ukr

ევროპის ჩემპიონის მეორე წაგება

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე დარულდა პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე რაუნდში ქულათა მაქსიმუმით გადავიდნენ რუმინეთი, ჰოლანდია და რუსეთი. რუმინეთმა გუშინ 31-23 დაამარცხა ნორვეგია, რომელიც ტიტულის დაკარგვის პირასაა.  

რუმინეთმა მე-14 წუთიდან დაიწყო მეტოქის განადგურება, როდესაც ნიაგუმ, კიპერმა და გაიგერმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანეს (12-8), 24-ე წუთზე კი სხვაობა 7 ბურთი იყო, 17-10. ნორვეგიამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაიბრძოლა – კრისტიანსენისა და ოფტედალის გოლების შემდეგ ანგარიში 14-18 გახდა, მაგრამ აქ ზედიზედ რამდენიმე ბურთი მოიგერია მეკარე დუმანსკამ, 53-ე წუთზე კი რუმინეთს საქმე მოთავებული ჰქონდა – 28-19. ნიაგუმ გაიტანა 11, დუმანსკამ მოიგერია 14 დარტყმა. შედეგად, ნორვეგია უქულოდ გავიდა მეორე ეტაპზე, სადაც ექვსეულიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას სულ 2 გუნდი აგრძელებს და ჰოლანდიასთან, უნგრეთთან და ესპანეთთან აქვს სათამაშო. 

უნგრეთ-ესპანეთის მატჩშიც დაახლოებით იგივე სცენარი იყო – უნგრეთის ახალგაზრდული გუნდი უკვე მეორმოცე წუთზე 10 ბურთით იგებდა (საბოლოოდ – 32-26), ესპანეთი  კი ასევე 0 ქულითაა და მეორე ეტაპზე ნორვეგიის დღეში იქნება. ამ ჯგუფიდან უდანაკარგოდ, 4 ქულით, ჰოლანდია გავიდა.

ჯგუფიდან 4 ქულა გაიყოლა რუსეთმაც, რომლის ბოლო ტურის მატჩიც აღარაფერს წყვეტდა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავს სლოვენიასთან დამარცხების უფლებაც მისცა – 27-29.

მეორე ეტაპი დღესვე იწყება დანია-საფრანგეთისა და შვედეთ-მონტენეგროს მატჩებით.  ჩემპიონატის ყველა თამაშის ნახვა, ქართული კომენტარით, შეგიძლიათ სილკ სპორტის არხებზე.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორეზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი, ნანტი: სერბეთი 4, შვედეთი 4, დანია 4 – პოლონეთი 0

