გავაშელიშვილმა ქულა გადაარჩინა

მაკედონიის ჩემპიონატში ქართველების კლუბმა, პრილეპმა სტუმრად ფრედ, 25-25 ითამაშა ტიკვეშთან. ქულის მომტანი გოლი 9-მეტრიანიდან გაიტანა მირიან გავაშელიშვილმა.

ჩემპიონატი პანდემიის გამო ერთი თვით იყო შეწყვეტილი. პრილეპმა პირველი ტაიმი 10-12 წააგო, მეორეში კი უფრო ჩამორჩა. 50 წუთის შემდეგ მასპინძლები 23-18 იგებდნენ. ამ მომენტისთვის რეზო ჭანტურიას 5 გოლი ჰქონდა გატანილი, ხაზეინ რუსტამოვს – 3.

ბოლო 10 წუთში კი თამაშის გმირად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 20 წლის მირიან გავაშელიშვილი იქცა. მან 4 გოლი გაიტანა, ორჯერ დაიყვანა სხვაობა მინიმუმამდე, მეკარე ზურაბ ცინცაძემ კი რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

მიუხედავად ამისა, პრილეპი მინც განწირული იყო წასაგებად. ბოლო შეტევისთვის გუნდს ნახევარი წუთი ჰქონდა, მაგრამ ბურთის გათამაშება ვერ მოხერხდა და 60 წუთის ამოწურვის შემდეგ პრილეპს ერგო მხოლოდ 9- მეტრიანი, რომელიც გავაშელიშვილმა დაარტყა: ცოცხალ კედელს ქვემოდან გაუძვრინა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 25-25.

ვიდეო (7 რუსტამოვი, 23 ჭანტურია, 34 გავაშელიშვილი, 77 ცინცაძე) : https://youtu.be/14qZ-7o3yA4

პრილეპს 4 თამაშიდან 2 მოგება და 1 ფრე აქვს და 7-გუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონობისა და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლას ორი ჯგუფიდან სწორედ 3-3 გუნდი აგრძელებს.

22 ოქტომბერი. ტიკვეში – პრილეპი 25-25

პრ: ცინცაძე – ჭანტურია 5, შოკოსკი 5, გავაშელიშვილი 4, რუსტამოვი 3, ტრაიკოსკი 3, პავლოვი 2, ამზოკი 1, კარაფილოსკი 1, ბიკოსკი 1

მაკედონიასუპერლიგა (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0. 3-3 საუკეთესო გადი მეორე ეტაპზე)

B ჯგუფი: ბუტელ სკოპიე 12 ქულა (4 თამაში), მეტალურგი 9 (3), პრილეპი 7 (4), პელისტერი 6 (5), ტიკვეში 4 (5), მლადოსტი 3 (4), რაბოტნიჩკი 0 (3) – A ჯგუფი: ოჰრიდი 6 (2), პროლეტი 6 (2), სტრუგა 6 (2), სტრუმიცა 3 (3), რადოვიში 3 (3), კისელა ვოდა 0 (2), კლუბ-7 0 (2)

Leave a Reply