ნორვეგია ისევ ბრძოლაშია

ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო. ნახევარფინალისტები 12 დეკემბერს გამოვლინდება. მოქმედმა ჩემპიონმა,  ნორვეგიამ ორი წაგების შემდეგ 38-25 დაამარცხა უნგრეთი და ბრძოლაში რჩება.

ნორვეგიას სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული. უმკაცრესი დაცვისა და მეკარე ლუნდეს კარგი თამაშის შემდეგ გუნდი 5-1 დაწინაურდა, ჰაიდი ლოკემ შვიდი დარტყმიდან 7 გაიტანა, სტინე ოფტედალმა 12 საგოლე პასი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ხოლო მეორე ტაიმში ეს ყველაფერი დაასრულა  კამილა ჰერემმა, რომელიც საფრანგეთში ტრავმირებული თეა მორკის ნაცვლად გამოიძახეს. ნორვეგიამ 38-25 მოიგო და დანარჩენი 2 თამაშიც მოსაგები აქვს, თუმცა, უკვე მეტოქეთა შედეგებზეცაა დამოკიდებული. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია  რუმინეთ-ჰოლანდიისა  (9 დეკემბერი) და ჰოლანდია-ნორვეგიის (11 დეკემბერი) მატჩები. მეორე ჯგუფში ბრძოლაშია გერმანიის ნაკრებიც, რომელმაც მეკარე ეკერლეს 15 მოგერიებული დარტყმის წყალობით 29-23 მოუგო ესპანეთს.

პირველ ჯგუფში საფრანგეთმა იოლად, 29-23 დაამარცხა დანია. ნახევარფინალისთვის ბრძოლაში ჩაერთო ევროპის 2011 წლის ჩემპიონი მონტენეგრო, რომელმაც 30-28 მოუგო შვედეთს. ორმა გარმარბმა, რადიჩევიჩმა და მეჰმედოვიჩმა ჯამში 16 გოლი გაიტანა, ხოლო გამთამაშებელ რაიჩევიჩს 11 პასი დაუგროვდა და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მან მიიღო. ამ ჯგუფში ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია რუსეთსა და სერბეთს შორის. ხვალვე თამაშობენ საფრანგეთი – შვედეთი, უნგრეთი – გერმანია, ჰოლანდია – რუმინეთი.

პირველი ეტაპის 10 საუკეთესო გოლი: https://www.youtube.com/watch?v=JHUhGPmfl_c

10 საუკეთეო სეივი, პირველი ეტაპი: https://www.youtube.com/watch?v=68vfz5405fc

საუკეთესო შვიდეული: https://www.youtube.com/watch?v=l5N-Jtpk6ZQ

ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს იხილავთ ტელეკომპანია სილკის სპორტულ არხებზე. 

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

მეორე ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

1 ჯგუფი, ნანტი

საფრანგეთი——3—2—0—1—77-69—4

რუსეთი———–2—2—0—0—50-46—4

სერბეთი———-2—1—0—1—51-47—2

შვედეთი———-3—1—0—2—79-81—2

მონტენეგრო——3—1—0—2—73-77—2

დანია————–3—1—0—2—78-88—2

6 დეკემბერი. დანია – საფრანგეთი 23-29

ვიოლერი 5, ტოფტი, რაინჰარტი 4/33 – ნზემინკო 6, ზაადი 4+7პ, ლენო 12/28

https://www.youtube.com/watch?v=lDnQqJb5O9E

შვედეთი – მონტენეგრო 30-28

გულდენი 6 – რადიჩევიჩი 9, მეჰმედოვიჩი 7, რაიჩევიჩი 10 პასი, რაიჩიჩი 15/40

https://www.youtube.com/watch?v=tmR-re4zw2E

29-30 ნოემბერი. რუსეთი – საფრანგეთი 26-23, შვედეთი – დანია 29-30

2 დეკემბერი. სერბეთი – შვედეთი 21-22, რუსეთი – მონტენეგრო 24-23

4 დეკემბერი. სერბეთი – დანია 30-25, საფრანგეთი – მონტენეგრო 25-20

8 დეკემბერი. 18:00 შვედეთი – საფრანგეთი, 21:00 სერბეთი – რუსეთი

10 დეკემბერი. 21:00 დანია – რუსეთი, 24:00 სერბეთი – მონტენეგრო

12 დეკემბერი. 18:45 დანია – მონტენეგრო, 21:00 შვედეთი – რუსეთი, 24:00 სერბეთი – საფრანგეთი

2 ჯგუფი, ნანსი

რუმინეთი——–2—2—0—0—60-47—4

ჰოლანდია——–2—2—0—0—56-52—4

გერმანია———-3—2—0—1—86-84—4

ნორვეგია———-3—1—0—2—93-89—2

უნგრეთი———-3—1—0—2—82-92—2

ესპანეთი———-3—0—0—3—76-89—2

7 დეკემბერი. ესპანეთი – გერმანია 23-29

მარტინი 7 – ბიოლკი, შმელცერი, გეშკე 4, ეკერლე 15/37

https://www.youtube.com/watch?v=HFr-Z3w6Z0A

უნგრეთი – ნორვეგია 25-38

ტოტი 6 – ლოკე 7, ჰერემი 6, ოფტედალი 6+12 პასი, ლუნდე 11/27

https://www.youtube.com/watch?v=MW5Jxf3MEu8

1 დეკემბერი. ჰოლანდია – უნგრეთი 28-25, გერმანია – ნორვეგია 33-32

3 დეკემბერი. რუმინეთი – გერმანია 29-24, ჰოლანდია – ესპანეთი 28-27

5 დეკემბერი. რუმინეთი -ნორ 31-23, უნგრეთი – ესპანეთი 32-26

9 დეკემბერი. 18:00 უნგრეთი – გერმანია, 21:00 ჰოლანდია – რუმინეთი

11 დეკემბერი. 21:00 ესპანეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – ნორვეგია

12 დეკემბერი. 18:45 ესპანეთი – ნორვეგია, 21:00 უნგრეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – გერმანია

ფინალური ოთხეული. პარიზი, 14, 16 დეკემბერი

Leave a Reply