სვიმონიშვილმა EHF საკლუბო მენეჯერის ლიცენზია მოიპოვა

ევროპის ხელბურთის ფედერაციის საკლუბო მენეჯერის ლიცენზია მოიპოვა სახელბურთო კლუბ თელავის იმედის მენეჯერმა, ნიკოლოზ სვიმონიშვილმა. ეს მოხდა კიოლნში, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეულის ტურნირის მსვლელობისას. 

კიოლნში გამგზავრებამდე მან წარმატებით შეავსო ორი ტესტი – EHF ტურნირების წესებისა და მედია-მენეჯმენტის შესახებ და თითქმის მაქსიმალური ქულები დაიმსახურა, გერმანიაში კი წარადგინა პრეზენტაცია სასკოლო ხელბურთის შესახებ, რომელმაც ასევე კარგი შეფასება დაიმსახურა და დამატებით გაიარა კურსი სახელბურთო კლუბის სამარკეტინგო პოლიტიკის შესახებ. საბოლოოდ, მან მიიღო EHF საკლუბო მენეჯერის ოფიციალური ლიცენზია, რაც კიოლნის სემინარის 18 მონაწილიდან მხოლოდ ხუთმა მოახერხა.

თელავის იმედში საქმიანობის გარდა, სვიმონიშვილი შარშან, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ტრანსპორტის მენეჯერად მუშაობდა და მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა, ის გახლავთ წლეულს, თელავში დანიშნული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრიც.

Leave a Reply