სპორტის სამინისტრომ ქართული ხელბურთის ლეგენდას – იმედო ფხაკაძეს პატივი მიაგო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩს და დემიკო ლოლაძის საავტორო წიგნის – „იმედო ფხაკაძე“ – პრეზენტაციას.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, იმედო ფხაკაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და სხვა მიწვეული სტუმრები.

სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსდა იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბათუმის ,,ბსბ” და თბილისის ,,პეგასი” დაუპირისპირდნენ
ჩემპიონის ტიტული ბათუმის გუნდმა მოიპოვა.

აღნიშნული ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება ლეგენდარული იმედო ფხაკაძის სახელის უკვდავსაყოფად.

სპორტის მინისტრმა გამარჯვებული გუნდი თასით დააჯილდოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა – ,,იმედო ფხაკაძე”. წიგნი-ალბომი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა. დემიკო ლოლაძის ნაშრომი ასახავს ლეგენდარული სპორტსმენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ქართველი ხელბურთელი და მწვრთნელი იმედო ფხაკაძე 2021 წლის 21 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ იმედო ფხაკაძე აღიარებულია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ხელბურთელად.

ინფო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Leave a Reply