მეორე მატჩიც სტუმრებმა მოიგეს
სპორტის სასახლეში მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს თბილისის მამულისა ბაქოს აბუს ხელბურთელ ქალთ გუნდებმა. ისევე როგორც გუშინ, გაიმარჯვეს ბაქოელებმა, 25-18. ორივე გუნდი ემზადება ევროპული ჩელენჯ კაპისთვის.
პირველი მატჩი 31-18 მორჩა, მეორეში კი მამულის ახალგაზრდულმა გუნდმა გამოცდილ მეტოქეს მეტი წინააღმდეგობა გაუწია. 50-ე წუთისთვის სხვაობა 15-17 იყო, ბოლოში კი სტუმრებმა იძალეს – 25-18.
მამული ევროტურნირებზე პირველად გამოდის და 19-20 ნოემბერს ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალში ორჯერ უმასპინძლებს ჩეხეთის სოკოლ პორუბას, ხოლო ბაქოს აბუ 12-13 ნოემბერს იმავე ტურნირზე ეთამაშება ბელგიის ფემინა ვიზეს.
დღეს, 18 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება კაცთა ეროვნული ნაკრებების მატჩი – საქართველო-იტალია, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია.
ხელბურთი. ამხანაგური მატჩი, სპორტის სასახლე. 6 ნოემბერი
მამული თბილისი – აბუ ბაქო 18-25 (პირველი მატჩი 18-31)
მამ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია, – ქიტესაშვილი 6, კუნელაშვილი 4, ყველაშვილი 4, ესმანოვიჩი 1, ჩოხელი 1, ლისენკო 1, გადელია 1, ჩირგაძე, ჭკუასელი, ვენეცკი, – მწვ. გვაზავა, მარგიანი
აბუ: მ. მუსაევა, ნურიევა, ჰასანოვა – გასიმოვა 7, მ. აბასოვა 4, მეტელსკაია 4, მამედოვა 3, ალიევა 2, ორეხოვა 1, ს. აბასოვა 1, გორნაკი 1, იუსიბოვა 1, შარიფოვა 1, კალმიკოვა, ს. მუსაევა, – მწვ. შაბანოვა, ვორონოვი, ჯაფაროვა
მსაჯები: შ. სტურუა, ლ. ოსიყმაშვილი
—
ხელბურთი. ჩელენჯ კაპი 2016-17. ქალები.
შესარჩევი წრე, 15-22 ოქტომბერი
ილიძა (ბოს) – ზაგნოსსფორი (თურ) 23-33, 16-37
დორბირნი (ავს) – მადეირა (პორ) 34-36, 20-30
ფერარა არიოსტო (იტა) – თიუნი (შვც) 24-28, 17-34
კუმანოვო (მკდ) – ალკობენდასი (ესპ) 17-23, 15-31
1/16 ფინალი (12-13/19-20 ნოემბერი)
სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ) 19-20 ნოემბერს, თბილისში
ფემინა ვიზე (ბელ) – აბუ ბაქო (აზე) 12-13 ნოემბერს ბაქოში
შტოკერაუ (ავს)- ელბ-ლაგი (პოლ)
ცუგი (შვც) – ოლიმპია (ბრი)
არდაშენი (თურ) – დანილოვგრადი (მნტ)
ვირტო კინტუსი (ჰოლ) – მირა პრიედორი (ბოს)
ჰიფკ (ფინ) – გრან კანარია (ესპ)
ჰაუკარი (ისლ) – სალერნო (იტა)
ჰოორსი (შვდ) – სუასო (ესპ)
სვილენგრადი (ბულ) – ვარდარ ჯუნიორი (მკდ)
აიდოვშჩინა (სლნ) –ზაგნოსპორი (თურ)
კარპატი (უკრ) – თიუნი (შვც)
მადეირა (პორ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ)
მაკაბი რამათ-განი (ისრ) – შჩიპონა (კოს)
ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) – კოლეჟიო დე გაია (პორ)
დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) – ატლეტიკო გარდესი (ესპ)