საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრების მეორე მოგება

19 წლამდე ნაკრებმა კონტინენტთაშორის თასზე მეორე მატჩი 36-20 მოიგო ტაიტის წინააღმდეგ და პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო დარსანია დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

შემდეგ შეხვედრას გიორგი გვაზავას გუნდი 10 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე გვადალუპეს წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიას და გვადალუპეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე;
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი;
გარემარბები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე;
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა;
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე;
ექიმი: გიორგი საღინაძე.

📸 Federación Costarricense de Balonmano

📌ახალგაზრდული ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply