ველით დებიუტს ჩემპიონთა ლიგაში

დაიწყო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სეზონი. პირველივე ტურში ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული შეხვდა და მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის მონპელიე შინ დამარცხდა მაკედონიის ვარდართან – 24-27. 

ეს სეზონი შესაძლოა ლიგაში პირველი აღმოჩნდეს მონპელიეს ქართველი ხელბურთელის, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძისთვის. მან ფრანგულ კლუბთან ერთი წლის წინ გააფორმა კონტრაქტი და პირველი სეზონი მეორე გუნდში გაატარა, წლეულს კი უკვე არის მონპელიეს 24-კაციან სალიგო განაცხადში, თუმცა, პირველ მატჩში 16-კაციან შემადგენლობაში არ ყოფილა.

მონპელიე თითქმის იმავე შემადგენლობით თამაშობს, ერთადერთი, პივოტი ლუდოვიკ ფაბრეგასი გაუშვა ბარსელონაში, 2016 წლის ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს კი ახალი ვარსკვლავი არავინ დაუმატებია და ორი ლიდერი, ცინდრიჩი და მეკარე შტერბიკი დააკლდა – ორივე უნგრეთის ვესპრემში გადავიდა. ამის მიუხედავად, ვარდარმა დამაჯერებლად მოიგო მონპელიეში 27-24.

წლევანდელ სეზონში A ჯგუფი აშკარად უფრო ძლიერია. აქ ვესპრემმა 29-27 მოუგო 2015 წლის ჩემპიონ კელცეს, ხოლო საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, რომლის ხელბურთის გუნდმა ოფიციალურად შემოკლებული ფორმა, ბარსა დაირქვა, პირველ ტურში 34-35 დამარცხდა მანჰაიმში, რაინ-ნეკართან.

B ჯგუფში გერმანიის ჩემპიონმა ფლენზბურგმა სტუმრად დაამარცხა შარშანდელი ფინალისტი, საფრანგეთის ნანტი 34-31, ხოლო მესამე ფრანგულმა კლუბმა, პარი სენ ჟერმენმა 35-29 მოუგო ზაპოროიეს მოტორს.

ამ კვირაში მეორე ტურია. მეორე სეზონია, ჩემპიონთა ლიგას აჩვენებს ქართული ტელეკომპანია, სილკი.

ხელბურთი.  ჩემპიონა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 13-16 სექტემბერი

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-01/1317551

A ჯგუფი

რეინ-ნეკარი (გერ) – ბარსა (ესპ) 35-34

სიგურდსონი 6, გროცკი, კოლბახერი, მენსა, შმიდი 5 – გომესი 11, ნგესანი 8

მონპელიე (საფ) – ვარდარი (მკდ) 24-27

კავტიჩნიკი 6, ფოსტენი 3 – ბოროზანი 8, ჩუპიჩი 6, სკუბე 5

ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ) 29-27

გაიჩი 6, შტრლეკი 5, ლეკაი, ნადი 4 – დუიშებაევი 10, იანცი 4

კრისტიანსტადი (შვდ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-32

B ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (კკრ) – პსჟ (საფ) 29-35

მალაშინსკასი 6, პუხოუსკი 5 – რემილი 8, აბალო, ნ. კარაბატიჩი 5

ცელიე (სნ) – სკიერნი (დან) 26-27

ნანტი (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 31-34

რივერა 6, კლერი 5 – როდი 6, ლაუგე 5

ზაგრები (ხორ) – სეგედი (უნგ) 23-24

ჰორვატი 8 – კალმანი 6, ბანჰიდი, ბოდო 5

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი

ბეშიქთაში (თურ) – ტატრან-პრეოვი (სლკ) 22-28

სპორტინგი (პორ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 34-26

სილკებორგი (დან) – ჩეხოვკიე მედვედი (რუს) 39-28

D ჯგუფი

კოქსი (ფინ) – ლეონი (ესპ) 19-19

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – ელვერუმი (ნორ) 26-24

ვისლა პლოცკი (პოლ) – თიუნი (შვც) 34-24

C, D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს მერვედფინალში  გასასვლელად

Leave a Reply