ukr

მონპელიე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა მოიგო ფრანგულმა კლუბმა მონპელიემ, ვინც ნახევარფინალში 29-28 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი, ხოლო ფინალში 32-27 მოუგო საფრანგეთის ნანტს. 

ფინალური ოთხეული. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-velux-ehf-final4/1222077

ნახევარფინალში სამი ფრანგული კლუბი თამაშობდა. ნანტმა მოულოდნელად დაამარცხა პარი სენ ჟერმენი 32-28, ხოლო მონპელიემ ვარდარს არგენტინელი დიეგო სიმონეტის ბოლო წამებზე გატანილი გოლით აჯობა, სიმონეტი კი მეორე დღეს ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ფინალში ნანტმა სირენამდე  9 წუთით ადრე აათანაბრა ანგარიში (24-24), მაგრამ შემდეგ ზედიზედ მიიღო 5 გოლი (24-29) და გამარჯვებულის ვინაობაც აქ გაირკვა.  მონპელიემ ჩემპიონთა თასი მეორედ მოიგო 2003 წლი შემდეგ და ახლა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. კლუბი ბოლოწინა, 25-ე ტურში დამარცხდა სტ. რაფაელთნ და მას პარი სენ ჟერმენი დაეწია. ორივე გუნდს 43-43 ქულა აქვს და პარიზელებს სულ ერთით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ. ბოლო ტური 31 მაისსაა. შეგახსენებთ, რომ მონპელიეში 2017 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე. ახალგაზრდა ქართველმა პირველი სეზონი კლუბის მეორე გუნდში ჩაატარა.

დანარჩენი ორი ევროტურნირიდან EHF თასის მოიგო ბერლინის ფუხსემ, ხოლო ჩელენჯ კაპი რუმინულმა პოტაისა ტურდამ დაისაკუთრა.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2017-18, კაცები

ფინალური ოთხეული. 26-37 მაისი. კიოლნი

27 მაისი, ფინალი: მონპელიე (საფ) – ნანტი (საფ) 32-27

მონ: ჟერარი, პორტნერი – ფაბრეგასი 6, სიმონეტი 6, კავტიჩნიკი 5, მამდუ 5, რიშარდსონი 4, გიგუ 3, ფოსტენი 1, სუსი 1, ტრუხანოვიჩუსი 1, პორტი, ბონფონი, ბინგო, კოსი, ვილმინო – მწვ. პ. კანაიე

ნან: დიუმულენი, ზიფერტი – ლაზაროვი 6, ბალაგერი 4, გურბინდო 4, ლი-ჰანსენი 4, კლაინი 3, კლერი 2, ლაგარდი 2, ო. ნიოკა 2, ტურნა, ემონე, ფელიო, ჟულიო, მატულიჩი, პეშამბეკი

მესამე ადგილისთვის: პსჟ (საფ) – ვარდარი (მკდ) 29-28

26 მაისი, ნახევარფინალები

მონპელიე – ვარდარი 28-27

პორტი 8, გიგუ 7, რიშარდსონი 6 – ბოროზანი 6, ცინდრიჩი 6, ჩუპიჩი 5

ნანტი – პსჟ 32-28

ლაზაროვი 8, ტურნა 8 – რემილი 6, ჰანსენი 5, აბალო 4, ნ. კარაბატიჩი 4

Leave a Reply