კვიპროსი დავამარცხეთ, წინ ლატვიაა

IHF/EHF ქალთა თასის პირველ დღეს ფარერის კუნძულების ნაკრებმა 26-17 დაამარცხა ესტონეთი, ლატვიამ მოუგო ალბანეთს 48-1, საქართველომ – კვიპროსს 33-10, ბელგიამ დაამარცხა სომხეთი 46-10.

A ჯგუფი. საქართველო – კვიპროსი 33-10

10 წლის წინ, ჩელენჯ ტროფის ბრინჯაოს ფინალში საქართველოს ნაკრები კვიპროსთან 18-23 დამარცხდა, მაგრამ 2016 წლისთვის თვალსაჩინო პროგრესი განიცადა და მეტოქეს უპრობლემოდ მოუგო.

თან ისე, რომ გამარჯვებაში გუნდის ყველა მოთამაშემ შეიტანა წვლილი. გამოირჩეოდა მარჯვენა-ინსაიდ-გარემარბის წყვილი, ჩოგოვაძე-ვენეცკი; ორივე მეკარე, ვარდიშვილი და ჩაჩუა; მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშში კარგად ჩაერთო ქიტესაშვილი; გოლებიც გაიტანეს და ძალებიც დაზოგეს კუნელაშვილმა და ჩოხელმა; დაცვაში საუკეთესოდ ითამაშა ასაკით ყველაზე პატარამ, ჯულია ჩირგაძემ; მეორე ტაიმში ჩვეული ფასტ ბრეიკები მოაწყო კაპიტანმა ღვალაძემ; კარგად შემოვიდნენ ბერიძე და ჯავახაძე; მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი გახდა გამთამაშებელი ანა ყველაშვილი, 7 გოლით. გიორგი გვაზავამ არ ათამაშა ორი ხელბურთელი, ვისაც ტრავმები აქვს მოსაშუშებელი – მეკარე ჯავახია და გადელია, ვინც მხოლოდ შვიდმეტრიანების დასარტყმელად შედიოდა მოედანზე, ხოლო მომავალ მეტოქეებს ტაქტიკური მონახაზები დაუმალა, და, როგორც თავად აღნიშნა, გუნდი მარტივად ათამაშა. სამშაბათს კი უმნიშვნელოვანესი მატჩია ლატვიასთან, რომელიც გადაწყვეტს ჯგუფში ირველი ადგილზე გასული გუნდის ვინაობას.

კვიპროსელთაგან საუკეთესოს ჯილდო ელენი ზინონოსმა მიიღო.

ანა ყველაშვილი, საქართველო: – თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ხვალიდნელი მატჩი ლატვიასთან, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა.

ელენი ზინონოსი, კვიპროსი: – მძიმე მატჩი გვქონდა. საქართველოს ნაკრებმა ძალიან ხისტი დაცვა შემოგვთვაზა, რამაც თამაში გაგვირთულა. მომდევნო მატჩებში ჩვენი ამოცანა იქნება მეტი კონტენტრაციით თამაში. ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი შეცდომები და მომდევნო თამაშში მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ.

საქართველო – კვიპროსი 33-10

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა – ყველაშვილი 7, ვენეცკი 5, ჩოგოვაძე 5, კუნელაშვილი 3, ქიტესაშვილი 3, ღვალაძე 3, გადელია 3, ჩოხელი 2, ბერიძე 2, ჩირგაძე, ჯავახაძე

კვი: ანტრეუ, ფილიმონოსი – ელია 3, ზინონოსი 3, ხაძიმატაიუ 3, იაკოვუ 1, ნიკოლაუ, ფილიპუ, სავა, გავრილა, მორფუ, ანტონიუ, ევანგელუ, კაფეძი

მსაჯები: კულოვიჩი, სკალიჩი (ბოს), დელეგატი: ასკაროვი (აზე), ზედამხედველი: მანჩადო (ესპ)

A ჯგუფი. ლატვია – ალბანეთი 48-1

ლატვიის გუნდის გამთამაშებელმა ლაურა რუტკოვსკამ მიიღო ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი და ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ისაა. მარ თორმეტჯერ გაუტანა გოლი ალბანელთა მეკარე ჰაიდი ზაიმის, რომელიც საუკეთესო მოთამაშე გახდა თავის გუნდში.

ამ ჯგუფში, როგორც ჩანს, ლატვია და საქართველო გავლენ ნახევარფინალში და ხვალინდელ მატჩში უნდა გადაწყდეს, ვინ გახდება ჯგუფის გამარჯვებული.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-08LatAlb.pdf

B ჯგუფი. ფარერები – ესტონეთი 26-17

ფარერელთა გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა. ესტონელებმა პირველი ტაიმის ბოლოს სხვაობა 5 ბურთამდე შეამცირეს (7-12), მაგრამ შესვენების შემდეგ მათ მეტის საშუალება არ მისცა ფარერელთა მეკარემ ანიკა ფრისჰაიმ-პეტერსენმა, ვინც გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, ხოლო ყველაზე შედეგიანი ფარერელთა შორის იყო მარია ჰალსდოტირი – 6 გოლი. ესტონელებში საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მარი ურვიკს ერგო, ხოლო ყველაზე შედეგიანი გახლდათ ალინა მოლკოვა – 4 გოლი.

მარი ურვიკი, ესტონეთი: – ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ჩვენ მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, იმიტომ, რომ მეტოქედ ძალიან კარგი გუნდი გვყავდა.

ანიკა პეტერსენი, ფარერები: – კარგი მატჩი იყო, ჩემმა თანაგუნდელებმა კარგად ითამაშეს, და მაინც ეს არ იყო ჩვენი მაქსიმუმი. ფარერების ნაკრებს უკეთესადაც შეუძლია თამაში.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-08FarEst.pdf

B ჯგუფი. ბელგია – სომხეთი 46-10

ამ მატჩში ძალები უთანაბრო იყო, ბელგიამ ტაიმი 19-6 მოიგო და მეორეშ სხვაობა გაზარდა. ყველაზე შედეგიანი იყო დორიენ აბელი 9 გოლით, ხოლო საუკეთესო მოთმაშის პრიზი მიიღო გამთმაშებელმა რომანე მარტინ ლოპესმა. სომხეთის გუნდში საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა მარცხენა ინსაიდი შუშანიკ ესაიანი.

B ჯგუფში, ნახევარფინალის ორი საგზურისთვის, როგორც ჩანს, იბრძოლებენ ფარერები, ბელგია და ესტონეთი.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-08BelArm.pdf

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ოფიციალური ვებგვერდზე: http://womenstrophy.ge/

9 მარტი

ჯგუფი14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია

ჯგუფი16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია

10 მარტი:

ჯგუფი14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი

ჯგუფი16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია

11 მარტი – დასვენების დღე

12 მარტინახევარფინალი

14:00 3A-4B, 16:00 3B-4A

18:00 1A-2B, 20:00 1B-2A

13 მარტიფინალი

12:00 7-8 ადგილები

14:00 5-6 ადგილები

16:00 ბრინჯაოს ფინალი

18:00 მთავარი ფინალი

ასაკობრივი კატეგორია: 1997 წელს და გვიან დაბადებულები

Leave a Reply