gnhf-rrr

თელავისა და გორის მოგებები

განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. სპორტკომპლექა არენაში, მეხუთე ტურის მატჩებში თელავის იმედმა 34-32 მოუგო პეგასს,  გორმა დაამარცხა ქარიშხალა, 31-27. 

ორივე მატჩი დაძაბული იყო. პეგასმა პირველი  ტაიმი 20-17 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს. თბილისელებს ამ სეზონში დააკლდათ მონპელიეში გადასული ცხოვრებაძე, თუმცა, ჯერაც თამაშობს ეროვნული ნაკრების მეორე წევრი, გიორგი დიხამინჯია, რომელიც იანვრიდან დანიურ კლუბ სკივეში გადადის. დიხამინჯიამ გაიტანა 13 გოლი, 8 დაამატა გიორგი ლაპიაშვილმა. 6 – ნიკოლოზ კალანდაძემ და პეგასი ბოლო წუთამდე იბრძოდა.  თელაველთა ბოლო შეტევის წინ ანგარიში 33-32 იყო და პეგასს საპასუხო იერიშისთვის დრო რჩებოდა, მაგრამ გიორგი ყორიაულმა (9 გოლი) შორიდან გაიტანა და მეტოქეს მატჩის ფრედ დასრულების შანსი არ დაუტოვა – 34-32. თელაველთა გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო მარცხენა შუამარბი გივი გიორგაძე (10 გოლი).

გორმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი სტუ-ქარიშხალა. პირველი ტამის შემდეგ ფრე იყო. სირენამდე 6 წუთით ადრე გორი 25-24 ლიდერობდა, როცა მეკარე გიორგი ვათიაშვილმა პირისპირ გასულ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცა, ხოლო საპასუხო შეტევაში მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ტიელიძემ (10 გოლი) გაიტანა და საბოლოოდ გორელებმა 31-27 მოიგეს.

ხვალ და ზეგ აღმოსავლეთის ოთხეული მე-6-7 ტურის მატჩებს გამართავს სპორტკომპლექს არენაში, დასავლეთის 4 გუნდი კი პირველ წრეს ქუთაისში დაასრულებს 20-22 დეკემბერს.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

5-7 ტურები, აღმოსავლეთი. არენა 2. 12 დეკემბერი

იმედი თელავი – პეგასი 34-32

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 10, ყორიაული 9, მიქავა 7, აბჟანდაძე 4, ცისკარიშვილი 4, ბაინაზიშვილი, გავაშელიშვილი, კორსანტია, მანჯავიძე, გულდედავა, ერისთავი – მწვ. მეტრეველი, შარანგია, სამადაშვილი

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 13, ლაპიაშვილი 8, ნ. კალანდაძე 6, ნ. ჟვანია 2, ქათამაძე 2, ზარნაძე 1, კუხალაშვილი, ბაძაღუა, შუბიძიძე, დ. ჟვანია, კაკაბაძე – მწვ. ტ. კალანდაძე, სახვაძე

მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

სტუ/ქარიშხალა – გორი 27-31

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ასაბაშვილი 6, მამულაშვილი 5, ჩიკვილაძე 4, გ. კობახიძე 4, ოსიყმაშვილი 3, მ. კობახიძე 2, ჯორბენაძე 2, თიგიშვილი 1, ჯინჭარაძე, სხვიტარიძე, ბარკალაია, გურასპაული  ზაალიშვილი, ეძგვერაძე – მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვლი

გორ: ვათიაშვილი – ტიელიძე 10, გაგლოშვილი 8, მჭედლიშვილი 6, ზუბიაშვილი 5, ტარუაშვილი 2, დალაქიშვილი – მწვ. მამაცაშვილი

მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)

ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი (თბილისი)

————————თ–მ–ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108–8

იმედი თელავი—–5—4—0—1–155-138–8

ქუთაისი————-4—3—0—1–146-119–6

გორი—————–5—3—0—2–169-174–6

პეგასი—————-5—2—0—3–183-167–4

სტუ-ქარიშხალა—-5—2—0—3–148-151–4

წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0

სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0

13 დეკემბერი

13:00 გორი – იმედი თელავი, 15:00 პეგასი – სტუ/ქარიშხალა

14 დეკემბერი

13:00 პეგასი – გორი, 15:00 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

დასავლეთი: 20-22 დეკებერს, ქუთაისში

ყველა თამაშის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

Leave a Reply