ლეგიონერები/კალანდაძემ, ცხოვრებაძემ და გავაშელიშვილმა ჯამში 10 გოლი გაიტანეს
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.
ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“).
საფრანგეთი
სტარ ლიგაში წარუმატებელი 24-ე ტური ჰქონდა „ექს ან პროვანსს“ და მის ქართველ ლეგიონერს ნიკოლოზ კალანდაძეს. „ექს ან პროვანსი“ საშინაო მატჩში „სენ რაფაელთან“ 26-31 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშე 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ხორვატია
პრემიერ ლიგის საჩემპიონო წრის მერვე ტურში „ზაგრებმა“ საკუთარ კედლებში „ტროგირს“ უმასპინძლა და 29-25 გაიმარჯვა. ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ცხოვრებაძემ აქტივში 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
პოლონეთი
„კალიშთან“ სუპერ ლიგის 26-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა (21-28) მირიან გავაშელიშვილის „ოსტროვიამ“.
პოლონელთა ქართველის ლეგიონერმა 2 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.