იტალიიდან პირდაპირი რეპორტაჟი გვექნება

2 ნოემბერს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს იტალიასთან სირაკუზაში, 6 ნოემბერს კი მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებს. ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი, დანარჩენი მატჩები იანვარშია, ხოლო მთავარ შესარჩევ რაუნდში მხოლოდ გამარჯვებული გადის.

ევრო 2020-ზე, რომელიც შვედეთში, ნორვეგიასა და ავსტრიაში გაიმართება, პირველად ითამაშებს 24 გუნდი, 20 საგზური გათამაშდება მთავარ შესარჩევ ეტაპზე, 2018 წლის შემოდგომიდან

ხვაინდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი ცხრის ნახევარზე დაიწყება იტალიური ინტერნეტ-ტელევიზიით: http://www.pallamano.tv/video/euro-2020-italia-georgia/, ხოლო საპასუხო მატჩს მეორე არხზე გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელი. თბილისში თამაში 6 ნოემბერს, 18 საათზეა სპორტის სასახლეში.

ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით გუშინ შეიკრიბა სირაკუზაში და მატჩამდე ორ ვარჯიშს ასწრებს. დღეს გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ჯამურ სტატისტიკას, რომელიც მოიცავს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებს.

საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა 1993 წლის 13 აპრილს დაიწყო ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებთან მატჩით და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის უკვე 76 ოფიციალური თამაში დაუგროვდა ევროპისა და მსოფიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებზე.

პირველი ტურნირი, 1994 წლის ევროპის ჩემიონატის კვალიფიკაცია, ერთადერთი იყო, საიდანაც პირდაპირ შეიძლებოდა გასვლა ფინალურ ეტაპზე, მომდევნო წლებში კი უკვე წინასწარი საკვალიფიკაციო ტურნირებიდან გვიხდებოდა შეჯიბრებაში ჩართვა.

ერთხელ, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ჯგუფიდან გასვლა და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინლურ ტურნირზე მოსახვედრად, როდესაც პლეიოფში ორი მატჩი წააგო დანიასთან.

ცხრილებში მოყვანილია 76 მატჩის საერთო ბალანსი და ასევე – შედეგები ცალკეულ მეტოქეებთან. აქ არის ერთი საგულისხმო მომენტი – ნაკრებს სულ 24 მატჩი აქვს გამართული საკუთარ მოედანზე და ორჯერ მეტი, 48, სტუმრად. რომ არა ეს გარემოება, მონაგარი ბევრად უკეთესი იქნებოდა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საკუთრ მოედანზე გამართულ 24 მატჩში ბალანსი დადებითი გვაქვს – 15 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება.

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, 20:30, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო. იტალია-საქართველო

იტალია

GK: 16. თომას პოსტონია (1993, 190, ტრიესტე), 24. მიქელე როსი (1994, 183, რომანია)

უკანა ხაზი: 20. ფრანჩესკო ვოლპი (1986, 207, კერიენი, ლუქ), 18. ალესიო მორეტი (1994, 189, კასანო მანიაგო), 7. დეან ტურკოვიჩ (1987, 185, ბოზენი), 19. არდიან იბალი (1994, 180, კონვერსანო), 33. მიკელე სკატარ (1995, 192, მონტელიმარი, საფ) 3. ჯულიო ვენტური (1989, 199, კარპი)

P: 1. ვიტო ფოვიო (1979, 180, ფაზანო), 23. ანდრეა პარიზინი (1994, 195, ანჟერი, საფ), 8. უმბერტო ჯანოკარო (1988, 189, კონვერსანო), ჯუზეპე კოლაზუონო (1995, 194, სირაკუზა)

RW: 20. კარლო სპერტი (1995, 173, კერიენი, ლუქ), 9. მარტინ ზონერერ (1992, 185, ბოზენი)

LW: 21. ჯანლუკა დარიპან (1994, 191, ბოზენი), 13. დემის რადოვჩიჩ (1988, 180, ფაზანო)

მთავარი მწვრთნელი ფრედი რადოიკოვიჩ, მწვრთნელები: ჯუზეპე ბრანდი, ჯუზეპე ვინჩი

საქართველო

GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200, რეშიცა, რუმ), 1. ზურაბ ცინცაძე (1996, 180, პეგასი)

უკანა ხაზი: 20. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, ბათუმი), 17. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, პრილეპი, მკდ), 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 197, კელერაში, რუმ), 9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, ვოივოდინა, სრბ), 19. ზურაბ სიმონია (1994, 190, ქუთაისი)

P: 4. შოთა გრიშიკაშვილი (1984, 200, ბათუმი), 11. ერეკლე არსენაშვილი (1998, 195, სტუ)

RW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 6. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, ბათუმი)

LW: 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, პელისტერი, მკდ), 3. გიორგი დიხამინჯია (1997, 187, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია

მსაჯები: დორუ მანეა, რადუ ილიესკუ (რუმ), დელეგატი: სოტირის კონსტანტინუ (კვი)

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო, ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი – დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

სტატისტიკა. საქართველოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე

ევროპის ჩემპიონატი 1994

13.04.93 ბუდაპეშტი საქართველო-უნგრეთი 15-22

15.04.93 სასბატია უნგრეთი-საქართველო 27-17

13.06.93 მოსკოვი საქართველო-ლიტვა 18-30

14.06.93 მოსკოვი ლიტვა-საქართველო 27-15

13.08.93 ლილეჰამერი საქართველო-ნორვეგია 18-30

15.08.93 ტოტენი ნორვეგია-საქართველო 26-17

09.01.93 ველენიე საქართველო-სლოვენია 14-34

09.01.93 ველენიე სლოვენია-საქართველო 29-12

უნგრეთი 12 სლოვენია 10 ნორვეგია 10 ლიტვა 8 საქართველო 0

ევროპის ჩემპიონატი 1996

04.02.95 კაუნასი ლიტვა-საქართველო 22-9

05.02.95 კაუნასი საქართველო-ლიტვა 16-22

01.03.95 პრატო საქართველო-იტალია 15-22

03.03.95 პრატო იტალია-საქართველო 22-16

01.04.95 ტამისაარი საქართველო-ფინეთი 24-27

02.04.95 ჰელსინკი ფინეთი-საქართველო 28-27

ლიტვა 11 იტალია 8 ფინეთი7 საქართველო 0

მსოფლიო ჩემპიონატი 1997

ივნისი, 96 თბილისი საქართველო-უკრაინა 23-25

ივნისი, 96 სევეროდონეცკი უკრაინა-საქართველო 24-21

ევროპის ჩემპიონატი 1998

30.01.97 ჰელსინკი ფინეთი-საქართველო 25-20

02.02.97 თბილისი საქართველო-ფინეთი 27-20

06.03.97 თბილისი საქართველო-შვეიცარია 26-22

00.03.97 თიუნი შვეიცარია-საქართველო 28-22

03.04.97 თბილისი საქართველო-ბელგია 19-19

06.04.97 ამე ბელგია-საქართველო 22-18

შვეიცარია 8 ფინეთი 8 საქართველო 5 ბელგია 3

ევროპის ჩემპიონატი 2000

12.05.99 სერპა პორტუგალია-საქართველო 17-14

16.05.99 თბილისი საქართველო-პორტუგალია 21-20

20.05.99 თბილისი საქართველო-სლოვაკეთი 29-26

22.05.99 კოშიცე სლოვაკეთი-საქართველო 24-22

26.05.99 რიგა ლატვია-საქართველო 18-19

30.05.99 თბილისი საქართველო-ლატვია 27-23

პორტუგალია 8 საქართველო 8 სლოვაკეთი 4 ლატვია 4

პლეიოფი

11.09.99 თბილისი საქართველო-დანია 25-32

18.09.99 სილკებორგი დანია-საქართველო 31-23

მსოფლიო ჩემპიონატი 2001

06.01.00 შტანსი საქართველო-შვეიცარია 17-18

08.01.00 ბერნი შვეიცარია-საქართველო 27-19

13.01.00 თელ-ავივი ისრაელი-საქართველო 30-24

15.01.00 თელ-ავივი საქართველო-ისრაელი 15-25

21.01.00 თბილისი საქართველო-ბელარუსი 30-27

23.01.00 თბილისი ბელარუსი-საქართველო 21-27

შვეიცარია 12 ისრაელი 4 ბელარუსი 4 საქართველო 4

ევროპის ჩემპიონატი 2002

04.01.01 ანკარა თურქეთი-საქართველო 28-16

07.01.01 ანკარა საქართველო-თურქეთი 24-26

11.01.01 კორფუ საქართველო-საბერძნეთი 23-24

13.01.01 იოანინა საბერძნეთი-საქართველო 25-20

19.01.01 ვისოკო ბოსნია-საქართველო 28-17

21.01.01 სარაევო საქართველო-ბოსნია 24-26

თურქეთი 10 ბოსნია 8 საბერძნეთი 6 საქართველო 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2003

09.01.02 ჰელსინკი ფინეთი-საქართველო 23-20

13.01.02 თბილისი საქართველო-ფინეთი 23-23

17.01.02 თბილისი საქართველო-ჰოლანდია 26-24

20.01.02 კვინცეული ჰოლანდია-საქართველო 24-22

24.01.02 ტრაუნი ავსტრია-საქართველო 30-21

27.01.02 თბილისი საქართველო-ავსტრია 28-27

ავსტრია 7 ფინეთი 7 ჰოლანდია 5 საქართველო 5

ევროპის ჩემპიონატი 2004

04.01.03 ლუშტენაუ საქართველო-ავსტრია 19-40

05.01.03 ლუშტენაუ ავსტრია-საქართველო 32-24

09.01.03 სტამბოლი საქართველო-თურქეთი 28-38

11.01.03 სტამბოლი თურქეთი-საქართველო 34-24

14.01.03 ნიქოზია კვიპროსი-საქართველო 24-21

15.01.03 ნიქოზია საქართველო-კვიპროსი 26-25

თურქეთი 10 ავსტრია 10 კვიპროსი 2 საქართველო 2

ევროპის ჩემპიონატი 2008

03.01.07 რიგა ლატვია-საქართველო 38-20

07.01.07 თბილისი საქართველო-ლატვია 29-32

12.01.07 თბილისი საქართველო-რუმინეთი 24-34

14.01.07 კონსტანცა რუმინეთი-საქართველო 30-24

19.01.07 თბილისი საქართველო-ბულგარეთი 22-21

21.01.07 გაბროვო ბულგარეთი-საქართველო 24-21

რუმინეთი 12 ლატვია 8 ბულგარეთი 2 საქართველო 2

ევროპის ჩემპიონატი 2012

11.06.10 თბილისი საქართველო-იტალია 25-30

12.06.10 თბილისი საქართველო-ლატვია 21-22

13.06.10 თბილისი საქართველო-ფინეთი 21-26

ლატვია 4 ფინეთი 4 იტალია 4 საქართველო 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2015

30.10.13 პანევეჟისი ლიტვა-საქართველო 23-17

03.11.13 თბილისი საქართველო-ფინეთი 26-19

02.01.14 ანკარა თურქეთი-საქართველო 29-23

05.01.14 თბილისი საქართველო-თურქეთი 33-26

08.01.14 თბილისი საქართველო-ლიტვა 26-23

12.01.14 კარიაა ფინეთი-საქართველო 36-24

ლიტვა 9 საქართველო 6 ფინეთი 5 თურქეთი 4

ევროპის ჩემპიონატი 2018

29.10.14 ტალინი ესტონეთი-საქართველო 28-26

02.11.14 თბილისი საქართველო-ესტონეთი 29-27

30.04.15 ქუთაისი საქართველო-ლუქსემბურგი 17-16

03.05.15 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი-საქართველო 29-20

ლუქსემბურგი 4 ესტონეთი 4 საქართველო 4

მსოფლიო ჩემპიონატი 2017

05.11.15 თელ-ავივი ისრაელი-საქართველო 27-19

06.11.15 თელ-ავივი საქართველო-პორტუგალია 22-37

07.11.15 თელ-ავივი საქართველო-ესტონეთი 25-25

პორტუგალია 5 ისრაელი 4 ესტონეთი 1 საქართველო 1

სულ: 76 თამაში 17 მოგება 3 ფრე 56 წაგება

ევროპის ჩემპიონატზე 53 თამაში 10 მოგება 1 ფრე 42 წაგება

მსოფლიო ჩემპიონატზე 23 თამაში 7 მოგება 2 ფრე 14 წაგება

შინ 24 თამაში 15 მოგება 2 ფრე 7 წაგება

სტუმრად 48 თამაში 2 მოგება 0 ფრე 46 წაგება

ნეიტრალურ მოედანზე 4 თამაში 0 მოგება 1 ფრე 3 წაგება

მეტოქეები თ მ ფ წ

ფინეთი 9 2 1 6

ლიტვა 6 1 0 5

თურქეთი 6 1 0 5

ლატვია 5 2 0 3

შვეიცარია 4 1 0 3

ავსტრია 4 1 0 3

პორტუგალია 3 1 0 2

ესტონეთი 3 1 1 1

იტალია 3 0 0 3

ისრაელი 3 0 0 3

ბელარუსი 2 2 0 0

ჰოლანდია 2 1 0 1

სლოვაკეთი 2 1 0 1

ბულგარეთი 2 1 0 1

კვიპროსი 2 1 0 1

ლუქსემბურგი 2 1 0 1

ბელგია 2 0 1 1

უნგრეთი 2 0 0 2

ნორვეგია 2 0 0 2

სლოვენია 2 0 0 2

დანია 2 0 0 2

უკრაინა 2 0 0 2

რუმინეთი 2 0 0 2

ბოსნია 2 0 0 2

საბერძნეთი 2 0 0 2

Leave a Reply