ნახევარფინალისტები ვადამდე გაირკვა

თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა – 23-25. პირველი ორი დღის შემდეგ ბოსნიის, რუმინეთის, ბელარუსისა და მონტენეგროს ნაკრებებმა 4-4 ქულა დააგროვეს და ნახევარფინალში ვადამდე გავიდნენ. საქართველო, ლატვია, ბელგია და ბელარუსი 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ. იქამდე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, 18 აგვისტოს, ლატვიას ვეთამაშებით.

17 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ჯგუფური ტურნირი ხუთშაბათს დასრულდება, ნახევარფინალი 20 აგვისტოსაა. პარალელურად, ლიტვასა და ბულგარეთში მიმდინარეობს ორი ანალოგიური შეჯიბრება, ხოლო ხორვატიაში 16 უძლიერესი გუნდი თამაშობს თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობისთვის. საქართველოს, ლიტვისა და ბულგარეთის ტურნირების თითო გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდება, ხორვატიაში 14-16 ადილებზე გასულთა ნაცვლად.

A ჯგუფი. საქართველო-რუმინეთი 23-35

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – ბულბულაშვილი 8, გოგავა 5, მიქავა 3, რუსტამოვი 3, ცხოვრებაძე 1, ბაინაზიშვილი 1, ხელაძე 1, ლაპიაშვილი 1, ბაჯალაძე, იობაშვილი, ყორიაული, ტიელიძე

რუმ: რუსუ, სტაიკუ – სკარლაცი 7, ანდრეი 7, კაბუცი 5, ბუზლე 4, ალექსანდრუ 3, კერეკი 3, ბროაშკა 2, მიჰაი 2, იონესკუ 1, ნიკულაი 1, დიაკონუ, მიკუ, შუშანუ, ტალმაჩუ

მსაჯები: როში, ლინსტერი (ლუქ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), კონოპლიასტი (უკრ)

საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთ ითამაშა რუმინეთთან, ვიდრე პირველი დღის მატჩში ბოსნიის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამარცხდა – 23-35.

ლუკა ბულბულაშვილისა და სანდრო ხანდოლიშვილის კარგი თამაშის წყალობით საქართველო 4-1 დაწინაურდა. სულ მატჩში, ბულბულაშვილმა მარჯვენა ინსაიდისა და გარემარბის პოზიციიდან 8 გოლი გაიტანა, ხოლო ხანდოლიშვილმა ხუთიდან 3 შვიდმეტრიანი მოგერია.

რუმინეთი წინ პირველად მე-17 წუთზე გავიდა წინ ალექსანდრუ ანდრეის დარტყმის შემდეგ, 9-8. სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა გადამწყვეტი: 16-23 წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 7 ბურთი გაუშვა და 8-7 შემდეგ 7-14 ჩამორჩა. ტაიმი რუმინეთმა 18-12 მოიგო, შესვენების შემდეგ კი სხვაობა გაზარდა. რუმინელთაგან საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჯორჯე სკარლატმა მიიღო – 7 გოლი, მასპინძელთგან – ბულბულაშვილმა,

A ჯგუფი. ბოსნია-ლატვია 36-27

ლატვია თავიდანვე ჩამორჩა მეტოქეს. ლატვიელების ლიდერმა გორბუნოვსმა კარში 25-ჯერ დაარტყა და 12 გოლი გაიტანა, მეკარე ელვის კუშნერსმა კი 10 მოგერიებული ბურთით საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. ბელგიელთა საუკეთესო ბომბარდირსაც 12 გოლი დაუგროვდა – ეს იყო გამთამაშებელი კემო ჰამზიჩი. ბოსნიამ ტაიმი 15-9 მოიგო და მეორეში სხვაობა ცხრამდე აიყვანა – 36-27.

B ჯგუფი. ბელარუსი-ბრიტანეთი 40-29

ბრიტანეთის გუნდი ცდილობს, თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს. მონტენეგროსთან წაგების შემდეგ (23-38), გუნდი ნაკლები სხვაობით დამარცხდა და მეტი გოლიც გაიტანა. საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო გამთამაშებელმა ქრის ვაითმა (5 გოლი), შუამარბმა ნეიტ გრინმა 12 მცდელობიდან 9 გოლი გაიტანა, ხოლო მეკარე კრეიგ მაკკლელანდმა 7 დარტყმა მოიგერია. ბელარუსმა ტაიმი 21-11 მოიგო და მეორეში თანაბარი თამაში წავიდა. გარემარბმა დმიტრი პატაშიცმა 7 დარტმიდან 6 გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, ყველაზე მეტი კი მიკალაი ალიოხინმა შეაგდო – 8.

B ჯგუფი. მონტენეგრო-ბელგია 27-19

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://ehf2016m18.ge/.

ხელბურთი. 18  ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო

15 აგვისტო: რუმინეთი-ლატვია 32-28, ბოსნია-საქართველო 32-19

16 აგვისტო: ლატვია-ბოსნია 27-36, საქართველო-რუმინეთი 23-35

18 აგვისტო: 14:00 რუმინეთი-ბოსნია, 18:00 ლატვია-საქართველო

B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი

15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23, ბელარუსი-ბელგია 39-24

16 აგვისტო: ბრიტანეთი-ბელარუსი 29-40, ბელგია-მონტენეგრო 19-27

18 აგვისტო: 16:00 ბელგია-ბრიტანეთი 20:00 ბელარუსი-მონტენეგრო

20 აგვისტო, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 – ნახევარფინალები

21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 – ფინალები

Leave a Reply