საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია

IHF/EHF ქალთა თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე დღე დასრულდა. A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ლატვია, 31-25 და პირველი ადგილი გაინაღდა. მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდება 10 მარტს, კვიპროს-ლატვიის მატჩში. B ჯგუფში ფრედ ითამაშეს ბელგიამ და ესტონეთმა, 21-21, რის შემდეგაც ფარერის კუნძულებმა ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა, ხოლო მეორე გუნდის ვინაობა ფარერები-ბელგიისა და ესტონეთ-სომხეთის მატჩების შემდეგ გაირკვევა.

 

ჯგუფისაქართველო-ლატვია 31-25

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა – ჩოგოვაძე 7, ყველაშვილი 6, ჩოხელი 5, ვენეცკი 4, გადელია 4, კუნელაშვილი 3, ქიტესაშვილი 2, ღვალაძე (ჯავახია, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე)

ლატ: მალცენიეცე, კოკინა – არმანე 10, პურვინა 9, იუგანე 2, გ. კაულაკანე 1, რუტკოვსკა 1, სკუდრა 1, ლაპსა 1, ზ. კაულაკანე, უმიაროვა, კრუმინია, დერგაჩევა, ვაიდე

მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ), დელეგატი: გოულაო (პორ), ზედამხედველი: მანჩადო (ესპ)

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა და 12-ე წუთზე სხვაობა 4 ბურთი გახდა, 10-6. კარგად დაიწყეს ჩოხელმა, ვენეცკიმ და ყველაშვილმა, მაგრამ ლატვია თავისი ლიდერის, სიმონა არმანეს წყალობით 21-ე წუთზე თითქმის დაეწია მეტოქეს, 10-11.

აქ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ გადაწყვიტა, პერსონალური დაცვა გამოეყენებინა არმანეს წინააღმდეგ, მას ჩოგოვაძე მიუჩინა და ამან გაამართლა. საქართველომ ტაიმი 16-12 მოიგო, ხოლო 37-ე წუთზე, გადელიამ შვიდმეტრიანიდან სხვაობა შვიდამდე აიყვანა – 21-14.

აქ ლატვიელთა შორის ლიდერობა იტვირთა დინია პურვინამ, სხვაობამ ნელ-ნელ იწყო შემცირება, ჩვენებს მცირე კრიზისი დაუდგათ შეტევაში და 53- წუთზე მხოლოდ სამბურთიანი უპირატესობა დაგვრჩა – 27-24.

მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჰყავდა თამარ ჩოგოვაძე, სულ 162 სმ სიმაღლის მარჯვენა ინსაიდი, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი თავისი 7 გოლით და ყველანაირი ქმედებით – საგოლე პასებით, ჩაჭრებით, გამომუშავებული შვიდმეტრიანებითა და მეტოქის გაძევებებით. საბოლოოდ საქართველომ 31-25 მოიგო და გაინაღდა პირველი ადგილი ჯგუფში. ლატვიელთა გუნდიდან გამოირჩნენ არმანე (10 გოლი), ხოლო საუკეთესო მოთამაშის პრიზი პურვინამ მიიღო.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=FgqHkoc6OIo

B ჯგუფიესტონეთი-ბელგია 21-21

ესტონეთი თამაშის უმეტესი ნაწილი წინ იყო და მაქსიმალურ უპირატესობას მიაღწია 22 წუთზე, 13-8. ბელგიამ პირველად 45 წუთზე გაათანაბრა, 17-17. დასრულებამდე წუთითა და 24 წამით ადრე ბელგიელთა საუკეთესო მოთამაშემ, დელფინე დეუსმა პირველად გაიყვანა წინ თავისიანები – 21-20. ამ ანგარიშით ბელგია ნახევარფინალში იყო, მაგრამ სირენამდე 32 წუთით ადრე ალინა მოლკოვამ გაათანაბრა, 21-21 და თავის გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი დაუტოვა. ესტონელთა შორის საუკეთესოს პრიზი მარიეტ მუნსტერმა მიიღო (7 გოლი).

