ukr

მორიგი მეტოქეა ფარერის კუნძულები

საქართველოს გოგონათა ნაკრები ჯგუფური ტურნირის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მე-5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ფარერის კუნძულების ნაკრები იქნება. 

მესამე სათამაშო დღეს ჩვენი გუნდი 15-32 დამარცხდა ჯგუფის გამარჯვებულ შვეიცარიასთან. თამაში არაფერს წყვეტდა – შვეიცარიას განაღდებული ჰქონდა ნახევარფინალი, ჩვენებმა იგივე შანსი ორი ტურის შემდეგ დაკარგეს. ჩვენმა ნაკრებმა თამაში მეორე შემადგენლობით დაიწყო, გუნდის ლიდერს, ჯგერენაიას კი ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია.

ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა. თანაბარი დასაწყისის შემდეგ შვეიცარიამ 14-6 მოიგო პირველი ტაიმი, მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მეკარე ჩავჩიძემ მიიღო, 6 გოლი გავიტანეთ გარემარბის, 2 კი ხაზის მოთამაშის პოზიციიდან და შვიდიდან 4 გაუტანელი შვიდმეტრიანი რომ არა,  2 წლით უფროს შვეიცარიასთან ანგარიში ბევრად უკეთესი იქნებოდა.

ჩვენი ნაკრები ძირითდად 2002 წელში დაბადებული ხელბურთელებისგან შედგება და ეს შეჯიბრება განიხილება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატისთვის გენერალურ რეპეტიციად. თბილისში, 3-11 აგვისტოს ჯგუფში მეტოქეებად გვყავს ფინეთი, ლიტვა, ლატვია და შვეიცარია და თანატოლებთან ბრძოლაში ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია.

ჩვენს ჯგუფში ლიეტუვის ნაკრებმა 24-21 დაამარცხა მაკედონია და მთავარი ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ხვალ კლაიპედაში დასვენების დღეა, შაბათ კვირას კი – პლეიოფის ეტაპი.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019  ქალები 19 წ

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

17 ივლისი. შვეიცარია – საქართველო 32-15

შვც: რიდლი, ლიგი, აბტი – ჩამპერი 8, შტეჰელინი 7, ჰესი 4, ა. შტაინერი 4, კერი 3, ოიგსტერი 2, ბეხიტგერი 1, ჰაასი 1, მუფი 1,  ნ. შტაინერი 1, კნეხტი, მიულერი, როთი

საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – გოგია 3, ჯგერენაია 3, ე. ჩხაიძე 2, ა.  ჩხაიძე 2, გაგნიძე 2, დვალიშვილი 2, ბურკაძე 1, კორძაია, კომახიძე, საბაშვილი, ქებაძე, იაშვილი, ქ. ცინცაძე, ბჟალავა

მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს), დელეგატები: დილმენი (თურ),  მარეიროსი (პორ)

B ჯგუფი: შვეიცარია 6, ლიეტუვა 4 – მაკედონია 2, საქართველო 0

18 ივლისი. ლიეტუვა – მაკედონია 24-21

16 ივლისი.  შვეიცარია – მაკედონია 34-22, ლიტვა – საქართველო 21-15

15 ივლისი. შვეიცარია – ლიტვა 31-21, საქართველო – მაკედონია 15-29

ჯგუფი: ჩეხეთი 6, თურქეთი 4 –  ფარერები 2, კოსოვო 0

18 ივლ. ფარერები – კოსოვო 23-22,  ჩეხეთი – თურქეთი 28-20

16 ივლ. ჩეხეთი – კოსოვო 32-10, თურქეთი – ფარერები 29-25

15 ივლ. ჩეხეთი – ფარერები 33-25, თურქეთი – კოსოვო 28-24

20 ივლისი: ნახევარფინალი

14:00 ფარერები – საქართველო (5-8)

16:00 მაკედონია – კოსოვო (5-8)

18:00 ჩეხეთი – ლიეტუვა (1-4)

20:00 შვეიცარია – თურქეთი (1-4)

21 ივლისი: ფინალები

12:00 7-8 ადგილები

14:00 5-6 ადგილები

16:00 3-4 ადგილები

18:00 1-2 ადგილები

Leave a Reply