არსენაშვილის მოგება და 3 გოლი

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი აგრძელებს წარმატებულ თამაშს პორტუგალიის ჩემპიონატში. მისმა კლუბმა, ბრაგამ ზედიზედ მოიგო ორი თამაში და მეხუთე ადგილამდე აღზევდა.

ბრაგა – ბოა ჰორა, არსენაშვილის გოლებიhttps://www.facebook.com/GEONHF/videos/422360008452396

მეათე ტურში ბრაგამ სტუმრად დაამარცხა ფინალური ექვსეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი აგუაშ სანტაში 29-24. არსენაშვილი ამ მატჩზე სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩავიდა, მცირე ტრავმა ჰქონდა და მწვრთნელებს არ დაუტვირთავთ, ბოლო ტურში კი კლუბმა შინ დაამარცხა კიდევ ერთი კონკურენტი ბოა ჰორა (26-20), ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი 3 გოლი გაიტანა. სულ 21 წლის ხელბურთელს ჩემპიონატის 11 ტურში 33 გოლი აქვს გატანილი, ჯამური მარგი ქმედების კოფიციენტით (40.20 ქულა) კლუბში საუკეთესოა, მთელ ლიგაში კი მეოცე შედეგი აქვს.

ჩემპიონატს უდანაკარგოდ, 11-11 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთ ლიგის ორი მონაწილე, სპორტინგი და პორტუ, ვინც ლიგის ბოლო ტურში სენსაციურად დაამარცხა გერმანიის კილი. მესამე ადგილზეა ბენფიკა, შემდეგკი 23 ქულით მოდის 4 კლუბი: მადეირა, ბრაგა, მაია ისმაი და ბოა ჰორა.

პირველი წრის დასრუელებამდე 3 ტურია, ხოლო სანაკრებო პაუზამდე, 22 დეკემბრამდე, ბრაგას სულ 9 მატჩი აქვს სათამაშო. ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის განაგრძობს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 11 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 33, 2. პორტუ 33, 3. ბენფიკა 29, 4. მადეირა 23, 5. ბრაგა 23, 6. მაია-ისმაი 23 — 7. ბოა ჰორა 23, 8. აგუაშ სანტაში 21, 9. ბელენენსეში 20, 11. გაია 19, 12. ავანკა 18, 13. ჰორტა 15, 13. ბოავიშტა 15, 14. ვიტორია 13 (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)

Leave a Reply