არსენაშვილი საუკეთესოთა შორისაა  

პორტუგალიის ხელბურთის ჩემპიონატში მორიგი ორი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების მოთამაშის, ერეკლე არსენაშვილის კლუბმა, ბრაგამ – შინ 32-22 დაამარცხა ჰორტა და სტუმრად ფრედ ითამაშა ავანკასთან, 21-21.  

არსენაშვილმა ორივე მატჩში 4-4 გოლი გაიტანა და სულ 6 თამაშში 19 გოლი დაუგროვდა, კლუბს 6 მატჩიდან 50-პროცენტიანი შედეგი აქვს და 14 გუნდში მეხუთე ადგილზეა.

პორტუგალიის ჩემპიონატის ყველა მატჩში ითვლიან ყველა მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტს. არსენაშვილის ჯამური მაჩვენებელი 6 ტურის შემდეგ არის 21.20, რაც მთელ ლიგაში მეოცე შედეგია, ხაზის მოთამაშეებს შორის – მეხუთე, ხოლო „უმინიო ბრაგას“ ყველა ხელბურთელს შორის – მეორე.

მომდევნო მატჩს ბრაგა 5 ოქტომბერს შინ გამართავს ქვეყნის შარშანდელ ჩემპიონ და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე პორტუსთან. სულ 14 გუნდი ორ წრედ ითამაშებს, 6 საუკეთესო კი ბრძოლას ჩემპიონობისთვის განაგრძობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 6 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. პორტუ 18, 4. ბენფიკა 16 (5 თამაშიდან), 3. სპორტინგი 15 (5), 4. ბელენენსეში 13, 5. ბრაგა 12, 6. გაია 12,

7. მაია-ისმაი 12, 8. ბოა ჰორა 11 (5), 9. მადეირა 9 (5), 10. ბოავიშტა 8, 11. ვიტორია 8, 12. ავანკა 8 (5), 13. აგუაშ სანტაში 7 (5), 14. ჰორტა 7 (5) (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)

Leave a Reply