ვაჟთა კემპი თბილისში

დღეს თბილისში 2 კვირიანი კემპი დაიწყო, რომელშიც 40-მდე ბავშვი არის ჩართული. ვარჯიშები ყოველ დღე გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში და 20 იანვრამდე გაგრძელდება.

კემპი იმართება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ და ხელმძღვანელობს ბექა ორჯონიკიძე, ხოლო მწვრთნელები არიან ლევან ოსიყმაშვილი და გიორგი აბაშიძე.

შეკრებაში მონაწილეობენ იმედის მომცემი და პერსპექტიული ვაჟები, რომლებიც მონაწილეობდნენ სასკოლო ფესტივალებში და დაბადებული არიან 2010-2011 წლებში.

Leave a Reply