gnhf-rrr

ლიგის ბოლო ტური მსოფლიო ჩემპიონატის წინ

ქალთა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ამ შაბათ-კვირას პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, რის შემდეგაც გაირკვევა მეორე რაუნდის 12 მონაწილე, ხოლო თვის ბოლოს, 30 ნოემბერს, იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 

თუმცა, ბოლო ტურის წინ თითქმის ყველაფერია გარკვეული გარდა იმისა, თუ ვინ რამდენ ქულას გადაიყოლებს მეორე რაუნდში, რომელიც უკვე გაზაფხულზე 4 მეოთხედფინალისტის ვინაობას გამოავლენს.

A ჯგუფიდან მეორე ეტაპზე გავიდნენ საფრანგეთის მეცი, ნორვეგიის კრისტიანსანდი და უნგრეთის ფერენცვაროში, ხოლო ხორვატიის პოდრავკა მეორე ევროტურნირზე, EHF თასზე გადაერთვება. კრისტიანსანდმა ემილი არნცენის (11 გოლი) და ვეტერან ჰაიდი ლოკეს (7) წყალობით მოიგო სტუმრად ბუდაპეშტში და ხორვატული კლუბისთვის მიუწვდომელი გახდა.

B ჯგუფში ზედმეტი აღმოჩნდა პოლონეთის ლიუბლინი, ხოლო როსტოვი, ბუკურეშტი და ესბიერგი ბრძოლას აგრძელებენ.  2016 წლის ჩემპიონი, CSM ბუკურეშტი ბოლო ტურში შინ დამარცხდა ესბიერგთან 21-25. კლუბს ტრავმისა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრნდა ქრისტინა ნიაგუ, ხოლო მეორე ვარსკვლავმა, ნორვეგიელმა ნორა მორკმა ზედიზედ მესამე მძიმე დაზიანება მიიღო და ტოკიოს ოლიმპიადამდე ალბათ ვერ ითამაშებს. 

C ჯგუფში საფრანგეთის ბრესტ ბრეტონსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს პირველი და მეორე ადგილები განაღდებული აქვთ, ბოლო საგზურისთვის კი რუმინეთისა და გერმანიის ჩემპიონები, რამნიკუ ვალჩეა და ბიტიგჰაიმი იბრძვიან.

ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებული, უნგრეთის დიორი 5 მოგებით ლიდერობს D ჯგუფს, ჩეხეთის ბანიკ მოსტი კი თითქმის განწირულია, რადგანაც ბოლო ტურში დიორში ჩადის და მეორე ეტაპზე ალბათ სლოვენიის მერკატორსა და შვედეთის სევეჰოფს გაუშვებს.

5 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-5/1776203

4 ტური. მიმოხილვა.  https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-4/1770769

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920ქალები.

პირველი ჯგუფური ეტაპი, 4-5 ტური

A ჯგუფი: მეცი 9, კრიტიანსანდი 5, ფერენცვაროში 4 – პოდრავკა 2

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – მეცი (საფ) 25-32

ცაკალუ 8 – საიკა 6, ნგუანი 5, კანორი, ზაადი 4

ფერენცვაროში (უნგ) – კრისტიანსანდი (ნორ) 29-34

კლაიბერი 6 – არნცენი 11, ლოკე 7

პოდრავკა ვეგეტა – ფერენცვაროში 26-27, მეცი – კრისტიანსანდი 26-17

B ჯგუფი: როსტოვი 7, CSM ბუკურეშტი 7, ესბიერგი 6 – ლიუბლინი 0

ლიუბლინი (პოლ) – როსტოვი (რუს) 20-30

ბუკურეშტი (რუმ) – ესბიერგი (დან) 21-25

ომორეგი 5, ცვიიჩი 4, ნიაგუ 3 – ბრაისტოლი 7, ფრაი 5, პოლმანი 4

როსტოვი – ესბიერგი 34-26ლიუბლინი – ბუკურეშტი 19-28

C ჯგუფი: ბრესტ-ბრეტონი 10, ბუდუჩნოსტი 6, რამნიკუ ვალჩეა 2 – ბიტიგჰაიმი 2

ბრესტ-ბრეტონი (საფ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 32-28

გროსი 6, მინევსკაია 6 – რადიჩევიჩი 10, რაიჩევიჩი 6

ბიტიგჰაიმი (გერ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 31-28

რამნიკუ ვალჩეა – ბუდუჩნოსტი 20-21, ბრესტ-ბრეტონი – ბიტიგჰაიმი 36-30

D ჯგუფი: დიორი 10, კრიმ მერკატორი 4,  სევეჰოფი 3, ბანიკ მოსტი 3,

სევეჰოფი (შვდ) – დიორი (უნგ) 27-36

ლუნდბეკი 8 – ოფტედალი 7, ნზემინკო 6, ბულატოვიჩი 5

ბანიკ მოსტი (ჩეხ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 26-31

სევეჰოფი – ბანიკ მოსტი 24-19, დიორი – კრიმ მერკატორი 31-26

ბოლო ტური: 16-17 ნოემბერს

მეორე  ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

Leave a Reply