ახლა ყველაფერი 10 მარტს, ფარერები-ბელგიისა და ესტონეთ-სომხეთს შორის მატჩების შემდეგ გაირკვევა. ფარერები ნახევარფინალშია, ბელგიასა და ესტონეთს შორის საუკეთესო კი, არაა გამორიცხული, ბურთების უკეთესი სხვაობით გადაწყდეს.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-09BelEst.pdf

B ჯგუფისომხეთი – ფარერები 7-45

სომხეთის ნაკრების ლიდერმა, შუშანიკ ესაიანმა პირველივე ტაიმში ტრავმის გამო მოედანი დატოვა და გუნდმა მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა. სომეხთა შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო მარიამ მურადიანმა, ხოლო ფარერელებს შორის გამოარჩიეს მარია ჰალსდოტირ ვაიჰე (8 გოლი), 11 ბურთი კი გაიტანა ბეინტა ბარდადოტირმა.

მარია ჰალსდოტირი, ფარერები: – კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ არა ხარისხით. შეიძლებოდა უკეთესადაც გვეთამაშა, ბევრი შეცდომა დავუშვით და დიდი ანგარიშის მიუხედავად, ჩვენი მწვრთნელი ნასიამოვნები არ დარჩა. ვეცდებით, ხვალ უკეთ ვითამაშოთ.

მარიამ მურადიანი, სომხეთი: – დაღონებული ვარ. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვიყავით და უკეთესი შედეგის ჩვენება გვინდოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენთვის მთავარი ამ ტურნირში მონაწილეობაა და არა გამარჯვება. ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს, გავითვალისწინებთ და მომავალში წარმატებასაც მივაღწევთ.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-09ArmFar.pdf

A ჯგუფიალბანეთი – კვიპროსი 3-41

კვიპროსის გუნდს ორი თამაშიდან 2 ქულა აქვს და ნახევარფინალში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. საუკეთესო ბომბარდირი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ხრისტალა იაკოვუ, რომელმაც 11 გოლიგაიტანა. ალბანეთის გუნდში საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო აილა გოჟდარიმ.

ხრისტალა იაკოვუ, კვიპროსი – ჩვენი გუნდი შეთანხმებულად მოქმედებდა. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით.

აილა გოჟდარი, ალბანეთი – თამაში მომეწონა, ძალიან გაგვიჭირდა გოლის გატანა, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ. მომავალს იმედიანად ვუყურებთ, ბევრს ვვარჯიშობთ და უკეთესად თამაში შეგვიძლია. ჯანი და ძალა არ გვაკლია, მაგრამ ვნერვიულობთ ხოლმე. ხვალ საქართველოს თან გვაქვს თამაში და ცოტათი გვეშინია, რადგან ძალიან გაგვიჭირდება გოლის გატანა.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-09AlbCyp.pdf

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/

A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი

8 მარტი. ლატვია-ალბანეთი 48-1, კვიპროსი-საქართველო 10-33

9 მარტი. ალბანეთი-კვიპროსი 3-41, საქართველო-ლატვია 31-23

საქართველო 4 ქულა (+29), ლატვია 2 (+41), კვიპროსი 2 (+15), ალბანეთი 0 (-85)

10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი: ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი

8 მარტი. ფარერები-ესტონეთი 26-17, ბელგია-სომხეთი 46-10

9 მარტი. სომხეთი-ფარერები 7-45, ესტონეთი-ბელგია 21-21

ფარერები 4 (+47), ბელგია 3 (+36), ესტონეთი 1 (-9), სომხეთი 0 (-74)

10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია

11 მარტი – დასვენების დღე

12 მარტი. ნახევარფინალი

14:00 3A-4B, 16:00 3B-4A

18:00 საქართველო-2B, 20:00 1B-2A

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 ადგილები

14:00 5-6 ადგილები

16:00 ბრინჯაოს ფინალი

18:00 მთავარი ფინალი

ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები

Leave a Reply