თევზაძე თამაშობს, მსხვილიძე გვემატება

6 ნოემბერს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს მეორე მატჩი აქვს ევრო 2020-ია პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. სირაკუზაში 19-26 დამარცხების შემდეგ სპორტის სასახლეში აუცილებლად დასამარცხებელი გვყავს იტალია, სასურველია, 8 ბურთით, რათა უკეთეს სიტუაციაში შევხვდეთ ჯგუფის მესამე წევრთან, ლუქსემბურგთან მატჩებს იანვარში.

ჯგუფიდან მთავარ შესარჩევ რაუნდში მხოლოდ გამარჯვებული გადის, დანარჩენ ორს დამატებითი შანსი 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე მიეცემა, მაგრამ საქმის მოთავება ადრიანად სჯობს. იტალიაც სულაც არაა დაუმარცხებელი გუნდი, მით უმეტეს, რომ გვემატება ერთ-ერთი ლიდერი, გოლიათი მარჯვენა ინსაიდი, რატი მსხვილიძე.

თამაშის წინ გამართულ ტექნიკურ მიტინგზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ გუნდის კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, თამაშის უფლება აქვს. შოთა სირაკუზაში მეტოქის სახიფათო შეტევის ჩაშლისთვის გააძევეს. სიტუაციაში ბუნდოვანება შეიტანა ხელბურთის ახალი წესებით შემოღებულმა ლურჯმა ბარათმა, რომლის ზუსტი დანიშნულების გაგება ჯერჯერობით ოფიციალურ პირებსაც უჭირთ. ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ეპიზოდი – ხვალინდელი მატჩის მსაჯებმა, იაკუპ ერლეცკიმ და მაჩეი ლაბუნმა დადასტურეს, რომ ეპიზოდი წმინდა სათამაშო იყო და არა – არასპორტული საქციელი, ხოლო მატჩის დელეგატმა ქენან გიოქმენმა, ევროპულ ფედერაცისთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ დაგვიდასტურა, რომ თევზაძეს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ერგება და თამაში შეუძლია.

სპორტის სასახლეში ბილეთები არ იყიდება და შესვლა თავისუფალია. მატჩს მეორე არხზე გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი. დასაწყისი – 18 სააათზე.

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

საქართველო

GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200, რეშიცა, რუმ), 16. გიგა ტორონჯაძე (1988, 190, ქუთისი), 1. ზურაბ ცინცაძე (1996, 180, პეგასი)

უკანა ხაზი: 20. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, ბათუმი), 17. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, პრილეპი, მკდ), 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 197, კელერაში, რუმ), 9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, ვოივოდინა, სრბ), 19. ზურაბ სიმონია (1994, 190, ქუთაისი), 24. რატი მსხვილიძე (1986, 208, ურმია, ირა) 

P: 4. შოთა გრიშიკაშვილი (1984, 200, ბათუმი), 5. გიორგი გვაზავა (1978, 198, სტუ)

RW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 6. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, ბათუმი)

LW: 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, პელისტერი, მკდ), 3. გიორგი დიხამინჯია (1997, 187, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი  ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია

იტალია

GK: 1. ვიტო ფოვიო (1979, 180, ფაზანო), 16. თომას პოსტონია (1993, 190, ტრიესტე), 24. მიქელე როსი (1994, 183, რომანია)

უკანა ხაზი: 20. ფრანჩესკო ვოლპი (1986, 207, კერიენი, ლუქ), 18. ალესიო მორეტი (1994, 189, კასანო მანიაგო), 7. დეან ტურკოვიჩ (1987, 185, ბოზენი), 19. არდიან იბალი (1994, 180, კონვერსანო), 33. მიკელე სკატარ (1995, 192, მონტელიმარი, საფ) 3. ჯულიო ვენტური (1989, 199, კარპი)

P: 23. ანდრეა პარიზინი (1994, 195, ანჟერი, საფ), 8. უმბერტო ჯანოკარო (1988, 189, კონვერსანო), ჯუზეპე კოლაზუონო (1995, 194, სირაკუზა)

RW: 20. კარლო სპერტი (1995, 173,  კერიენი, ლუქ), 9. მარტინ ზონერერ (1992, 185, ბოზენი)

LW: 21. ჯანლუკა დარიპან (1994, 191, ბოზენი), 13. დემის რადოვჩიჩ (1988, 180, ფაზანო)

მთავარი მწვრთნელი ფრედი რადოიკოვიჩ, მწვრთნელები:  ჯუზეპე ბრანდი, ჯუზეპე ვინჩი

მსაჯები: იაკუპ ერლეცკი, მაჩეი ლაბუნ (პოლ), დელეგატი: ქენან გიოქმენ (თურ)

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი

ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – გაიმართება იანვარში

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან:  დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.

დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017.  აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა,

ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

Leave a Reply