gnhf-rrr

მეტალურგმა ლიდერი დაამარცხა

მაკედონიის სახელბურთო ჩემპიონატში რეზო ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, მეტალურგმა 26-25 დაამარცხა ლიდერი, ბუტელ სკოპიე და დაკარგული ქულებით პირველ ადგილზეა.  

ბუტელს 5 თამაშიდან 12 ქულა აქვს (ერთი წაგება), ხოლო მეტალურგს, ოთხიდან – 10 (1 ფრე), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენების გუნდი პოტენციური ლიდერია, დედაქალაქ სკოპიეს კიდევ ერთ კლუბთან, პროლეტთან ერთად.

მეოთხე ტურის ამ მატჩში ქართველებიდან 1 გოლი გაიტანა ირაკლი კბილაშვილმა. ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ხელბურთელის, ლექსო წითელიშვილის ოჰრიდმა, რომელიც 9 ქულით მეოთხე ადგილზეა. ოჰრიდელებმა ინ 29-25 დაამარცხეს რადოვიში, ხოლო წითელიშვილის ანგარიშზე 4 გოლი იყო – სულ  13 სეზონში.

მეხუთე ტურის მატჩებს ორვე გუნდი შაბათს გამართავს. მეტალურგი სტუმრად ეთამაშება რაბოტნიჩკის, ხოლო ოჰრიდი მასპინძლობს სკოპიეს ვარდარის ახალაზრდულ გუნდს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ვარდარის ძირითადი გუნდი ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ მონაწილესთან, ეუროფარმ რაბოტნიკთან ერთად. ეს ორი გუნდი და რეგულარული პირველობის 4 საუკეთესო გაზაფხულზე გამოავლენს მაკედონიის ჩემპიონს.

ხელბურთიმაკედონიასუპერლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.ბუტელ სკოპიე 12 (5 თამაშიდან), 2. მეტალურგი 10 (4), 3. პროლეტ სკოპიე 10 (4), 4. ოჰრიდი 9 (4) – 5. რადოვიში 6 (4), 6. პელისტერი 4 (4), 7. რაბოტნიჩკი 4 (4) 8. ვარდარ-ჯუნიორი 3 (4), 9. მეტალურგი-2 1 (4), 10. სტრუგა 1 (5) – (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)

Leave a Reply