იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასი

დღეს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალები გაიმართა, რომელშიც 4 გუნდი ღებულობს მონაწილეობას. პირველ შეხვედრაში ბათუმის “ბსბ” დაუპირისპირდა სამტრედიას და 37 – 21 იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ბიჭებმა საქართველოს ჩემპიონატის რეგულარულ წრეში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალურ ოთხეულში იასპარეზებენ.

დღის მეორე მატჩში, პეგასი დაუპირისპირდა წყალტუბოს პრომეთეს და 42 – 28 დაამარცხა მეტოქე. ტიტე კალანდაძის გუნდი ორივე მნიშვნელოვანი ტიტულისთვის განაგრძობს ბრძოლას.

შესაბამისად ფინალში ერთმანეთს ბათუმის “ბსბ” და თბილისის “პეგასი” დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, ოლიმპიური სპორტის სასახლის დიდ დარბაზში 16:00 საათზე დაიწყება.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართება დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია “იმედო ფხაკაძე”.

Leave a Reply