4 დეკემბერი

შვედეთი – პოლონეთი 23-22

ბლომსტრანდი, ჰაგმანი 4 – გრჟიბი 9, პლაჩეკი 16/38

https://www.youtube.com/watch?v=sYWpIutWXsg&t=3s

დანია – სერბეთი 25-30

ოსტეგორი 6 – კრპეჟი, ლეკიჩი 8

https://www.youtube.com/watch?v=GfjYXUVc97I

30 ნოე: სერბეთი – პოლონეთი 33-26, დანია – შვედეთი 30-29

2 დეკემბერი. პოლონეთი – დანია 21-28, შვედეთი – სერბეთი 22-21

B ჯგუფი, ნანსი. რუსეთი 4, საფრანგეთი 4, მონტენეგრო 2 – სლოვენია 2

4 დეკემბერი

რუსეთი – სლოვენია 27-29

კოჩეტოვა 6, მაკეევა 5 – გროსი 12, სტანკო 6

https://www.youtube.com/watch?v=ffMMsTFjK_c

საფრანგეთი – მონტენეგრო 25-20

ნზემინკო 7, ლენო 10/25 – რადიჩევიჩი 6, მეჰმედოვიჩი 4

https://www.youtube.com/watch?v=zy48kMbKZOs

29 ნოე: საფრანგეთი – რუსეთი 23-26, 30 ნოე: მონტენეგრო – სლოვენია 36-32

2 დეკემბერი. სლოვენია – საფრანგეთი 21-30, რუსეთი – მონტენეგრო 24-23

C ჯგუფი, მონბელიარი: ჰოლანდია 6, უნგრეთი 4, ესპანეთი 2 – ხორვატია 0

5 დეკემბერი

ჰოლანდია – ხორვატია 34-23

ამეგა 8, მალეშტაინი 6, ფრერიკსი 5 – ტურკი, კალაუსი 6

https://www.youtube.com/watch?v=jwUF-DdHaQ8

უნგრეთი – ესპანეთი 32-26

პლანეტა 8 (6/6 7მ), შაცლი, ჰაფრა 5 – მარტინი 6, ლოპესი 5

https://www.youtube.com/watch?v=fRVmoqpMuRQ

1 დეკ: უნგრეთი – ჰოლანდია 25-28, ესპანეთი – ხორვატია 25-18

3 დეკემბერი. ხორვატია – უნგრეთი 18-24, ჰოლანდია – ესპანეთი 28-27

D ჯგუფი, ბრესტი: რუმინეთი 6, გერმანია 4, ნორვეგია 2 – ჩეხეთი 0

5 დეკემბერი

გერმანია – ჩეხეთი 30-28

შმელცერი 7, გეშკე, ბიოლკი 5 – ლუზუმოვა 10, კოვაროვა 6

https://www.youtube.com/watch?v=TyM-zdPhAYA

ნორვეგია – რუმინეთი 23-31

კრისტიანსენი, აუნე 5 – ნიაგუ 11 (4-7მ), კიპერი 5, დუმანსკა 14/32

https://www.youtube.com/watch?v=wZzU4REd3rw

1 დეკ: ნორვეგია – გერმანია 32-33, რუმინეთი – ჩეხეთი 31-28

3 დეკემბერი. გერმანია – რუმინეთი 24-29, ჩეხეთი – ნორვეგია 17-31

ბომბარდირები: კრპეჟი, სრბ 26 (15 7მ); გროსი, სლნ 25 (7); ბუჩესკი, რუმ 24 (12); ნიაგუ, რუმ 24 (4); იაუკოვიჩი, მნტ 21 (5) – გოლი+პასი: გროსი 25+16 – პასები: ვიახირევა, რუს 21 –  მეკარეები: დუმანსკა, რუმ 27/67=40%; იდენი, შვდ 29/76=38%

მეორე ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

1 ჯგუფი, ნანტი: რუსეთი 4, სერბეთი 2, საფრანგეთი 2, შვედეთი 2, დანია 2, მონტენეგრო 0

(საფ-რუს 26-23, შვდ-დან 29-30, სრბ-შვდ 21-22, რუს-მნტ 24-23, სრბ-დან 30-25, საფ-მნტ 30-25)

6 დეკემბერი.  21:00  დანია – საფრანგეთი, 24:00 შვედეთი – მონტენეგრო

8 დეკემბერი. 18:00 შვედეთი – საფრანგეთი, 21:00 სერბეთი – რუსეთი

10 დეკემბერი. 21:00 დანია – რუსეთი, 24:00 სერბეთი – მონტენეგრო

12 დეკემბერი. 18:45 დანია – მონტენეგრო, 21:00 შვედეთი – რუსეთი, 24:00 სერბეთი – საფრანგეთი

2 ჯგუფი, ნანსი: რუმინეთი 4, ჰოლანდია 4, უნგრეთი 2, გერმანია 2, ესპანეთი 0, ნორვეგია 0

(ჰოლ-უნგ 28-25, გერ-ნორ 33-32, რუმ-გერ 29-24, ჰოლ-ესპ 28-27, რუმ-ნორ 31-23, უნგ-ესპ 32-26)

7 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი – გერმანია, 24:00 უნგრეთი – ნორვეგია

9 დეკემბერი. 18:00 უნგრეთი – გერმანია, 21:00 ჰოლანდია – რუმინეთი

11 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – ნორვეგია

12 დეკემბერი. 18:45 ესპანეთი – ნორვეგია, 21:00 უნგრეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – გერმანია

ფინალური ოთხეული: პარიზი, 14, 16 დეკემბერი

Leave a Reply