ექვსი ქულით ოთხი გუნდია  

ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ორი მატჩი ხელბურთში. ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამტრედიამ, ვინც 36-34 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი. სტუ-იმედმა 31-20 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს. 

შედეგად, 4 გუნდს დაუგროვდა 6-6 ქულა, ოღონდ სამტრედიასა და იმედს 5-5 თამაშის შემდეგ, ხოლო ქუთაისსა და პეგასს 3-3 მატჩი აქვთ გამართული და მეოთხე-მეხუთე ტურის შეხვედრები წინ აქვთ. სამტრედია მეორე ტაიმის დასაწყისში 6 ბურთით დაწინაურდა სპორტუნთან, სტუდენტებმა ანგარიში გაათანაბრეს, 33-33, თუმცა, თამაშის დაბოლოება მაინც წააგეს, 34-36.

ხვალ და ზეგ ხელვაჩაურში ქალთა უმაღლესი ლიგის 4 მატჩია  ხოლო კაცების ჩემპიონატი გაგრძელდება 3 და 4 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ქუთაისი და შავი ზღვის ბიჭები ეთამაშებიან თბილისის პეგასსა და გორს. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.

სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 27 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – სამტრედია 34-36

სპ: ხარაიშვილი, ხანდოლიშვილი – იობაშვილი 12, ბულბულაშვილი 12, ზურაბიანი 3, ჩაკვეტაძე 3, ჩიკვილაძე 3, იმნაძე 1, გულდედავა, დელიბაშვილი

სამ: ფახურიძე, ხონელიძე – ძნელაძე 13, ჟვანია 7, ხელისუფალი 6, აფრიდონიძე 3, ქავზინაძე 3, ხომერიკი 3, ადამია 1, ნადირაძე, მანაგაძე

მსაჯები: თ. ბჟალავა – გ. გველესიანი

იმედი-სტუ – წყალტუბო 31-20

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – გავაშელიშვილი 9, დიდია 6, თიგიშვილი 6, გოგალაძე 3, კორსანტია 3, ჭელიძე 2, დოლმაზაშვილი 2, ცირდავა

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ხელაძე 6, მ. გველესიანი 6, კოვზირიძე 3, ჯიმშელეიშვილი 2, გ. გველესიანი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, ნ. ბაბუნაშვილი, მუკბანიანი, ფანცხავა

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

 27 ნოემ.
                სხვ        
  ქუთაისი 3 3 0 0 121-84 6  
  პეგასი 3     3     0     0     100-79     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  BSB ბათუმი 3 2 0 1 101-77 4  
  გორი 3     1     0     2     78-85     2    
  სპორტუნი 5 1 0 4 164-177 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – გორი, ქუთაისი – პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – პეგასი, ქუთაისი – გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი – წყალტუბო, პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი – სამტრედია, პეგასი – წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply