მეშვიდე ადგილისთვის კოსოვოს ვეთამაშებით

ევროპის გოგონათა ჩემპიონატზე, ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს. მე-5-8 ადგილების პლეიოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი 21-31 დამარცხდა ფარერის კუნძულებთან.  

ჩვენმა ნაკრებმა შეტევაში უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა მატჩებში, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მიიღო მარცხენა გარემარბმა ანა ჩხაიძემ, ვინც 6 გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა უკანა ხაზში, სადაც სიმაღლეში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ეს საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა – 18-11. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გააუმჯობესა და საბოლოოოდ 21-31 წააგო. ხვალ, 12 საათზე, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ვეთამაშებით კოსოვოს, რომელიც ნახევარფინალში 30-31 დამარცხდა მაკედონიასთან.

კლაიპედის ტურნირის დასრულების შემდეგ 19-წლამდელთა ნაკრების 13 მოთამაშე განაგრძობს მზადებას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება 3-11 აგვისტოს. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს ფინეთი, ლიტვა, ლატვია და შვეიცარია და თანატოლებთან ბრძოლაში ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019  ქალები 19 წ

შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი

20 ივლისი, ნახევარფინალი

(5-8) ფარერები- საქართველო 3121

ფარ: ავ სკარდი, რაიანი – ვაიჰე 8, ვიდშტაინი 5, მორტენსენი 4, ბერგი 3, ჰანსენი 3, ლ. პოულსენი 3, პერსონი 2, არგე 1, ს. პოულსენი 1, რუბეკსენი 1, ჰოი, ლინდბერგი, სკილვი

საქ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე – ა.  ჩხაიძე 6, ე. ჩხაიძე 5, ჯგერენაია 4, გოგია 2, ბურკაძე 2, იაშვილი 1, საბაშვილი 1, გაგნიძე, დვალიშვილი, კორძაია, ქ. ცინცაძე, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე,  

მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს), დელეგატები: გეჩევიჩუსი (ლიტ), დვორსკი (სლკ)

(5-8) მაკედონია – კოსოვო 31-30

18:00 ჩეხეთი – ლიეტუვა (1-4)

20:00 შვეიცარია – თურქეთი (1-4)

21 ივლისი: ფინალები

12:00 7-8 ადგილები. საქართველო – კოსოვო

14:00 5-6 ადგილები. ფარერები – მაკედონია

16:00 3-4 ადგილები

18:00 1-2 ადგილები

Leave a Reply