საქართველო ბოსნიასთან დამარცხდა

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 19-32 წააგო მატჩი ახალ სპორტის სასახლეში ბოსნიასთან, ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში. სამშაბათს შეჯიბრების მასპინძელი 18 საათზე რუმინეთს ეთამაშება. 

ქართველებმა ერთადერთხელ, მატჩის დასაწყისში გაათანაბრეს ანგარიში (1-1), შემდეგ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია მეკარე ხანდოლიშვილმა და კარგა ხანს მხოლოდ ერთი ბურთით, 1-2 ვაგებდით,  მაგრამ ამის შემდეგ ბოსნიამ სწრაფად დაიწყო უპირატესობის ზრდა, მასპინძლების მიერ დაშვებული შეცდომების რიცხვმა კი ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააცილა – 2-10, პირველი ტაიმის შუაში და 5-14 შესვენებაზე.

მეორე ტაიმის შუაში სხვაობა უკვე 15 ბურთი იყო (23-8) და მასპინძლებმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს გოლების რეგულარულად გატანა. საბოლოოდ, 19-32. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მეკარე ხანდოლიშვილი, ხოლო ბოსნიის გუნდში – ფილიპ ზელიჩი.

A ჯგუფი. ბოსნია-საქართველო 32-19

ბოს: გრბავაცი, ჰაშიჩი – კარანოვიჩი 6, სივიჩი 6, ზელიჩი 4, გრგიჩი 3, ჰამზიჩი 3, ჰასელიჩი 3, იოზინოვიჩი 3, კრეშო 2, პრიმორაცი 2, ბულინა

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – მიქავა 4, რუსტამოვი 4, ბაჯალაძე 3, ცხოვრებაძე 3, გოგავა 1, იობაშვილი 1, ყორიაული 1, ლაპიაშვილი 1, ზარნაძე 1, ბაინაზიშვილი, ბულბულაშვილი,  ხელაძე, ტიელიძე

მსაჯები: სხოლსი, ზუილენი (ჰოლ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), სიცი (ესტ)

A ჯგუფი. რუმინეთი-ლატვია 32-28

რუმინეთი მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო მოუხედავად იმისა, რომ ლატვიელთა საუკეთესო მოთამაშემ, რაივის გორბუნოვსმა 15 მცდელობიდან 12 გოლი გაიტანა, რუმინეთს ამაზე ყოველთვის მოეპოვებოდა კონტრარგუმენტი და გუნდურ თამაშშიც უკეთესი იყო. რუმინელთა შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი იონუც ბროასკამ მიიღო (6 გოლი), მასზე მეტი კი კალინ კაბუცმა გაიტანა – 7. 

რაივის გორბუნოვსი, ლატვია: – შეტევაში ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა, პრობლემები გვქონდა დაცვაში. ცენტრიდან ძალიან ბევრი გოლი მივიღეთ. რუმინეთის ნაკრებში ძალიან მომეწონა გარემარბები.  

B ჯგუფი. მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23

B ჯგუფის პირველ მატჩში მონტენეგრომ 38-23 მოუგო დიდ ბრიტანეთს.  მონტენეგრო ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მის რიგებში კი დღეს 13 მოთამაშემ გაიტანა გოლი. ყველაზე მეტი, 5 შეაგდო ბრანკო ვუიოვიჩმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბრიტანელთაგან ჯილდო მიიღო კლაუს ფურმანმა  (3). მონტენეგრომ 19-9 მოიგო პირველი ტაიმი, მეორეში კი მშვიდად გაზარდა სხვაობა 15-მდე – 38-23. 

ბელარუსი-ბელგია 39-24

ხვალ შეჯიბრებაზე მეორე დღეა. საქართველოს ნაკრები 18 საათზე რუმინეთს ეთამაშება. ორ-ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ფინალები კვირას, 21 აგვისტოსაა. 17 და 19 აგვისტო დასვენების დღეებია. ტურნირის გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის ითმაშებს.

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე:  http://ehf2016m18.ge/.

ხელბურთი. 18  ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო

15 აგვისტო: რუმინეთი-ლატვია 32-28, ბოსნია-საქართველო 32-19

16 აგვისტო: 14:00 ლატვია-ბოსნია, 18:00 საქართველო-რუმინეთი

18 აგვისტო: 14:00 რუმინეთი-ბოსნია, 18:00 ლატვია-საქართველო

B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი

15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23, ბელარუსი-ბელგია 39-24

16 აგვისტო: 16:00 ბრიტანეთი-ბელარუსი 20:00 ბელგია-მონტენეგრო

18 აგვისტო: 16:00 ბელგია-ბრიტანეთი  20:00 ბელარუსი-მონტენეგრო

20 აგვისტო, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 – ნახევარფინალები

21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 – ფინალები

Leave a Reply