმალური სხვაობით დაემარცხებინა მეტოქე და შემდეგ დალოდებოდა ბელგიის წაგებას ფარერებთან, რაც შეიძლება მეტით.

ესტონეთმა 28 ბურთით მოიგო, ალინა მოლკოვამ თბილისის ტურნირის რეკორდი დაამყარა 16 გატანილი გოლით, მაგრამ ბალტიისპირელები მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდნენ ნახევარფინალში, თუ ბელგია 17 გოლით წააგებდა ფარერებთან.

ალინა, მოლკოვა, ესტონეთი: – ჯამში მატჩი ძნელი არ იყო, მაგრამ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და ეს ვერ შევძელით. ახლა ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ ფარერები ბელგიას ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დაამარცხებს.

დიანა სარგსიანი, სომხეთი: – ამაზე ბევრად უკეთესი თამაშები გვქონია, მაგრად დღევანდელზე ვერ ვიტყვი, რომ კარგი მატჩი გვქონდა. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ გვაკლდა რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე. ვარჯიშებზე ბევრი ვიშრობეთ, მაგრამ შესაბამისი თამაში ვერ ვაჩვენებთ, ამიტომაც მომდევნო მატჩების იმედზე ვართ.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-10-03EstArm.pdf

ჯგუფი. ფარერები – ბელგია 21-14

პირველ ტაიმში ბელგიამ სერიოზული წინააღმდეგობა გასწია და სულ 2 ბურთით წააგო, 7-9. მოგების შემთხვევაში ბელგიელებს თავად შეეძლოთ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში კუნძულელებმა ხუთბურთიანი გაქცევა მოაწყვეს და 14-7 დაწინაურდნენ.

თუმცა, ესტონელთა იმედებს ასრულება არ ეწერა – მაქსიმალური სხვაობა სულ რვა ბურთი იყო, როცა მათ 17 სჭირდებოდათ. ესტონეთი ბრძოლას მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის განაგრძობს.

კამილ ტილკინი, ბელგიის საუკეთესო მოთამაშე: – ძალიან ცუდი თამაში გვქონდა. ყველაზე ცუდი. მძიმე ნახევარფინალი გვექნება საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ვფიქრობ, მოვიგებთ.

ანიკა ფრიზჰაიმ-პეტერსენი, ფარერების საუკეთესო მოთამაშე: – წინა ორისგან განსხვავებული მატჩი იყო. ბელგია ჩვენი დონის გუნდია. დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჯამში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. მემგონი, ჩენ მოვიგებთ ნახევარფინალსაც და, ჩემი აზრით, ფინალში საქართველოს შევხვდებით.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-10-03FarBel.pdf

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/

A ჯგუფი: საქართველო 6 ქულა (+67), ლატვია 4 (+55) – კვიპროსი 2 (+1), ალბანეთი 0 (-123)

8 მარტი. ლატვია-ალბანეთი 48-1, კვიპროსი-საქართველო 10-33

9 მარტი. ალბანეთი-კვიპროსი 3-41, საქართველო-ლატვია 31-25

10 მარტი. კვიპროსი-ლატვია 17-31, საქართველო-ალბანეთი 44-6

B ჯგუფი: ფარერები 6 (+54), ბელგია 3 (+29) – ესტონეთი 3 (+20), სომხეთი 0 (-103)

8 მარტი. ფარერები-ესტონეთი 26-17, ბელგია-სომხეთი 46-10

9 მარტი. სომხეთი-ფარერები 7-45, ესტონეთი-ბელგია 21-21

10 მარტი. ესტონეთი-სომხეთი 38-9, ფარერები-ბელგია 21-14

11 მარტი – დასვენების დღე

12 მარტი. ნახევარფინალი

14:00 კვიპროსი – სომხეთი (5-8 ადგილები)

16:00 ესტონეთი-ალბანეთი (5-8 ადგილები)

18:00 საქართველო-ბელგია

20:00 ფარერები-ლატვია

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 ადგილები

14:00 5-6 ადგილები

16:00 ბრინჯაოს ფინალი

18:00 მთავარი ფინალი

Leave a Reply