ეროვნული ჩემპიონატის დაძაბული ფინიში

13-15 მაისს ხელვაჩაურსა და თბილისში დასრულდება საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რეგულარული ტურნირი. გაიმართება მე-11-14 ტურის შეხვედრები, რის შემდეგაც გამოვლინდება ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეული და ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი, ვინც უმაღლესი ლიგის ერთადერთი საგზურისთვის გადასასვლელ ტურნირში ითამაშებს. 

თბილისსა და ხელვაჩაურში მატჩები ერთდროულად გაიმართება. სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ სტუ, პეგასი, ქარიშხალა და თელავის იმედი, აჭარაში – ბათუმის შავის ზღვის ბიჭები, სამტრედია, ქუთაისი და ფოთის ოქროს ვერძი.

ასეთი დაძაბული დაბოლოება საქართველოს ჩემპიონატს ჯერ არ ჰქონია. რვავე გუნდს მოტივაცია აქვს: ბათუმი, სამტრედია, სტუ, ქუთაისი და პეგასი ფინალური ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, დანარჩენი სამი – ქარიშხალა, იმედი და ფოთი, მეექვსე ადგილზე გასასვლელად, რაც უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტიაა. შესაბამისად, ყველა თამაშის შედეგს დიდი ფასი ადევს.

ფინალური ოთხეული გაიმართება 25-26 მაისს, თბილისში. 25 მაისს ნახევარფინალებია, 26 მაისს – გადამწყვეტი მატჩები. ამავე დღეებში დაინიშნა ქალთ ჩემპიონატის ოთხთა ფინალი, სადაც წყვილები უკვე გარკვეულია: ყვარელი-წყალტუბო და პეგასი-მამული. რაც შეეხება კაცთა უმაღლეს ლიგას, აქ გუნდები 15 მაისის მატჩების შემდეგ დაწყვილდებიან.

სეზონს დახურავს გადასასვლელი ტურნირი, 29-31 მაისს. ითამაშებენ უმაღლეს ლიგაში მე-7-8 ადგილზე გასული გუნდები და პირველი ლიგის ორი პრიზიორი – რუსთავი და წყალტუბოს პრომეთე. ამ ოთხეულიდან 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში მხოლოდ გამარჯვებული ითამაშებს, ხოლო პირველი ლიგის გამარჯვებული, გორის გუნდი პირდაპირ გადავიდა უმაღლესში. ფედერაციის გადაწყვეტილებით, გადასასვლელი ტურნირი არა ფინალური ოთხეულის, არამედ წრიული ფორმატით გაიმართება.

გაიმართა ხელბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელზეც განიხილეს თელავის ტურზე მოხდარი ინციდენტები. თბილისის პეგასის მწვრთნელი ტიტე კალანდაძე დაჯარიმდა 250 ლარით, მისი სამტრედიელი კოლეგა გიორგი ხელისუფალი – 300 ლარს გადაიხდის და 2 მატჩის განმავლობაში ვერ უხელმძღვანელებს გუნდს, ხოლო სამტრედიის მოთამაშე ზურაბ სიმონია დაისაჯა 400 ლარითა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით. მიზეზი სამივე შემთხვევაში ერთია – მსაჯების უპატივცემულობა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2015-16უმაღლესი ლიგაკაცები

11-14 ტურები, 13-15 მაისი. თბილისი, ხელვაჩაური

13 მაისი, არენა 2. 12:30 ქარიშხალა – სტუ,  14:00 იმედი თელავი – პეგასი

13 მაისი, ხელვაჩაური. 12:30 სამტრედია – ფოთი, 14:00 ქუთაისი – ბათუმი

14 მაისი, არენა 2. 12:30 სტუ – იმედი თელავი, 14:00 პეგასი – ქარიშხალა

14 მაისი, ხელვაჩაური. 12:30 ფოთი – ბათუმი, 14:00 ქუთაისი – სამტრედია

15 მაისი, არენა 2. 11:00 იმედი თელავი – ქარიშხალა, 12:30 პეგასი – სტუ

15 მაისი, ხელვაჩაური. 11:00 ბათუმი – სამტრედია, 12:30 ფოთი – ქუთაისი

15 მაისს თამაშების მიმდევრობა შესაძლოა შეიცვალოს

მსაჯები: ემილ აღაქიში, ერნესტ აღაქიში (აზე) – თბილისი
ანატოლი ნოვიკოვ, რუსლან პერეპელიცა (უკრ) – ხელვაჩაური

დელეგატები: თამაზ თევზაძე (თბილისი), ლევან გელაშვილი (ხელვაჩაური)

მდგომარეობა ბოლო 3 ტურის წინ

 

23/04   გუნდი
   თ  
   მ  
   ფ  
   წ  
გატ:გაშ
სხვ
ქულა
1   ბათუმი 11 9 0 2 373:277
+96
18
2   სამტრედია 11 8 0 3 424:356
+66
16
3   სტუ 11 8 0 3 362:342
+20
16
4   ქუთაისი 11 7 0 4 372:375
-3
14
5   პეგასი 11 6 0 5 357:367
-10
12
6   ქარიშხალა 11 3 0 8 386:438
-52 6
7   იმედი თელავი 11 1 1 9 310:348 -38 3
8   ფოთი 11 1 1 9 364:443
-79 3

 

ფინალური ოთხეული: 25-26 მაისს თბილისში.

გადასასვლელი ტურნირი: 29-31 მაისს, თბილისში

სადისციპლინო სასჯელები

ტიტე კალანდაძე, პეგასი – 250 ლარი

გოგი ხელისუფალი, სამტრედია – 300 ლარი, 2 მატჩი

ზურაბ სიმონია, სამტრედია – 400 ლარი, 3 მატჩი

Leave a Reply