ვარდარი და დიორი ფავორიტები არიან

9 თებერვალს განახლდება ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხელბურთში, ხოლო იქამდე მეორე ჯგუფური რაუნდის მეექვსე ტური გამართეს ქალებმა. ჯგუფებს ლიდერობენ მაკედონიის ვარდარი და უნგრეთის დიორი ეტო. 

 

როგორც ჩანს, ეს ორი გუნდი იქნება წლევანდელი ტიტულის მთავარი ფავორიტი.  ვარდარს წლევანდელ ლიგაზე ნათამაშები 8 მატჩიდან 7 მოგება და ერთი ფრე აქვს, ბოლო ტურში კი ფრანგულ მეცს მოუგო, 23-21. ამ ჯგუფიდან მეოთხედფინალში თავისუფლად უნდა გავიდნენ უნგრეთის ფერენცვაროში და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ხოლო მეოთხე საგზურისთვის მეცი და და გერმანიის ტიურინგერი იბრძოლებენ.

მეორე ჯგუფში დანიის ესბიერგი ჩამორჩა, თუმცა დარჩენილ 4 ტურში ოთხეულში მოხვედრის შანსი აქვს. დანიელები შინ დამარცხდნენ დიორთან – 26-32. სლოვენიაში, კრიმ მერკატორთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ლიგის 2016 წლის გამარჯვებულმა, ბუკურეშტიმ – 24-21. რუმინელული კლუბი უკვე ქულით ჩამორჩება მეოთხე, გამსვლელ ადგილზე მყოფ კრიმს და კონკურენტთან საკუთარ მოედანზე აქვს სათამაშო.

4-5 თებერვალს ქალებს მეშვიდე რაუნდი აქვთ. მეოთხედფინალში 4-4 გუნდი გადის.

ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-05-rewind-women-episode-08

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 6 ტური4-5 თებერვალი

1 ჯგუფი: ვარდარი 11 ქულა, ფერენცვაროში 9, ბუდუჩნოსტი 8, მეცი 4 – ტიურინგერი 4, ასტრახანოჩკა 0

ფერენცვაროში (უნგ) – ტიურინგერი (გერ) 32-24

ჰორნიაკი, შაცლი, სნელდერი, სუჩანსკი 4 – უეტი, შმელცერი, ვოლბოლდი 4

ასტრახანოჩკა (რუს) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 24-31

საბიროვა 7 – ნიაგუ 8, ბულატოვიჩი 7, ირმანი 5, აშრუკი 4

ვარდარი (მკდ) – მეცი (საფ) 23-21

დამნიანოვიჩი 5, ლაკრაბერი 4 – გროსი 5, პოპ-ლაზიჩი, შმიტსი 4

2 ჯგუფი: დიორი 10, ლარვიკი 7, მიდტიულანდი 6, კრიმი 6 – ბუკურეშტი 5, ესბიერგი 2

კრიმ მერკატორი (სლნ) – ბუკურეშტი (რუმ) 21-24

ბენკო, გეორგიევი 5 – გულდენი 7, მანეა, მეჰმედოვიჩი 5

ლარვიკი (ნორ) – მიდტიულანდი (დან) 24-22

კურტოვიჩი 9, ფრაფიორდი 7 – იორგენსენი 10

ესბიერგი (დან) – დიორი ეტო (უნგ) 26-32

ალმი 9 – გორბიცი 11, ამორიმი 6, ხროტი, მორკი 5

6 ტური: 11-12 თებერვალს

Leave a Reply