დიდი ბრძოლები სიკვდილის ჯგუფში

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე კაცები სანაკრებო სეზონის დაწყების გამო ისვენებდნენ, ხოლო ქალებმა მესამე ტური გამართეს. მთავარ მატჩში, 2013 და 2014 წლების ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა სტუმრად დაამარცხა 2016 წლის გამარჯვებული, რუმინეთის ბუკურეშტი, 27-24.

მიმოხილვა. http://www.ehftv.com/int/video/2016-10-30-rewind-women-episode-03

დიორი პირველი წრის შემდეგ 6 ქულით დაწინაურდა სასიკვდილო C ჯგუფში, სადაც ლიგის ორი ჩემპიონის გარდა თამაშობენ რუსეთის როსტოვი, 6 ოლიმპიური ჩემპიონით და ასევე დანიის მიდტიულანდი, მათგან ერთი გუნდი კი მეორე ეტაპზე ვერ გავა. როსტოვმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მიდტიულანდთან, 26-20 და ახლა ამ ორ გუნდსა და ბუკურეშტის 2-2 ქულა აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯგუფიდან გასული 3 გუნდი მეორე ეტაპზე წაიყოლებს ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც. მეორე ჯგუფურ რაუნდში შეიქმნება ორი 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 4-4 გუნდი მეოთხედფინალში გავა.

A ჯგუფში 6 ქულით კლიდერობს 2012 და 2015 წლების ჩემპიონი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, B ჯგუფში 5-5 ქულით არიან უნგრეთის ფერენცვაროში და მაკედონიის ვარდარი, ხოო D ჯგუფს 2-2 მოგებით ლიდერობენ სლოვენიის კრომი და დანიის ჩემპიონი ესბიერგი. მეოთხე ტური პარასკევს, 4 ნოემბერს დაიწყება.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 3 ტური, 28-30 ოქტომბერი

A ჯგუფი

ტიურინგერი (გერ, 2) – ბუდუჩნოსტი (მნტ, 6) 26-32

ლუზუმოვა 8 – ნიაგუ 8, ბულატოვიჩი 6, იაუკოვიჩი 4

გლასვერკეტი (ნორ, 0) – მეცი (საფ, 4) 22-24

ბიორნსენი, კრისტენსენი 4 – გროსი 7, მობონი, შმიტსი 6

B ჯგუფი

ასტრახანოჩკა (რუს, 2) – ვარდარი (მკდ, 5) 26-31

საბიროვა 8 – პენეზიჩი 10, მავსარი 6

ფერენცვაროში (უნგ,5) – ლაიპციგი (გერ, 0) 26-22

ლუკაჩი 8, შაცლი 7 – ჰუბინგერი 5

C ჯგუფი

ბუკურეშტი (რუმ, 2) – დიორი ეტო (უნგ, 6) 24-27

გულდენი, ტორსტენსონი 4 – ბოდი 6, ამორიმი, ლოკე 5

როსტოვი (რუს, 2) – მიდტიულანდი (დან, 2) 26-20

 ილინა 6, ბობროვნიკოვა, ვიახირევა, კაბრალი 4 – ბურგორი, კრისტიანსენი 4

D ჯგუფი

კრიმ მერკატორი (სლნ, 4) –  სევეჰოფი (შვდ, 2) 32-29

ბენკო 8, ომორეგი 5 – რობერტსი 8, სანდი 6

ესბიერგი (დან, 4) – ლარვიკი (ნორ, 2) 24-31

ინგსტადი, პოლმანი 4 – რიგელჰუტი 8, ფრაფიორდი 5

3-3 გუნდი გადის მეორე ჯგუფურ ეტაპზე

Leave a Reply