ესპანეთი ოლიმპიადის მიღმა დარჩა

გაიმართა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამი შესარჩევი ტურნირი ხელბურთში და გამოვლინდა კაცთ ტურნირის ბოლო 6 მონაწილე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის სამგზის ვერცხლის პრიზიორი, ესპანეთის ნაკრები პირველად დარჩა ოლიმპიადის მიღმა 1976 წლის შემდეგ.

ესპანეთი დამარცხდა სლოვენიასთან 21-24, სლოვენიამ კი წააგო ტურნირის მასპინძელ შვედეთთან – 23-24. ბოლო დღეს თამაშობდნენ შვედეთი და ესპანეთი – ესპანელებმა 25-23 მოიგეს და სამმა გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა. ერთმანეთთან მატჩებში სლოვენიას უკეთესი ბალანსი, +2 აღმოაჩნდა და პირველ ადგილზე გავიდა. ესპანეთს და შვედეთს ბურთების სხვაობა ერთნაირი ჰქონდათ (-1) და შვედეთმა იმის გამო მოიპოვა მეორე საგზური, რომ სამეულის პირად მატჩებში 47 გოლი გაიტანა, ესპანეთმა კი – 46.

პოლონეთის ნაკრებმა შინ გამართულ ტურნირზე სამივე მატჩი მოიგო. მეორე საგზურისთვის გადამწყვეტი იყო მაკედონია-ტუნისის თამაში, რომელშიც ბარსელონას ერთი ვარსკვლავის, ტუნისელი ვაელ ჟალუზის ნაკრებმა 32-26 მოუგო მეორე ბარსელონელის, კირილ ლაზაროვის მაკედონიას.

დანიაში მასპინძლებმა დაამარცხეს ხორვატია 28-24 და ფრედ, 25-25 ეთამაშნენ ნორვეგიას. მეორე საგზურისთვის ხორვატიამ , ისევე როგორც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, აჯობა ნორვეგიას – 27-21. ხელბურთის ოლიმპიური ტურნირების წილისყრა 29 აპრილს გაიმართება.

ამ უქმეებზე ევროპაში კიდევ ორი სანაკრებო შეჯიბრება იყო. ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურები მოიპოვეს რუმინეთმა, ბელგიამ და ფინეთმა, რომლებმაც პლეიოფში, შესაბამისად დაამარცხეს ისრაელი, თურქეთი და ლუქსემბურგი (ამ უკანასკნელმა პირველ ეტაპზე ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა ესტონეთსა და საქართველოს). შესარჩევი ტურნირის წილისყრა 14 აპრილს გაიმართება ხორვატიაში. 28 გუნდი განაწილდება 7 ჯგუფად და ფინალური ტურნირის (ხორვატიაში, 2018 წლის იანვარი) საგზურებს მიიღებენ 2-2 საუკეთესო და საუკეთესო მესამეადგილოსანი.

დაბოლოს, დაკომპლექტდა ევროპის წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ტურნირი თბილისში კვირას დასრულდა. საბოლოოდ ფინალური ტურნირის საგზური 12 გუნდმა მოიპოვა. ფინალში პირდაპირ მოხვდნენ მასპინძელი დანია და ასაკობრივი რეიტინგის სამი მოწინავე – საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი.

ხელბურთი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები8-10 აპრილი

(პოლონეთში) პოლონეთი 6 ქულატუნისი 4 – მაკედონია 2, ჩილე 0

(შვედეთში) სლოვენია 4 (47-45), შვედეთი 4 (47-48) – ესპანეთი 4 (46-47), ირანი 0

(დანიაში) – დანია 5ხორვატია 4 – ნორვეგია 3, ბაჰრეინი 0

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა. 5-21 აგვისტო

კაცები: ბრაზილია (მასპინძელი), საფრანგეთი (მსოფლიო ჩემპიონი), გერმანია (ევროპა), ყატარი (აზია), არგენტინა (ამერიკა), ეგვიპტე (აფრიკა), პოლონეთი, ტუნისი, სლოვენია, შვედეთი, დანია, ხორვატია (საკვალიფიკაციო ტურნირი)

ქალები: ბრაზილია (მასპინძელი), ნორვეგია (მსოფლიო ჩემპიონი), ესპანეთი (ევროპა), კორეა (აზია), არგენტინა (ამერიკა), ანგოლა (აფრიკა), ჰოლანდიარუმინეთირუსეთიშვედეთიმონტენეგროსაფრანგეთი (საკვალიფიკაციო ტურნირი)

წილისყრა გაიმართება 29 აპრილს

ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები. კვალიფიკაციის მეორე წრე, პლეიოფი

ლუქსემბურგი – ფინეთი 23-28, 29-27

თურქეთი – ბელგია 28-37, 22-29

ისრაელი – რუმინეთი 27-30, 21-32

მთავარი შესარჩევი ტურნირის წილისყრა – 14 აპრილს

20წ ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი

1 ჯგუფი, ლიტვაში: გერმანია 6 ქულარუსეთი 4 – ლიტვა 2, კოსოვო 0

2 ჯგუფი შვეიცარიაში: შვეიცარია 6მაკედონია 4 – ფარერები , მონტენეგრო 1

3 ჯგუფი, პოლონეთში: ისლანდია 6პოლონეთი 4 – იტალია 2, ბულგარეთი 0

4 ჯგუფი, ბოსნიაში: ნორვეგია 6, შვედეთი 4 – ბელარუსი 2, ბოსნია 0

5 ჯგუფი, სლოვაკეთში: ხორვატია 6 – სლოვაკეთი 4, უკრაინა 2, ფინეთი 0

6 ჯგუფი, საქართველოში: სერბეთი 6 – ისრაელი 4, საბერძნეთი 2, საქართველო,

7 ჯგუფი, ჩეხეთში: ჰოლანდია 4 (+4)- ჩეხეთი 4 (0), ავსტრია 4 (-4), თურქეთი 0

8 ჯგუფი, პორტუგალიაში: სლოვენია 6 – პორტუგალია 4, რუმინეთი 2, ესტონეთი 0

ფინალური ტურნირი: 28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში

(12 შერჩეულ გუნდს დაემატება დანიასაფრანგეთიუნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply