გილოცავთ ❤️🤍

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 32:18 დაამარცხა და მიმდინარე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოდ ზურაბ ცინცაძე დასახელდა, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა მატჩის განმავლობაში. ასევე უნდა გამოვყოთ გიორგი ცხოვრებაძე (11 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძე (7 გოლი), გიორგი დიხამინჯია (4 გოლი), ირაკლი კბილაშვილი და ერეკლე არსენიშვილი (3-3 გოლი).

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 მარტს გამართავს ამჯერად ლიეტუვაში და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება ჯგუფში.

Leave a Reply