ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონში იწყება

15 დეკემბერს ზესტაფონის სპორტის სასახლეში იწყება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. მონაწილეობს დასავლეთი საქართველოს 4 კლუბი: ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, სამტრედია, ქუთაისი და წყალტუბოს პრომეთე.

აღმოსავლეთის ოთხეული (სტუ-ქარიშხალა, პეგასი, თელავის იმედი, გორი) 18-20 დეკემბერს ითამაშებს თბილისში, სპორტკომპლექს არენაში, პირველი წრის საერთო ტური კი იანვარში გაიმართება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე სეზონია, 8 გუნდი თამაშობს. შარშანდელ სეზონთან შედარებით უმაღლეს ლიგაში ცვლილებებია: ბოლო ადგილზე გასული ფოთის ოქროს ვერძის ნაცვლად თამაშობს პირველი ლიგის გამარჯვებული გორის გუნდი. ახალი სეზონისთვის გაერთიანდა ორი თბილისური კლუბი, სტუ და ქარიშხალა, ერთი ადგილი ვაკანტური დარჩა და უმაღლესი ლიგაში მერვე ადგილი ერგო წყალტუბოს პრომეთეს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა. 

15-20 დეკემბრის მატჩებს იმსაჯებენ მოლდოველი, IHF და EHF არბიტრები, იგორ და ალექსეი კოვალჩუკები, მეთვალყურე იქნება EHF დელეგატი, ლევან გელაშვილი.

ამავე დღეებში, 15-17 დეკემბერს, სენაკში  იმართება 2000-01 წლებში დაბადებულ გოგონათა პირველი ტური დასავლეთის ზონაში აჭარის, ფოთის, სამტრედიისა და წყალტუბოს გოგონათა გუნდების მონაწილეობით.

დეკემბრის ბოლომდე გაიმართება 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა პირველი ტურები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიგებში, ასევე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური დასავლეთი საქართველოს გუნდებს შორის (წყალტუბო, აჭარა, ფოთი).

დეკემბრის ბოლოს გვეწვევა ისრაელის კაცთა ნაკრები და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს ეროვნულ გუნდთან, რომელსაც 4 და 7 იანვარს ევრო 2020-ის ორი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს ლუქსემბურგთან.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

პირველი ტური, დასავლეთი. ზესტაფონი, 15-17 დეკემბერი

15 დეკ. 14:00 წყალტუბო-ბათუმი 16:00 ქუთაისი-სამტრედია

16 დეკ. 14:00 ბათუმი-ქუთაისი 16:00 სამტრედია-წყალტუბო

17 დეკ. 12:00 ქუთაისი-წყალტუბო 14:00 ბათუმი-სამტრედია

აღმოსავლეთი. 18-20 დეკემბერი, თბილისი, არენა 1

18 დეკ. 14:00 პეგასი-იმედი თელავი 15:30 სტუ/ქარიშხალა-გორი

19 დეკ. 14:00 გორი-პეგასი 15:30 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

19 დეკ. 12:30 იმედი თელავი-გორი 15:30 პეგასი – სტუ/ქარიშხალა

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

შავი ზღვის ბიჭები – ბათუმი

1.კორნელი ანდრიაძე 16. დაჩი ვაშალომიძე – 7. გიორგი სურმავა 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. ვანო ქარდავა 10. ლექსო წითელიშვილი 11. გიორგი წივწივაძე 13. გიორგი კობახიძე 15. ირაკლი გოგოლაძე 17. გიორგი კვერნაძე 20. შოთა გრიშიკაშვილი 22. აკაკი ყაველაშვილი 28. ლევან ბერძენიშვილი 31. ილია გოგალაძე – მწვ. მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე, გია ბზეკალავა

სამტრედია

16. ალექსანდრე ხონელიძე 22. ლუკა შველიძე – 3. რამაზ ცეცხლაძე 4. ირაკლი ღაღანიძე 5. დემურ თევზაძე 8. ლექსო სხვიტარიძე 9. ირაკლი თევზაძე 10. ჯაბა ნიკურაძე 11. ვეფხია ზურაბიანი 12. გიორგი გეგია 13. ჯაბა ხაჟომია 14. ნიკოლოზ ძნელაძე 15. გიორგი ცხვარაძე 17. გიორგი ანტონოვიჩი – მწვ. გიორგი ხელისუფალი, ავთანდილ ქავზინაძე, დავით დუნდუა

ქუთაისი 2015

1.ჯონი ცერცვაძე 16. გიგა ტორონჯაძე – 2. გიორგი ლომიძე 3. მირიან ჩიხლაძე 5. კარლო მათნაძე 7. ხაზეინ რუსტამოვი 8. გიორგი მერკვილაძე 10. უჩა გამზარდია 11. ჯუმბერ ჯუღელი 14. უჩა კობახიძე 17. ომიკო ალანია 19. ზურაბ სიმონია 22. გიორგი ბიბილეიშვილი 39. მეთოდე ჭელიძე – მწვ. ალექსსაანდრე ბოყოჩაძე, ზურაბ ყაველაშვილი, დავით გობეჯიშვილი

პრომეთე – წყალტუბო

1.გრიგოლ ხაჭაპურიძე 16. იური სილაგაძე – 2.ლუკა ციბაძე 3. ბიძინა გიორგაძე 4. ირაკლი ჩაკვეტაძე 5. ირაკლი კალანდაძე 6. რომან ბაბუნაშვილი 7. გიორგი მეტონიძე 8. თორნიკე დარსაველიძე 9. ნიკა ბენიძე 10. გიორგი ხელაძე 11. გიორგი გველესიანი 12. შოთა გოგიძე 13. გიორგი შვანგირაძე – მწვ. ნოე გოგიძე, გელა ჯანელიძე

გოგონები, 2000-01. დასავლეთი, პირველი წრე, სენაკი, 15-17 დეკემბერი

15 დეკ. 16:00 ფოთი-სამტრედია 17:00 წყალტუბო-აჭარა

16 დეკ. 13:00 აჭარა-ფოთი 14:00 სამტრედია-წყალტუბო

17 დეკ. 13:00 აჭარა-სამტრედია 14:00 ფოთი-წყალტუბო

მსაჯები: ინა ჭკუასელი, გელა ჟვანია, გიორგი გვაზავა

აღმოსავლეთი: მამული 6 ქულა, ქარიშხალა 4, პეგასი 2, გორი 0

საერთო ტური –  16-19 იანვარს, თბილისში

Leave a Reply