ukr

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ეტაპი იწყება

ევროპის ჩემპიონატზე, ხორვატიაში დასრულდა პირველი ჯგუფური ეტაპი, რომელიც 3 მოგებით მხოლოდ საფრანგეთმა გაიარა. ჩემპიონობისთვის 12 გუნდი აგრძელებს ბრძოლას, ისლანდია, ავსტრია, მონტენეგრო და უნგრეთი კი შინ გაემგზავრნენ. 

ყველა მატჩის მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=tRlEyNIq81M&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb

A ჯგუფის პირველ ტურში ისლანდიამ 26-24 მოუგო შვედეთს, მაგრამ საბოლოოდ ბოლო ადგილზე დარჩა, შვედები კი მაქსიმუმით, 4 ქულით გავიდნენ მეორე რაუნდში. ისლანდია სერბეთთან 43 წუთზე 20-16 იგებდა, მაგრამ სირენამდე ზუსტად 4 წუთით ადრე უკვე ანგარიშის გათანაბრება მოუწია გუდიონ სიგურდსონის აკრობატული ნახტომის შემდეგ (26-26, https://www.youtube.com/watch?v=ZJG4JslavhE). სერბებმა ამის შემდეგ სამი გოლის გატანა მოასწრეს, თუმცა, ოთხბურთიანი სხვაობა სჭირდებოდათ მეორე ეტაპზე გარანტირებულად გასასვლელად, ასე კი შვედების იმედზე დარჩნენ. შვედები ხორვატებთან წაგების შემთხვევაში 0 ქულით გავიდოდნენ მეორე ეტაპზე (წაგება ხორვატიასთან და ისლანდიასთან), მოგებით კი – ოთხით (2-2 ქულა ხორვატებთან და სერბებთან). მასპინძლებს აკლდათ ორი ტრავმირებული – გამთამაშებელი დუვნიაკი და მეკარე ალილოვიჩი და 42 წუთზე უკვე განადგურებულები იყვნენ – 17-26! საბოლოოდ შვედეთმა 35-31 მოიგო და სერბიაც გაიყოლა მეორე წრეში.

B ჯგუფში ავსტრიას მოგება სჭირდებოდა ნორვეგიასთან, მაგრამ 28-39 წააგო და ჩემპიონატი დაასრულა, საფრანგეთმა 32-25 მოუგო ბელარუსს. ამ ორი ჯგუფის სამ-სამმა გუნდმა მეორე ეტაპზე შექმნა პირველი ექვსეული, სადაც 4-4 ქულით შვედები და ფრანგები ლიდერობენ, 2-2 ქულით ხორვატია და ნორვეგიაა, ხოლო უქულო  ბელარუსსა და სერბებს პირველ ორ ადგილზე გასვლა და ნახევარფინალში მოხვედრა გაუჭირდებათ.

C ჯგუფში ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ ევროპის ჩემპიონმა გერმანიამ. იმავე ანგარიშით, 25-25, და, ისევე როგორც სლოვენიასთან, მაკედონიასთანაც გადარჩა, რადგანაც დასრულებამდე 6 წამით ადრე სტოილოვის 6  მეტრიდან დარტყმული სასწაულებრივად მოიგერია მეკარე ჰაინეფეტერმა. სლოვენიამ 28-19 აჯობა მონტენეგროს და ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით ჩემპიონობისთვის ბრძოლა გააგრძელა.

D ჯგუფიდან მეორე ეტაპზე 2-2 ქულით გავიდნენ დანია, ესპანეთი და ჩეხეთი. ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ 25-22 მოუგო ესპანეთის საგრძნობლად გაახალგაზრდავებულ ნაკრებს, ხოლო ჩეხეთმა შინ გაისტუმრა უნგრეთი – 33-27. 14 გოლი გაიტანა ჩეხეთის ნაკრების 34 წლის გამთამაშებელმა ონდრჟეი ზდრაჰალამ და ბომბარდიართა სიას სათავეში ჩაუდგა.

შედეგად, მეორე ეტაპის მეორე ჯგუფში ექვსივე გუნდს აქვს ნახევარფინალში მოხვედრის რეალური შანსი – პირველ ადგილზე მაკედონიაა სამი ქულით და მხოლოდ ორით უსწრებს მეექვსეზე მყოფ სლოვენიას, მათ შორის კი არიან  ორქულიანები: ესპანეთი, დანია, გერმანია და ჩეხეთი.

დღეიდან, მომდევნო 6 დღის განმავლობაში (18-23 იანვარი) ევროპის ჩემპიონატზე 2-2 მატჩია, 24 იანვარს კი დიდი დღეა – თამაშობს ორივე ჯგუფის ყველა გუნდი და ამის შემდეგ ნახევარფინალისტების ოთხეულიც გამოვლინდება. ყველა მატჩის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია სილკ სპორტზე.

ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი (მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით)  

ჯგუფი, სპლიტი: შვედეთი 4 (35-31) ხორვატია 4, სერბეთი 2 (29-26) – ისლანდია 2

16 იანვარი. სერბეთი-ისლანდია 29-26

შეშუმი, რადივოევიჩი 5 – სიგურდსონი 8 

https://www.youtube.com/watch?v=VJk6zKBL4sg

ხორვატია-შვედეთი 31-35

ჩუპიჩი 7, კოპლიარი 5 – ლაგერგრენი 6, იეპსონი, ნილსენი 5

https://www.youtube.com/watch?v=b7otr0xuhPA

12 იანვარი. შვედეთი-ისლანდია 24-26, ხორვატია-სერბეთი 32-22

14 იანვარი. სერბეთი-შვედეთი 25-30, ისლანდია-ხორვატია 22-29

ჯგუფი, პორეჩი: საფრანგეთი 6, ნორვეგია 4, ბელარუსი 2 – ავსტრია 0

16 იანვარი. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25

მემი 9, კარაბატიჩი 6, პორტი 4 – პადშივალაუ 6

https://www.youtube.com/watch?v=4VJT4NS_oF0

ნორვეგია-ავსტრია 39-28

ბიორნსენი 9, რაინკინდი 6 – ბილიკი 9, ბოზოვიჩი 4 

https://www.youtube.com/watch?v=TF8Uubne9sc

12 იანვარი. ბელარუსი-ავსტრია 27-26, საფრანგეთი-ნორვეგია 32-31

14 იანვარი. ავსტრია-საფრანგეთი 26-33, ნორვეგია-ბელარუსი 33-28

ჯგუფი, ზაგრებიმაკედონია 5, გერმანია 4, სლოვენია 3 – მონტენეგრო 0

17 იანვარი. გერმანია-მაკედონია 25-25

ვაინჰოლდი 8, გენსჰაიმერი 5, ვინჩეკი 4 – ტალესკი 6, ლაზაროვი, მანასკოვი 5

https://www.youtube.com/watch?v=yhgaTSzDdZ0

მონტენეგრო-სლოვენია 19-28

შევალიევიჩი 6, ლიპოვინა 4 – გ. მარგუცი 6, ბეჟიაკი 5

https://www.youtube.com/watch?v=tRlEyNIq81M

13 იანვარი. გერმანია-მონტენეგრო 32-19, მაკედონია-სლოვენია 25-24

15 იანვარი. სლოვენია-გერმანია 25-25, მონტენეგრო-მაკედონია 28-29

ჯგუფი, ვარაჟდინი: ესპანეთი 4 (+14), დანია 4 (+2), ჩეხეთი 4 (-16) – უნგრეთი 0

17 იანვარი. ჩეხეთი-უნგრეთი 33-27

ზდრაჰალა 14, ჰორაკი, ციპი 4 – ლეკაი 9, ბალოგი 5, ბოდო 4

https://www.youtube.com/watch?v=ad1wGZjiVhE

ესპანეთი-დანია 22-25

ა. დუიშებაევი 6, ენტრერიოსი 4 – ბალინგი 8, ჰანსენი 6, გრენი 10/21

https://www.youtube.com/watch?v=D6XzSB_tqAA

13 იანვარი. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, დანია-უნგრეთი 32-25

15 იანვარი. უნგრეთი-ესპანეთი 25-27, ჩეხეთი-დანია 28-27

სტატისტიკა. გოლები: ზრდაჰალა, ჩეხ 25 – გენსჰაიმერი, გერ 21 – ბიორნსენი, ნორ 21 თამაშიდან: ზდრაჰალა 20 – ბილიკი, ავს 18 – ლაუგე, დან 17, გოლი+პასი: საგოსენი, ნორ 13+22 – ბილიკი 19+11 – ლაზაროვი, მკდ 16+14 მეკარეები: გრენი, დან 20/44=45% – აპელგრენი, შვდ 32/77=42%, გუსტავსონი, ისლ 35 მოგერიება

პირველი ეტაპის 5 საუკეთესო გოლი: https://www.youtube.com/watch?v=_2gfcWvUMg8

მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

1 ჯგუფი, ზაგრები: შვედეთი 4 ქულა, საფრანგეთი 4, ხორვატია 2, ნორვეგია 2, ბელარუსი 0, ნორვეგია 0

12 იან. საფრანგეთი-ნორვეგია 32-21, ხორვატია-სერბეთი 32-22

14 იან. შვედეთი-სერბეთი 30-25, ნორვეგია-ბელარუსი 33-28

16 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25, შვედეთი-ხორვატია 35-31

18 იან. 21:15 სერბეთი-ნორვეგია, 23:30 ხორვატია-ბელარუსი

20 იან. 21:15 შვედეთი-საფრანგეთი 23:30 ხორვატია-ნორვეგია

22 იან. 21:15 სერბეთი-საფრანგეთი, 23:30 შვედეთი-ბელარუსი

24 იან. 19:00 სერბეთი-ბელარუსი, 21:15 შვედეთი-ნორვეგია, 23:30 ხორვატია-საფრანგეთი

2 ჯგუფი, ვარაჟდინი: მაკედონია 3 ქულა, ესპანეთი 2, დანია 2, გერმანია 2, ჩეხეთი 2, სლოვენია 1

13 იან. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, მაკედონია-სლოვენია 25-24

15 იან.  გერმანია-სლოვენია 25-25, დანია-ჩეხეთი 27-28

17 იან. მაკედონია-გერმანია 25-25, ესპანეთი-დანია 22-25

19 იან. 21:15 გერმანია-ჩეხეთი, 23:30 სლოვენია-დანია

21 იან. 21:15 გერმანია-დანია, 23:30 მაკედონია-ესპანეთი

23 იან. 21:15 სლოვენია-ესპანეთი, 23:30 მაკედონია-ჩეხეთი

24 იან. 19:00 სლოვენია-ჩეხეთი, 21:15 მაკედონია-დანია, 23:30 გერმანია-ესპანეთი

ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი – სილკ სპორტის სხვადასხვა არხებზე

Leave a Reply